იწყება ორსულობის 33-ე კვირა! მიუხედავად ასეთი ძლიერი ემოციური კავშირისა, ბავშვი სრულიად დამოუკიდებელი ხდება. საშვილოსნო აგრძელებს ჭიპის ზემოთ აწევას, ახლა ის 13 სანტიმეტრით მაღლაა აწეული, ხოლო ჭიპი „შიგნით“ მდგომარეობიდან გამოვიდა „გარეთ“. წონაში მატება ამ დროისთვის 9-13 კილოგრამის ფარგლებშია და მომავალში საგულდაგულოდ უნდა გააკონტროლოთ რაციონი. ეცადეთ, ზედმეტი არ მიირთვათ, რათა გულზე დამატებითი დატვირთვა არ შეიქმნას.

ფრაქციული კვება ძალიან კარგად ეხმარება ქალებს ამ ეტაპზე: მიირთვით ბოსტნეული, ხილი (სასურველია დღის პირველ ნახევარში), ფაფები. რაც უფრო მეტი “სწორი” კერძი იქნება თქვენს მაგიდაზე, მით უკეთესად იგრძნობთ თავს, და მით უფრო ჯანმრთელი იქნება ბავშვი.

საინტერესოა, გაქვთ თუ არა უკვე საკუთარი რეცეპტი, თუ როგორ უნდა დაძლიოთ შესაძლო შეუკავებლობა? ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ ხშირი მოთხოვნილება ხდება არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც, რის გამოც მომავალ დედებს საკმარისად არ სძინავთ და შესაძლოა დილით დაღლილობა იგრძნონ. მოახლოებული მშობიარობის შესახებ აკვიატებული ფიქრების ფონზე, უძილობა შეიძლება გახდეს ნამდვილი გამოცდა! სცადეთ დალიოთ ერთი ჭიქა თბილი რძე ძილის წინ, იგი ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს ორგანიზმზე, წადით საღამოს სასეირნოდ, დაუთმეთ დრო იმას, რაც მოგწონთ და სიამოვნება მოაქვს თქვენთვის.

თუმცა, არა მხოლოდ მოგონილი პრობლემები მოქმედებს მომავალი დედის განწყობასა და კეთილდღეობაზე – აქ საკუთარი წვლილი შეაქვს ტკივილსაც, რომელიც ჩნდება მენჯის ფსკერის გაფართოების გამო, კრუნჩხვებს, გულძმარვას. 32-ე კვირაში შეიძლება აღმოაჩიოთ, რომ თქვენი ღრძილები უფრო მგრძნობიარე გახდა და სისხლდენა დაგეწყოთ. აირჩიეთ პირის ღრუს მოვლის სპეციალური საშუალებები პაროდონტიტისა და გინგივიტის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

შეიძლება მოხდეს ცხვირის დახშობა, რაც გამოწვეულია ორსულობის ჰორმონის პროვოცირებით. არ არის რეკომენდირებული ჩვეულებრივი ცხვირის საშუალებების შეძენა, უმჯობესია გამოიყენოთ ზღვის მარილის საფუძველზე დამზადებული ნატურალური პრეპარატები. სასარგებლო იქნება თუ შემოიღებთ რეგულარული განიავების ჩვევას და, რა თქმა უნდა, გაარკვეთ თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

pregnancy, pregna5, pregna, ორსულობის 33-ე კვირასანამ თქვენ არკვევთ თუ რა გახდა ალერგიის გამოწვევის მიზეზი – კატა თუ მტვერი, თქვენი ორგანიზმი უფრო და უფრო გულმოდგინედ ემზადება ბავშვის დაბადებისთვის. მნიშვნელოვნად გადიდებული მკერდზე გამოხატული ხდება ვენები, ხოლო სისხლის მოცულობა გაიზარდა 5,5 ლიტრით, რათა თქვენმა ბავშვმა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება.

უნდა იცოდეთ, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ნაადრევად ხდება პლაცენტის აშრევება. ორსულობის ნორმალური მსვლელობასას ის „გამოდის“ ბავშვის დაბადების შემდეგ. პლაცენტის აშრევები სიმპტომებია ძლიერი ტკივილი და სისხლდენა, რაც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

33-ე კვირის ორსულობა: რითია დაკავებული პატარა?

გახსოვდეს, რომ ახლა მისი სიმაღლე და წონა დამოკიდებულია გენეტიკურ მიდრეკილებაზე? “სტანდარტების” მიხედვით ორსულობის 33-ე კვირაში ბავშვი იწონის დაახლოებით 2 კილოგრამს, სიმაღლე კი 44 სანტიმეტრს აღწევს. ის უკვე წყვეტს, როდის არის დასვენების დრო და როდის უნდა ითამაშოს, როდის „დაუძახოს“ დედას და როდის გაუწოდოს მას ხელები. რა თქმა უნდა, ბავშვი უმეტეს დროს სიზმარში ატარებს და, როგორც უკვე იცით, რაღაცაზე ოცნებობს კიდეც.

