იწყება ორსულობის მე-5 კვირა და ქალის ორგანიზმი აგრძელებს ახალ როლთან ადაპტაციას. ახლა hCG-ის დონე აღწევს საჭირო კონცენტრაციას და ტესტზე შეგიძლიათ იხილოთ ორი სანუკვარი ხაზი. მათთან ერთად, მომავალი დედის ცხოვრებაში ჩნდება გულისრევის, დაღლილობის, ძილიანობისა და თავის ტკივილის გამოვლინებები. არ შეგეშინდეთ: მალე ორგანიზმი მოახდენს ახალ როლთან ადაპტირებას და თქვენი ეს შეგრძნებები დასტაბილურდება.

თუ ამ დრომდე ჯერ კიდევ არ დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს, მაშინ ახლა სწორედ ის დროა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდებით და დაუსვათ ამ საკითხს წერტილი. თუ იღებდით რაიმე სახის მედიკამენტს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან მისი მიღების გაგრძელების შესახებ.

თუ დაგეგმის ეტაპზე თქვენმა ექიმმა არ დაგინიშნათ ფოლიუმის მჟავის მიღება, მაშინ ახლა მას შეუძლია შემოგთავაზოთ ასარჩევად რიგი მედიკამენტები. ორსული ქალისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყველა საჭირო კომპონენტის მიწოდება არა მხოლოდ საკუთარი ორგანიზმისთვის, არამედ ნაყოფისთვისაც. პრეგნა-5 შეიცავს DHA-ს (დოკოზაჰექსაენის მჟავას), რკინას, იოდს, ფოლატებს და ვიტამინ D3-ს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ორსულობისთვის.

ტოქსიკოზი, რომელიც ფეხმძმობის მე-5 კვირას იწყებს გამოვლინებას, შესაძლოა გამოწვეული იყოს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობით. იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, შეეცადეთ მიირთვათ ცოტ-ცოტა და ხშირად, უარი თქვით ცხიმიან და ცხარე საკვებზე, ასევე ძალიან ცხელ და ძალიან ცივ საკვებზე. თუ მადა არ გაქვთ, დალიეთ ჭიქა მწვანე ჩაი ჯანჯაფილით, ან მინერალური წყალი პიტნის დამატებით.

ახლა იწყება თქვენი შვილის ორგანიზმის მრავალი ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ის იწონის არაუმეტეს 0,5-0,8 გრამს, ხოლო სიგრძეში 1-1,6 მილიმეტრია! თქვენი მენიუ ამ პერიოდში ძირითადად უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისა და ხილისგან, რძის და ცილოვანი პროდუქტებისგან, მარცვლეულისა და მწვანილისგან. სხვათა შორის, შვრიის ფაფა ანორმალიზებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, შლის ტოქსინებს და აადვილებს ტოქსიკოზის მიმდინარეობას!

რეკომენდაციები ორსულობის მე-5 კვირისთვის

საიდუმლო არ არის, რომ ორსულობის ადრეულ სტადიაზე ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაციებისგან თავის დაცვა. ამისათვის რაციონი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით, კერძოდ ვიტამინი D3-ით, რომელიც პასუხისმგებელია იმუნიტეტზე.

pregnancy, food, pregna5, ორსულობის მე-5 კვირა

ორსულობის მე-5 კვირას ქალმა შეიძლება განიცადოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური სირთულეები: მიუხედავად ბევრი დადებითი ემოციისა, მომავალ დედას თან ახლავს ნერვიულობა მომდევნო თვეების და უშუალოდ მშობიარობის შესახებ. გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე და მაქსიმალურად დრო დაუთმეთ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებთ! გაუფრთხილდით საკუთარ თავს: ფეხმძმობის მე-5 კვირაში შესაძლოა უკვე იგრძნოთ კავშირი თქვენს პატარასთან!