ორსულობის 39-ე კვირა – ბავშვი უკვე მზად არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მას უბრალოდ უნდა დაიწყოს ეს დამოუკიდებელი ცხოვრება. და მას შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს ასეთი რთული გადაწყვეტილება, მოემზადეთ ამისათვის! გახსოვდეთ, რომ სახლიდან გასვლამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ თან გაქვთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი.

ბავშვი უკვე საკმაოდ ძლიერია: ის თითქმის 3,2 კგ-ს იწონის და 50 სმ-მდე გაიზარდა.

ორსულობის 39-ე კვირაში საშვილოსნო შეიძლება დაიწიოს რამდენიმე სანტიმეტრით, მან მიაღწია მაქსიმალურ ზომას. და რაც აუცილებლად გაგახარებთ, მუცელი აღარ გაიზრდება.

გახსოვდეთ ფრაქციული და ხშირი კვების და ტკბილისა და მარილის გამორიცხვის შესახებ. ამავდროულად, ზოგიერთი ქალი აღნიშნავს წონის დაკლებას: ეს ხდება ჭარბი სითხის გამოყოფის გამო. საშვილოსნოს დაწევა ასევე იწვევს იმ ფაქტს, რომ გულძმარვა ქრება და მადა იზრდება.

პრენატალური ვიტამინები, პრეგნა-5, ორსულობა, დედობა, ორსულობის 39-ე კვირათქვენი მკერდი საგრძნობლად გაიზარდა ზომაში და, სავარაუდოდ, კოლოსტრუმი დაიწყებს გამოჟონვას. ის შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას ახალშობილისთვის, რომელიც მას ძალიან სჭირდება დაბადებიდან პირველ დღეებში. ზოგიერთ დედას პირველ დღეებში უჭირს ბავშვის გამოკვება, თუმცა ბავშვს საკმარისი ცხიმი დაუგროვდა და პირველ ხანებში მისთვის შიმშილი არ არის საშიში!

ორსულობის 39-ე კვირა არის საშვილოსნოს ყელის დარბილების პერიოდი. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ ლორწოს სეკრეცია, რომელიც მიანიშნებს, რომ საცობი ჩამოვარდა. არ ინერვიულოთ, თუ გამონადენი არ არის ხაჭოსებრი და არა აქვს უსიამოვნო სუნი, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.

იყავით ყურადღებით: თუ ეჭვი გაქვთ, რომ მოხდა ამნიონური სითხის დაღვრა, სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში!

39-ე კვირაში ძირითადი დატვირთვა კვლავ შარდის ბუშტზე მოდის: საშვილოსნო აწვება მას, ხოლო ბავშვი ხტუნაობს მასზე. შესაძლოა დაგეწყოთ მუცელზე კანის ქავილი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, სავარჯიშო შეკუმშვები გრძელდება. მოსაწყენად დრო აქ გრჩებათ 🙂

რითია დაკავებული ბავშვი?

ბავშვი კი თქვენთან შესახვედრად ემზადება! ორგანოების ფუნქციონირებისთვის სრულიად მზადყოფნის მიუხედავად, ის აგრძელებს წონაში აქტიურ მატებას. ბავშვის თავი „რბილი“ რჩება, რათა ადვილად გაიაროს სამშობიარო არხები. ბავშვის თავზე არის ეგრეთ წოდებული ყიფლიბანდები, რომლებსაც შეუძლიათ მშობიარობის დროს „მოძრაობა“. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ისინი იხურება.

ღინღლი, რომელიც ბავშვის სხეულს ფარავდა, პრაქტიკულად გაქრა, მაგრამ ძალიან მალე შეძლებთ თმებიან თავზე მოეფეროთ თქვენი ხელით! ბავშვს უკვე აქვს საკმარისად გრძელი ფრჩხილები, რომლითაც შეუძლია თამაშის დროს თავის გაკაწვრაც. ლუბრიკაცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ბავშვის სხეულს ფარავდა, თითქმის მთლიანად გაქრა. თქვენი ფუმფულა ვარდისფერ ლოყებიანი თოჯინა წარმოუდგენლად სიმპათიურია!

ახლა თქვენ შეგიძლიათ სრულად დრო დაუთმოთ ქალებისთვის საყვარელ საქმეს – შოპინგს! და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვისთვის მოგიწევთ ნივთებს არჩევა, პროცესი აუცილებლად მოგხიბლავთ! რა შეგიძლიათ აირჩიოთ? ყურადღება მიაქციეთ პატარა ბოდეებს, მყუდრო კონვერტებს, საფენებს, ჩხაკუნებსა და ახალშობილთა სათამაშოებს, საბანაო აქსესუარებს, ბავშვის მოვლის კოსმეტიკას.

