სამშობიაროში წასაღები ნივთების სია თქვენთვის და თქვენი პატარისთვის

ხართ თუ არა მზად შვილის გაჩენისთვის?
ჩვენ შევადგინეთ სამშობიაროში წასაღები ნივთების სია, რომლების აუცილებელია ახალგაზრდა დედისთვის და მომავალი ბავშვისთვის: ამობეჭდეთ, რომ არაფერი დაგავიწყდეს!

საბუთები

 პირადობის მოწმობა, ს/ნ
მეუღლის პასპორტი
ქორწინების მოწმობა ახალშობილის რეგისტრაციისთვის იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს ერთი და იგივე გვარი აქვთ
სადაზღვევო პოლისი
ორსულობის („გაცვლა-გამოცვლის“) ბარათი (სისხლის ჯგუფის და რეზუს ფაქტორის ტესტების ორიგინალები, ვაგინალური ნაცხის შედეგი (გაკეთებული 35-ე კვირას); ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი ტესტები)

ნივთები ბავშვისთვის

გრძელი და მოკლე სახელოიანი ბოდე, რომელიც წინ იხსნება მთელ სიგრძეზე (ასე ახალშობილის ჩაცმა უფრო ადვილია, 3 ცალი)
ბავშვის კომბინეზონი (3 ცალი), ბამბის ქუდი (2 ცალი), წინდები (3 წყვილი), ნაკაწრის საწინააღმდეგო ხელთათმანები (2 წყვილი)
 საბანი და პირსახოცი (სასურველია კუთხით)
ტანსაცმელი, რომელსაც ბავშვს ჩააცმევენ დაბადების შემდეგ
ელექტრონული თერმომეტრი

ნივთები სამშობიარო დარბაზისთვის

პერანგი, ხალათი, წინდები, ჩუსტები/ფლოსტები ჰიგიენური ტუჩსაცხი (ტუჩები შრება სუნთქვისას)
თმის რეზინა
თერმული წყალი სახის გასაგრილებლად
მინერალური არაგაზირებული წყალი
საათი შეტევებს შორის შეკუმშვების დროის დასადგენად
 ერთჯერადი საპარსი
 კომპრესიული წინდები ან ელასტიური სახვევები (2 ც.), არანაკლებ 5 მ სიგრძის და არანაკლებ 12 სმ სიგანის
✓ ჰიგიენის საშუალებებიმშობიარობის შემდგომი სხვადასხვა შთანთქმის სპეციალური საფენები, სპეციალური მშობიარობის შემდგომი ბადისებრი საცვალი, რომელიც არ იქნება მოჭერილი

ნივთები დედისთვის

 ღამის პერანგები ძუძუთი კვებისთვის (2 ცალი, რომელიც იხსნება წინა მხარეს)
 ბიუსტჰალტერი ძუძუთი კვებისთვის (2 ცალი)
 საცვალი
 ჰიგიენის საშუალებები, პირსახოცები
 საფენები ძუძუთი კვებისთვის
 ტელეფონი და დასატენი საშუალებები
 ფული გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის
 მკერდის ტუმბო (რძის გადაჭარბებული წარმოების შემთხვევაში)
 პრეპარატი ორსული და მეძუძური ქალებისთვის აუცილებელი კომპონენტების რეკომენდებული დოზირებით, მაგალითად, პრეგნა-5

ჰიგიენური და სამედიცინო საშუალებები

 ერთჯერადი საფენები (ყველაზე პატარა)
 სველი ხელსახოცები
 რბილი საპონი
 კრემი შესაძლო გაღიზიანებისთვის
 ჭიპლარის სადეზინფექციო ხსნარი (70% სპირტის შემცველობით)
 მარილიანი ხსნარი ამპულებში
 მოვლის საშუალებები (მაკრატელი მომრგვალებული ბოლოებით, სავარცხელი, ცხვირის ასპირატორი)