ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

პრეგნა-5 არის 5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და თავსებადი ვიტამინისა და მინერალის უნიკალური კომბინაცია დედისა და მისი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

კომპლექსში შემავალი კომპონენტები კარგად არის შერწყმული ერთმანეთთან, შეიცავს მათ საკმარისი და უსაფრთხო რაოდენობით და შეესაბამება უკრაინულ და ევროპულ რეკომენდაციებს ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

კომპლექსი შეიცავს ორსულობისთვის მომზადების, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდის ყველა ეტაპზე დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებს.

გამოყენების ჩვენებები

პრეგნა-5 განკუთვნილია ორსული ქალებისთვის, ორსულობის დაგეგმვის პერიოდში, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

თქვენ გჭირდებათ პრეგნა-5, რადგან…

კომპლექსის თითოეული კომპონენტი მონაწილეობს იმ პროცესებში, რაზეც დამოკიდებულია ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობა და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა
პრეგნა-5 შეიცავს მხოლოდ ყველაზე აუცილებელ ელემენტებს, რომელთა მოთხოვნილება იზრდება ორსულობისას
პრეგნა-5-ის შემადგენლობა შეესაბამება უახლეს ევროპულ რეკომენდაციებს
პრეგნა-5 შეიცავს 5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს საკმარის და უსაფრთხო დოზებში

პრეგნა-5-ის კომპლექსი შეიცავს DHA-ს, რომელიც მზადდება ზღვის ცხიმიანი თევზის ჯიშებისგან PureMax ტექნოლოგიის გამოყენებით. დოკოზაჰექსაენოინის მჟავა კომპლექსში გვხვდება ტრიგლიცერიდების სახით: დადასტურებულია, რომ DHA რეფორმირებული ტრიგლიცერიდებიდან (rTG) ორჯერ უფრო ბიოშეღწევადია, ხშირად გამოყენებული ეთილის ეთერებთან (EE)[2] შედარებით. პრეგნა-5 ვიტამინები რეკომენდებულია, როგორც DHA-ს წყარო დაგეგმვის ეტაპზე, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, უკრაინაში ცხიმიანი თევზის ჯიშების დაბალი მოხმარების გამო.

პრეგნა-5 შეიცავს 250 მკგ DHA-ს, რაც შეესაბამება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალების კვებასთან დაკავშირებით ცხიმოვანი მჟავებისა და ლიპიდების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს (International Society for the Study of Fatty Acids and Lipids, ISSFAL)

რკინა მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში და ერითროციტების წარმოქმნაში. გარდა ამისა, რკინა შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას მთელი ორგანიზმის ქსოვილებში.

პრეგნა-5 შეიცავს 30 მგ ელემენტარულ რკინას, რაც შეესაბამება ქალის დღიურ დოზას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. (ლ.ი.დვორეცკი რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის კლინიკური რეკომენდაციები. რუსული სამედიცინო ჟურნალი.2014)

ფოლიუმის მჟავის საკმარისი რიოდენობით მიღება აუცილებელია ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების და თანდაყოლილი გულის დაავადების რისკის შესამცირებლად[1]

პრეგნა-5 შეიცავს 800 მკგ ფოლატს: 400 მკგ ფოლიუმის მჟავას და 400 მკგ კალციუმის მარილს (6S) – 5 – მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავას, რომელიც აკმაყოფილებს ჯანმო-ს რეკომენდაციებს, ეროვნულ, ევროპულ და ამერიკულ პროტოკოლებს.

✓ იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მთავარი კომპონენტია. ორსული ქალის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია იოდის საკმარისი დონის მოხმარება. იოდის ნაკლებობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მომავალი ბავშვის გონებრივ განვითარებაზე და ინტელექტუალურ პოტენციალზე.

პრეგნა-5 შეიცავს 200 მკგ იოდს, რაც შეესაბამება ორსულობის დროს ქალებისთვის რეკომენდებულ დოზას.

 D ვიტამინი პასუხისმგებელია კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაზე, ხელს უწყობს ჩონჩხის ნორმალურ ფორმირებას და ბავშვებში რაქიტის პროფილაქტიკას წარმოადგენს. D3 ვიტამინის საკმარისი დონე ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას და მომავალი დედის ძლიერ ძვლებს. გარდა ამისა, ვიტამინი D3-ის საკმარისი დონე ზრდის ორსულის იმუნიტეტს და ხელს უწყობს ჯანსაღი ორსულობის მიმდინარეობას.

პრეგნა-5 შეიცავს ვიტამინი D3-ს (ქოლეკალციფეროლის) 2000 МЕ-ს, რომელიც შეესაბამება ენდოკრინული საზოგადოების კლინიკური ოქმების მოთხოვნებს (Endocrine Society clinical practice guideline)1

პრეგნა-5. შემადგენლობა

ძირითადი ინგრედიენტები კაფსულის შემცველობა
თევზის ცხიმი

დოკოზაჰექსაენოინის
მჟავა (DHA)

438,6 მგ

250 მგ

ელემენტარული რკინა 30 მგ
ფოლატები

ფოლიუმის მჟავა

800 მკგ

400 მკგ

კალციუმის მარილი (6S) – 5 – მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა

400 მკგ

იოდი 200 მკგ
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 50 მკგ (2000 МЕ)

რეკომენდებული დღიური დოზა : 1 კაფსულა
მიღების წესი: 1 კაფსულა ჭამის შემდეგ
შეფუთვა : 30 კაფსულა