ორსულობის მე-9 კვირას ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი და განწყობის არასტაბილურობა, რაც იწვევს არა მხოლოდ ჰორმონალური ფონის ცვლილებას, არამედ დაღლილობას, სტრესს და გაუწყლოებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც მისი მდგომარეობა აყენებს ორსული ქალის წინაშე, არის უნარი მოუსმინოს საკუთარ თავს და გაიგოს რა სჭირდება მის ორგანიზმს ახლა.
სრულყოფილი დასვენება არის თქვენი კეთილდღეობის საწინდარი ორსულობის მე-9 კვირაში. სხვათა შორის, უჩვეულო გემოვნების პრეფერენციები შეიძლება ასევე მოხდეს ორსულობის მეცხრე კვირაში!

როგორ ვითარდება თქვენი ბავშვი?

pregnant woman, ორსულობის მე-9 კვირა, პრეგნა-5ახლა სრულდება მისი განვითარების ემბრიონული ეტაპი და იწყება შემდეგი ეტაპი – სანაყოფე. ულტრაბგერითი გამოკვლევის პროცესში ამ დროს ექიმი ამოწმებს ჭიპლარის, საკვერცხეების მდგომარეობას და თუ როგორია პლაცენტის სისქე.

მიუხედავად იმისა, რომ მის გულისცემას ჯერ ვერ გრძნობთ, ის უკვე წუთში 130-150 სცემს! პატარის გულის აქტივობა ექიმს დაეხმარება მისი ფიზიკური აქტივობის შეფასებაში. მომავალი ბავშვი გაიზარდა, ორსულობის მეცხრე კვირას მისი „სიმაღლე“ 21-32 მმ-ია, წონა კი 2-4 გრამი! კუდი, რომელიც ადრე ჩამოყალიბდა, იქცევა ჩვენთვის ნაცნობ კუდუსუნის ძვლად, ზურგი უფრო სწორი ხდება, თავი კი კვლავ დიდი რჩება. ორსულობის მე-9 კვირაზე ვითარდება ბავშვის ტვინი, მიმდინარეობს ნათხემის და ჰიპოფიზის ფორმირება. ახლა საკმაოდ გარჩევადია თვალები, ყურები და კისერი, ხელები და ფეხები აგრძელებენ ზრდას, იდაყვები, სარძევე კბილების რუდიმენტები და თმის ფოლიკულები იწყებენ ფორმირებას!

ასევე, ორსულობის მე-9 კვირა გამოირჩევა იმით, რომ ბავშვის ფარისებრი ჯირკვალი იწყებს მუშაობას, ხდება ლიმფური კვანძების ფორმირება და ლიმფოციტების და თირკმელზედა ჯირკვლების შუა ფენის წარმოქმნა.

რა ხდება დედის ცხოვრებაში?

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქალებს აინტერესებთ, არის წონა. ქალები, რომლებსაც აქვთ ტოქსიკოზი, შესაძლოა არათუ არ მოიმატონ, არამედ რამდენიმე კილოგრამიც კი დაიკლონ. ორსულმა შეიძლება განიცადოს სარძევე ჯირკვლების შეშუპება და მკერდზე ვენური ბადის გამოჩენა. ასეთ ცვლილებებს იწვევს სისხლის მოცულობა, რომელიც ცირკულირებს ორგანიზმში, ვინაიდან მისი მოცულობა 40%-ით იზრდება!

რეკომენდაციები ორსულობის მე-9 კვირისთვის

ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მოხმარებული ცილის რაოდენობას. ჯანსაღი ორსულობის შესანარჩუნებლად, გაამრავალფეროვნეთ რაციონი ხბოს ღვიძლით, თევზით, ნუშით, კვერცხითა და ისპანახით. საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ მცენარეული ზეთები (ზეითუნის, სელის, სიმინდის ზეთი), ასევე მსუბუქი სუპები.
თქვენთვის კვლავ აქტუალურია ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები, მწვანილი.

იმის გათვალისწინებით, რომ ორსულობა გავლენას ახდენს კანის, თმისა და კბილების მდგომარეობაზე, გაუწიეთ მათ სათანადო მოვლა და დაიცავით წყლის სმის რეჟიმი. შეზღუდეთ კონტაქტი გაციებულ კოლეგებთან და ნათესავებთან, და თუ თავს ცუდად გრძნობთ ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. გაატარეთ საკმარისი დრო სუფთა ჰაერზე და მიიღეთ ყველაზე დადებითი ემოციები თქვენი მდგომარეობიდან!