სანამ ტანსაცმელს არჩევთ, ბავშვი მოუსმენს თქვენს ხმას – ის უკვე კარგად ერკვევა მისთვის ნაცნობ ხმებში. ამ მომენტისთვის ის მშვენივრად ხედავს, მისი თვალები სრულად ჩამოყალიბებულია და მზად არის დედას შეხედოს!

ორსულობა, დედობა, პრეგნა-5, პრენატალური ვიტამინები, ორსულობის 39-ე კვირაერთადერთი, რაც დაბადების შემდეგაც განაგრძობს განვითარებას, არის ცენტრალური ნერვული სისტემა. ბავშვის ღვიძლი და თირკმელები ასევე “სრულყოფის” პროცესშია. მცირე კუჭში წარმოიქმნება ფერმენტები, რომლებიც მალე საკვების დაშლაზე იქნება პასუხისმგებელი. თქვენი ბავშვის ნაწლავები დაფარულია თხელი ხაოთი, რომლებიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საჭმლის გადაადგილებას უწყობს ხელს. თქვენი ბავშვის ფილტვები მზად არის პირველი ჩასუნთქვისთვის!

გეგმიურ ექოსკოპიაზე ექიმი დაინახავს ბავშვის მდებარეობას და დარწმუნდება, რომ ის არ არის გახლართული ჭიპში. იმის მიხედვით, თუ რა წესრიგი დაამყარა ბავშვმა თავის „სახლში“, გადაწყვეტილება მიიღება მშობიარობასთან დაკავშირებით. თუ მჭიდროდ არ არის ჩახლართული, დიდი ალბათობით დამოუკიდებლად იმშობიარებთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს საკეისრო კვეთა. ის „დაჯგუფდა“: ფეხები ნიკაპზე აქვს მიბჯენილი, ხელები მკერდთან აქვს მიკრობილი. თუმცა, ეს ხელს არ უშლის ბავშვს ხანდახან გადათვალოს დედის ნეკნები და წარმოიდგინოს, რომ მისი შარდის ბუშტი ერთგვარი „ბატუტია“.

ორსულობის 39-ე კვირს: რეკომენდაციები

როგორც ადრე, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, რათა არ დაავადდეთ. თვალი ადევნეთ სეკრეციას და მიაწოდეთ ორგანიზმს თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის აუცილებელი კომპონენტები.

პრეგნა-5 არის ვიტამინის კომპლექსი, რომელიც შემუშავებულია ქალებისთვის ორსულობის ყველა ეტაპზე: მოსამზადებელი ეტაპიდან ლაქტაციამდე.

იმისათვის, რომ ეჭვებმა არ დაგძლიოთ, შეამოწმეთ რამდენად მზად ხართ სამშობიაროში წასასვლელად, შეგროვებულია თუ არა ყველა ნივთი და დოკუმენტი. ჯობია მანქანაში ახლავე დააყენოთ ბავშვის სავარძელი, რომ მოგვიანებით დრო არ დაკარგოთ.

გახსოვდეთ, რომ მშობიარობა იწყება, თუ:
გრძნობთ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში,
მოხდა ამნიონური სითხის დაღვრა,
შეკუმშვა გახდა რეგულარული, საათში 5-ზე მეტი,
გრძნობთ ტკივილს ზურგის ქვედა არეში.

საინტერესო და სასარგებლოდან 🙂 გაქვთ თუ არა ის მომჭერი, რომლითაც თქვენი ჭიპლარი იყო მოჭერილი? ალბათ გაინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს დედისა და ბავშვის „განცალკევების“ პროცესი. და ეს ხდება შემდეგნაირად: ჭიპლარი პირობითად იყოფა 2 ნაწილად, რის შემდეგაც მას ამაგრებენ მომჭერით ბავშვის ჭიპიდან 10 სმ დაშორებით, ამუშავებენ სპირტით და ჭრიან. ჭიპლარის ნაწილი, რომელიც „რჩება“ პატარასთან და არა პლაცენტასთან, ხმება და ძვრება ერთი კვირის განმავლობაში. მის ადგილას ჭიპი ყალიბდება! შეგიძლიათ დატოვოთ ჭიყლარის მომჭერი და შემდგომ აჩუქოთ ბავშვს, როცა ის გაიზრდება!

ამასობაში განაგრძეთ მზადება თქვენი ცხოვრების მთავარი მოვლენისთვის და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის!