აი დადგა ორსულობის 38-ე კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი 38 კვირისაა ან შეიძლება ის უკვე დაიბადა 🙂 ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოგილოცოთ და ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და ბედნიერი ცხოვრება!

და თუ თქვენ ჯერ კიდევ ელოდებით მის გაჩენას. ბავშვი ახლა იწონის დაახლოებით 3 კგ, სიმაღლით კი 49 სმ-ია. და მისი წონა მშობიარობამდე კიდევ გაიზრდება. საშვილოსნო, რომელშიც ის ახლა ცხოვრობს, ჭიპიდან 16-18 სმ-ით აიწია მაღლა, თუმცა ამ დროისთვის მუცელი უკვე ოდნავ დაიწია. თქვენი წონის მომატება შეადგენს 10-დან 14 კგ-ს და თუ გსურთ, რომ მშობიარობის შემდეგ სწრაფად ის დაუბრუნდეს ჩვეულ მაჩვენებლებს, ეცადეთ, ხშირად და მცირე ულუფებით ჭამოთ. რა თქმა უნდა, მენიუში მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები უნდა იყოს. კარგი იქნება თუ უპირატესობას წყალში მოხარშულ ფაფებს, მოხარშულ ხორცს და ბოსტნეულს მიანიჭებთ, უარი თქვით ტკბილეულზე და მწნილებზე (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ).

ორსულობის 38-ე კვირა, ორსულობა, დედობა, პრეგნა-5იმისდა მიუხედავად, რომ პლაცენტა აგრძელებს ბავშვის უზრუნველყოფას ყველა საჭირო ნივთიერებით, მისი ძირითადი ფუნქციები იწყებს ჭკნობას და ის თავად “ბერდება”. ყველაფერი, რასაც ახლა ბავშვი დედისგან იღებს, მისი ზრდისკენ არის მიმართული. ამიტომ, თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მიაწოდოთ თქვენს ორგანიზმს აუცილებელი კომპონენტები, რომლებსაც შეიცავს პრეგნა-5 კომპლექსი.

ორსულობის 38-ე კვირას საშვილოსნოს ყელი მოკლე ხდება, იხსნება ისე, რომ ბავშვმა შეძლოს გამოსვლა. ამასობაში ის დიდ ზეწოლას ახდენს შარდის ბუშტზე და გაიძულებთ დროდადრო საპირფარეშოში ირბინოთ. ყველა სხვა შეგრძნებას, რომელიც ან მსუბუქდებოდა ან უარესდებოდა მთელი ორსულობის განმავლობაში, ამ ეტაპზე შეიძლება დაემატოს ტკივილი გავის ძვლის არეში. თუ ამ შეგრძნებებთან ერთად თქვენს მუცელშიც გრძნობთ ტკივილს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობიარობა მალე დადგება.

ორსულობის 38-ე კვირაში მენჯის ძვლები აგრძელებენ ერთმანეთისგან დაშორებას, სახსრები უფრო მოძრავი ხდება, ხრტილები და ლიგატები უფრო რბილი ხდება. ახლა ბავშვის თავი ნერვულ დაბოლოებებს აწვება, ამიტომ თქვენ შეიძლება იგრძნოთ მწვავე ტკივილები ფეხებსა და პერინეუმში.

სავარჯიშო შეკუმშვები უფრო აქტიური ხდება და იმისათვის, რომ არ აგვერიოთ ისინი რეალურ შეკუმშვებში, გახსოვდეთ: რეალური შეკუმშვის დროს იზრდება მათი სიხშირე და სიძლიერე. გარდა ამისა, მათთან ერთად ხდება წყლის დაღვრა, ხოლო ლორწოვანი საცობი ჩამოვარდება რამდენიმე დღით ადრე ან მშობიარობის დღეს. ყურადღება მიაქციეთ გამონადენს: თუ შენიშნეთ სისხლიანი ლაქები, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ ისიც, რომ თქვენი ამოცანაა უზრუნველყოთ სამშობიარო გზების სისუფთავე, რათა ბავშვი მშობიარობისას არ დაინფიცირდეს!

ორსულობის 38-ე კვირა არის დრო, როდესაც შეიძლება მოხდეს ფეხების და ხელების შეშუპება, განსაკუთრებით ერთ პოზაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ. ამ მომეტისთვის შესაძლოა სტრიები გაჩენილიყო, მაგრამ თუ კანს სპეციალური საშუალებებით უვლით, არის შანსი, რომ ის უფრო სწრაფად აღდგება, ხოლო სტრიები ნაკლებად შესამჩნევი იყოს.

გულმკერდი უფრო დიდი გახდა, გაიზარდა მისი მგრძნობელობა, მასზე ვლინდება ვენები. შეიძლება მოხდეს კოლოსტრუმის ინტენსიური გამოყოფა. თუმცა, თუ არ ხდება მისი გამოყოფა, ეს არ არის შეშფოთების მიზეზი – ეს არ მოქმედებს და არ იმოქმედებს ბავშვის ძუძუთი კვების უნარზე.

ცოტა რამ ქმართან ახლო ურთიერთობების შესახებ, რომელსაც ბევრი მომავალი დედა რატომღაც თავს არიდებს. თუ სურვილი გაქვთ და ექიმი არ გიკრძალავთ, შეგიძლიათ ერთად გაატაროთ დრო. უფრო მეტიც, სქესობრივი კავშირი ორსულობის 38-ე კვირაში სასარგებლოა მომავალი დედისთვის, თუ მას და პარტნიორს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

კვირის ორსულობის 38-ე კვირა: ინფორმაცია ბავშვის შესახებ

შესაძლოა, უახლოეს დღეებში თქვენ მისი პირველი ტირილი გაიგოთ. სხვათა შორის, ზოგიერთი ბავშვი არ ტირის დაბადებისას, არამედ გამოსცემს უცნაურ და არც თუ ისე ძლიერ ხმას. ასეთ შემთხვევებში ექიმები მათ დუნდულოებზე ურტყამენ, რომ ჩვილებმა ხმამაღლა იყვირონ.

