დადგა ორსულობის მე-6 კვირა და ახლა ორგანიზმში იზრდება პროლაქტინის (რძის ჰორმონის) გამომუშავება.
ზოგიერთი მომავალი დედა ამჩნევს კრუნჩხვების გაჩენას: ისინი დაკავშირებულია პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებასთან და, ამავე დროს, კალციუმის ცვლის ცვლილებებთან. ამ პერიოდში შეიძლება დაიწყოს გემოვნების პრეფერენციების ტრადიციული ცვლილებები, სუნის გამწვავებასთან ერთად.

pregna, pregna5, pregna-5, ორსულობის მე-6 კვირა

გინეკოლოგი გამოკვლევის დროს საშვილოსნოს გაზრდილი ზომით დაადასტურებს ორსულობას და გამოთვლის მშობიარობის სავარაუდო თარიღს.
ორსულობის მე-6 კვირას ბავშვი იწონის 0,9-1,3 გ-ს და აღწევს 3-6 მმ სიგრძეს. მის ირგვლივ ამნიონური სითხეა და იგი პატარა კუდიან თავკომბალას ჰგავს.მიუხედავად ასეთი მცირე ზომისა, ნაყოფში ყალიბდება გულმკერდი, მკლავები და ფეხები, ხრტილოვანი ქსოვილი და სახე. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, გაუგებარია ვის უფრო ჰგავს.

მეორე თვის დასაწყისში იწყება ნაყოფის ტვინის ფორმირება, გრძელდება ღვიძლის, ფილტვების და თიმუსის ჯირკვლის განვითარება, ყალიბდება იმუნური სისტემა და იწყება ძვლის ტვინის ჩამოყალიბება. ორსულობის მეექვსე კვირას გრძელდება პლაცენტის საშვილოსნოს შიდა კედელზე მიმაგრების პროცესი და როცა მიმაგრდება – დაიწყებს ზრდას. პლაცენტის წყალობით, თქვენი ბავშვი ჭამს, სუნთქავს, ის დაიცავს მას გარემოს გავლენისგან. სისხლის მიმოქცევის სისტემა მუშაობს ღვიძლის დახმარებით, ხოლო დედის ორგანიზმში პროგესტერონის გამომუშავების წყალობით, საშვილოსნოს კედლები ძლიერდება, რომელიც უახლოეს თვეებში ბავშვის „სახლი“ გახდება.

პროგესტერონის გამომუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების მატება, ძუძუსთავები შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე. ორსული ქალების შეგრძნებები შეიძლება იყოს დიამეტრალურად საპირისპირო: ზოგი გრძნობს სისუსტეს და დაღლილობას, სხვები გრძნობენ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას, ზოგიერთები კი სიმშვიდეს და ჰარმონიას. ქალის განწყობა განპირობებულია ჰორმონალური ცვლილებებით და როგორც კი თქვენი ორგანიზმი მოახდენს ახალ როლთან ადაპტირებას (ჩვეულებრივ 10-დან 14 კვირამდე), თქვენ თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.

რეკომენდაციები ორსულობის მე-6 კვირისთვის

ახლა თქვენი ბავშვი აქტიური განვითარების ეტაპზეა და მისი ორგანიზმის ყველა სისტემის ზრდისა და სწორი ფუნქციონირებისთვის, მას სჭირდება ცილები, ცხიმები, ვიტამინები და მიკროელემენტები. განსაკუთრებით გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ კალციუმს და ფოსფორს. დაამატეთ თევზი, ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები თქვენს მენიუში (თუ არ გაქვთ მათი აუტანლობა). რაც შეეხება ხორცსა და თევზს: შეეცადეთ დღიური ნორმა 5-7 დოზად დაყოთ, რომ მათ ტოქსიკოზის გამწვავება არ გამოიწვიონ!

ვიტამინის კომპლექსი პრეგნა-5 უზრუნველყოფს დედისა და ნაყოფის ორგანიზმს ორსულობისას ყველა საჭირო კომპონენტით. ასევე იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, სასურველია უარი თქვათ ყავაზე, ჩაიზე, ცხიმიან საკვებზე, ცომეულზე და სხვა არასასარგებლო პროდუქტებზე.

ორსულობის მე-6 კვირაში შეიძლება იგრძნოთ წელის ტკივილი. ეს გამოწვეულია პროგესტერონის მზარდი რაოდენობისაგან საყრდენი ლიგატების და დისკების დარბილებით. ამ შემთხვევაში, თუ დროთა განმავლობაში ტკივილი მხოლოდ მატულობს და ხდება გამოხატული, უნდა მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს შარდის ბუშტის შესაძლო ინფექცია.

დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს მე-6 კვირაში: შეიძლება გაჩნდეს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – დაწყებული საშვილოსნოს ლიგატების დაჭიმვით, დამთავრებული სპონტანური აბორტის საფრთხით. მოვლენების არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, დააკვირდით გამონადენს. თუ ისინი იცვლიან კონსისტენციას, ეს შეიძლება მიუთითებდეს ინფექციის განვითარებაზე (მაგალითად, ორსულებს ხშირად აწუხებთ რძიანა). თუ გამონადენი სისხლიანი გახდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.