გაღვიძების შემდეგ ბავშვი „აანალიზებს“ სიტუაციას, უსმენს რა ხდება გარე სამყაროში, რაზე ლაპარაკობს დედა, განიხილავს ხომ არაფერი შეცვლილა გარშემო. ყნოსვისა და გემოვნების რეცეპტორები “დაკალიბრებულია”, მას უკვე შეუძლია იცნოს ტკბილი, მარილიანი, მწარე და მჟავე გემო და თქვენ ალბათ ცოტა იცით მისი პრეფერენციების შესახებ. ბავშვს არ მოსწონს უცნობი სუნი, ამიტომ ექსპერიმენტები სუნამოებითა და ზეთებით გადადეთ სხვა დროისთვის.

ღინღლი, რომელიც ბავშვის სხეულს ფარავდა, იწყებს დაცვენას და ზოგან პირველყოფილი ლუბრიკანტი რჩება. ბავშვის კანი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ მას ძალიან მოსწონს თქვენი მოფერება!

მიუხედავად იმისა, რომ კოორდინაცია თანდათან იხვეწება, ბავშვის მოძრაობები ქაოტური იქნება მისი ცხოვრების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში. ბავშვის სისხლძარღვების კედლები ძლიერდება, თირკმელები სრულყოფილად ფილტრავენ ნარჩენებს. ყოველი დღის განმავლობაში ორგანიზმი აუმჯობესებს სასუნთქი და გულის სისტემების მუშაობას, დანარჩენი უკვე თითქმის იდეალურადაა განვითარებული.

ფილტვებში სურფაქტანტი კვლავ გროვდება. გულის მასა იზრდება და წინაგულებს შორის რჩება პატარა ხვრელი, რომელიც მხოლოდ პირველი ჩასუნთქვის შემდეგ დაიხურება.

ორსულობის 33-ე კვირას ბავშვი ჯიუტად აგროვებს ცხიმოვან ფენას, რის წყალობითაც უკეთ ინარჩუნებს სითბოს ბალანსს. კუნთები ძლიერდება, თუმცა ამას უკვე მისი ბიძგების სიძლიერითაც შეამჩნევდით. ამ კვირის ბოლოს შიგნიდან ნაცნობი „მისალმებები“ ოდნავ განსხვავებულ ხასიათს მიიღებს: მოხდება მათი ლოკალიზება ნეკნების მიდამოში. და იცით თუ არა ეს რაზე მეტყველებს? მასზედ, რომ ბავშვმა დაიკავა სწორი პოზიცია – თავით ქვევით! ამავდროულად, თუ ის ჯერ კიდევ გამოცდის თქვენს მოთმინებას, ნუ იჩქარებთ განგაშის ატეხვას, ზოგიერთი ბავშვი დედას საჩუქარს სწორედ ბოლო კვირებში უკეთებს.

ესაუბრეთ პატარას, მოეფერეთ მას და უთხარით, რომ ძალიან ბედნიერი იქნებით, თუ ის მოისურვებს სწორი პოზიციის დაკავებას. ის მუცელში უფრო მეტ სივიწროვეს გრძნობს, რადგან მისი პატარა სხეული ემზადება ზრდისთვის. მან იცის სიმღერები, რომლებსაც თქვენ მღერით და, როგორც ზრდასრული იტყოდა, მას უკვე საკუთარი “ფლეილისტიც” კი აქვს შედგენილი 🙂

შეათვალიერეთ თუ არა უკვე ბავშვის პირველი ტანსაცმელი? პირველი პერიოდისთვის უნდა იყიდოთ ბოდი, საბან/კონვერტები, საწოლის კომპლექტები.

ორსულობა, პრეგნა-5, ორსულობის 33-ე კვირარეკომენდაციები 33-ე კვირისთვის

როგორც არაერთხელ ითქვა, ორსულობის 33-ე კვირაზე მაქსიმალურად ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ, რადგან შეუძლოდ ყოფნა პირველ რიგში მიგანიშნებთ იმაზე, რომ ცუდად თქვენ კი არა, არამედ თქვენი ბავშვია. ყურადღება მიაქციეთ სავარჯიშო (ცრუ) შეკუმშვებს, თან იქონიეთ „გაცვლა-გამოცვლის“ ბარათი, იმ შემთხვევისთვის, თუ მშობიარობა ვადაზე ადრე დაიწყება.

წინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენა!

რაც შეეხება ანალიზებს, ორსულობის 33-ე კვირას გელოდებათ: წნევის გაზომვა, შარდის ანალიზი, საშვილოსნოს ფსკერის სიმაღლის გაზომვა, ნაყოფის სიდიდის გაზომვა, ფეხების გამოკვლევა ვარიკოზული ვენების არსებობაზე. ექიმს ასევე შეუძლია გამოიკვლიოს ბავშვის აქტივობა და საშვილოსნოს მდგომარეობა.

და ყველაზე საინტერესო! ახლა დროა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დაესწრება თუ არა მამა მშობიარობას? რატომ ახლა? თუ თქვენი ოჯახი “მიესალმება” პარტნიორულ მშობიარობას, მაშინ მამამ წინასწარ უნდა გაიკეთოს ფლუოროგრაფია.

და გახსოვდეთ, რომ პატარას ძალიან მოსწონს, როდესაც ოჯახში ურთიერთგაგება სუფევს!