დაბადებისთანავე ის მიიღებს მის ცხოვრებაში პირველ შეფასებებს, რომელთაც ნეონატოლოგები მიანიჭებენ მას აპგარის შკალის მიხედვით ბავშვის საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ. ჩვილები, რომლებიც 7-10 ქულას მიიღებენ, შეიძლება წარჩინებულად ჩაითვალონ!

ახლა თქვენს შვილს ცხვირისა და ყურების საკმაოდ მყარი ხრტილები აქვს, თითის ანაბეჭდები და კანი ქუსლებზე უფრო ნათელი გახდა. ბავშვი მშვენივრად დაეუფლა წოვის და სატაც რეფლექსს და მისი კუნთები გაძლიერდა! კანი გახდა გლუვი და ვარდისფერი. ის ძალიან საყვარელი ფუმფულაა არსებაა!

ბავშვმა იცის როგორ გაახილოს თვალები, მას თმა გაეზარდა, მაგრამ მათი ფერი შეიძლება შეიცვალოს დაბადების შემდეგ. ბევრი ბავშვი იბადება ქერა, და წლების განმავლობაში ისინი იწყებენ გამუქებას. ბავშვს ფრჩხილები გაეზარდა და შეუძლია თავი გაიკაწროს კიდეც. არ გაგიკვირდეთ, თუ პირველი შეხვედრის დროს რამდენიმე ნაკაწრს აღმოაჩენთ!

ორსულობის 38-ე კვირაში ის შეიძლება ნაკლებად მოძრაობს. ზოგადად, 9 თვის ასაკში ბავშვი არ არის ისეთი მოძრავი, როგორც ადრე, რადგან მას ფაქტიურად არა აქვს ადგილის სამოძრაოდ. მას უყვარს ყველაფერზე შეხება, რაც მის ირგვლივ არის და ხანდახან ეშმაკურად ურტყამბს დედას ფეხებით.

დაითვალეთ ბავშვის მოძრაობები: ჩვეულებრივ 12 საათში უნდა იყოს მინიმუმ 10 მოძრაობა. ის გისმენთ, უხარია, როცა ელაპარაკებით, თავისებურად პასუხობს მოფერებაზე და ყურადღებაზე. მისი განწყობა თქვენზეა დამოკიდებული, დაიმახსოვრეთ ეს, როცა მელანქოლიას მიეცემით.

დიდი ალბათობით, მან უკვე დაიკავა თავისი ადგილი “გასასვლელთან”, ხოლო დედის ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი რელაქსინი მენჯის რგოლს უფრო რბილს ხდის და მშობიარობისთვის ამზადებს.

ძირითადი რეკომენდაციები

თუ გასულ კვირას დაიწყეთ „ბუდობა“, ახლა პროცესი შეიძლება გაგრძელდეს. თუ სახლის დალაგება სიამოვნებას განიჭებთ – რატომაც არა?
ნივთების დალაგების დროს თქვენ შეიძლება გაგახსენდეთ, ხომ არაფერი დაგავიწყდათ ბავშვის გაჩენისთვის მომზადების ეტაპზე. სხვათა შორის, ახლა, ბავშვის დაბადებამდე, შეგიძლიათ ჩაწეროთ ვიდეო მიმართვა, რომელიც მომავალში შეგიძლიათ მასთან ერთად უყუროთ! წარმოგიდგენიათ თუ რა გრძნობების გამას მიიღებთ წლების შემდეგ?

განიხილეთ მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტი, თუ თქვენ გაქვთ ისეთი კითხვები, რომლებიც გაწუხებთ, გაეცით მათ პასუხი. მაგალითად, ბევრ ქალი ნერვიულობს იმაზე თუ რა მოხდება, თუ მშობიარობა დაიწყება მაშინ, როცა გვერდზე არ ეყოლება არც ქმარი და არც ნათესავები, ან თუნდაც პირდაპირ ქუჩაში. თუ თქვენ განიხლივათ ყველა შესაძლო სცენარს, ეს ბევრად უფრო ადვილი ხდება!

დაუთმეთ დრო იმას, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ! ესაუბრეთ თქვენს შვილს: მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, ის მშვენივრად განასხვავებს ინტონაციას. ისიც განიცდის, ამიტომ აგრძნობინეთ მას მხარდაჭერა, ნუ აიძულებთ, რომ განიცადოს და ინერვიულოს.

ორსულობის 38-ე კვირას ექიმი გამოიკვლევს საშვილოსნოს ფსკერის სიმაღლეს, ბავშვის ზომასა და მდებარეობას, მოუსმენს მის გულისცემას და გაგაგზავნით შარდის საერთო ანალიზზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს დამატებითი ანალიზები.

ორსულობა დასასრულს უახლოვდება და თქვენ და თქვენი პარტნიორი უამრავ ახალ შთაბეჭდილებებს ელოდებით. არ დაგავიწყდეს, რომ გარდა იმისა, რომ უნდა გახდეთ დედა, თქვენ ასევე უნდა იყოთ მეუღლე და მეგობარი თქვენი მამაკაცისთვის. ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ, როდესაც ოჯახში „რაღაც ისე არ არის“, ეს გავლენას ახდენს მათ თვითშეგრძნებებზე და წარმატებაზე.

ყოველდღე გაატარეთ დრო ქმართან ერთად ბავშვის გარეშე, ესაუბრეთ მას. დედა ყველასთვის “საკმარისი” უნდა იყოს. თქვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ! 🙂