დადგა ორსულობის მე-8 კვირა და თქვენს შიგნით ახალი სიცოცხლე ვითარდება! ორსულობის მერვე კვირაში ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არ განსხვავდება მე-7 კვირისგან: ორგანიზმი თანდათან ეგუება მიმდინარე ცვლილებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოქსიკოზი, ნერწყვდენა და უჩვეულო რეაქციები ნაცნობ სურნელზე ისევ გაგრძელდება.

მომავალი დედის ორგანიზმი ახლა მიმართულია პროგესტერონის მომატებულ გამომუშავებაზე, რის შედეგადაც შეიძლება შეინიშნოს შემდეგი სირთულეები:
კუჭის მოქმედების პრობლემები;
მადის დაქვეითება;
ხშირი გულძმარვა და გაზების წარმოქმნა.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე ორსული ქალები ამბობენ, რომ გრძნობენ სისუსტეს, ძილიანობას და დაღლილობას. ზოგიერთ შემთხვევაში უკვე არსებული ტოქსიკოზი მწვავდება. გაითვალისწინეთ, რომ დღეში ერთ-ორჯერ ღებინება ითვლება დასაშვებ ნორმად!

ძალიან ხშირი ღებინების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის მდგომარეობაზე!

როგორ გრძნობს თქვენი პატარა თავს?

ის ახლა ისევ აქტიური განვითარებით არის დაკავებული: სრულყოფს შინაგან ორგანოებსა და სისტემებს, გაიზარდა 15 მმ-მდე და იწონის სამ გრამს! ახლა რომ შეგეძლოთ მისი ნახვა, შეამჩნევდით თუ რამდენად ჰგავს უკვე პაწაწინა კაცს. მისი გული კამერებად დაყოფის მნიშვნელოვანი პროცესით არის დაკავებული, ხდება ნერვული სისტემის ფორმირება, ძვლები ძლიერდება. ბავშვის ჩონჩხის ხრტილოვანი ქსოვილი იცვლება ძვლოვანით და ტვინი იწყებს აქტიურ ფუნქციონირებას.

ორსულობის მე-8 კვირაში თქვენი პატარის თითქმის მთელი ორგანიზმი ჩამოყალიბებულია და მომდევნო 7 თვის განმავლობაში ისინი განაგრძობენ განვითარებას.

ორსულობის მე-8 კვირა: თქვენი შეგრძნებები

ყოველდღე თქვენი საშვილოსნო იზრდება ზომაში და ამან შეიძლება გამოიწვიოს საჯდომი ნერვის გაღიზიანება, ტკივილი ზურგში, მენჯსა და თეძოებში. ამავე მიზეზით ხშირდება შარდვა. თუ გაგიჩნდებათ ტკივილის შეგრძნებები, მიმართეთ ექიმს ცისტიტის ან პიელონეფრიტის გამოსარიცხად.

ახლა შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა და სისუსტე, ნუ შეგეშინდებათ და ნუ აიძულებთ თავს მთელი დღე იმუშაოთ, თუ გრძნობთ, რომ სამსახურში ჯდომა გიჭირთ. მეორე თვის ბოლოს, თქვენს ორგანიზმში პროგესტერონისა და hCG-ის ყველაზე მაღალი რაოდენობაა, რაც იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
ორსულობის მე-8 კვირა, პრეგნა-5, პრეგნა-5, ორსულობის კალენდარი

რეკომენდაციები ორსულობის მე-8 კვირისთვის

მე-8 კვირაში ორსულთა მთავარი პრობლემა ტოქსიკოზია და, შესაბამისად, ყველაზე საყვარელი კერძების მიღებაც კი შეიძლება გართულდეს. რა უნდა ვქნათ?

მიიღეთ საკვები მცირე პორციებით;
უარი თქვით ცხელ სასმელებზე თბილი ჩაის სასარგებლოდ (შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი გემოვნებით);
არ თქვათ ური ცილაზე, რომელიც აუცილებელია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ბავშვისთვის;
კალციუმი, რომელიც გვხვდება რძის პროდუქტებში, აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის. ხოლო იმისთვის, რომ უკეთ მოხდეს მისი შეწოვა, საჭიროა ვიტამინი D3, რომლის ორსულისთვის საჭირო დღიურ დოზას შეიცავს პრეგნა-5-ის ერთი კაფსულა;
მოერიდეთ შემწვარ და ცხიმოვან საკვებს, მათ შეუძლიათ გულძმარვა გამოიწვიონ.

თუ თქვენ გქოდათ ქრონიკული დაავადებები, მკურნალმა ექიმმა აუცილიებლად უნდა იცოდეს, რომ ბავშვს ელოდებით! გახსოვდეთ, რომ ყველა მედიკამენტი არ არის მისაღები ორსული ქალისთვის, რადგან მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ნაყოფის ჯანმრთელობას.

ახლა სწორედ ის დროა, როცა თერაპევტთან უნდა გაიაროთ გამოკვლევა, რათა დარწმუნდენთ ენდოკრინული სისტემის და გულის სწორად მუშაობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალი შეიძლება გაგზავნილ იქნას სტომატოლოგთან და ოკულისტთან.

მომავალმა მამამ ასევე უნდა გამოიკვლიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფლუოროგრაფია, სისხლის ანალიზი სგგდ-ზე).

რას უნდა მოიცავდეს მენიუ?

საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულს და ხილს;
რთულ ნახშირწყლებს (მარცვლეულს);
მოხარშულ ხორცს და რძის პროდუქტებს.

და ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ, რადგან ახლა თქვენი პატარა მის სურვილებზე მიგანიშნებთ! ☺