ორსულობის 37-ე კვირა არის დრო, როდესაც მშობიარობისთვის სრულიად მზად უნდა იყოთ. რადგან ბავშვს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ დროა ის მოვიდეს თქვენთან, მისი წონა თითქმის 3 კგ-ს აღწევს, სიმაღლე კი დაახლოებით 47 სმ. ამ კვირიდან დაბადებული ბავშვი დროულად დაბადებულად ითვლება!

ცოტა რამ თქვენი წონის შესახებ: თქვენს მიერ მომატებული კილოგრამებიდან დაახლოებით 40 პროცენტი არის ბავშვის წონა, სისხლი და სითხე გიმატებთ 20 პროცენტს, კიდევ 20 – საშვილოსნოს, მკერდის და ბარძაყის წონა, დაახლოებით 10 პროცენტს – პლაცენტა და 10 – ამნიონური სითხე. შეგიძლიათ კვირაში 150-200 გრამი მოიმატოთ, ეს ნორმად ითვლება. თუ ტყუპებს ელოდებით, თქვენი მშობიარობა შეიძლება დაიწყოს ამ ან შემდეგ კვირაში!

დიდი ალბათობით თქვენი ბავშვმა უკვე დაიწია დაბლა და ზეწოლას ახორციელებს მენჯის ქვედა ნაწილზე. შეიძლება აგტკივდეთ ფეხები, შეიძლება იგრძნოთ, თითქოს წელის ქვედა ნაწილი გტკივათ. ჩამოწეული მუცელი მოსალოდნელი მშობიარობის ერთ-ერთი “სიმპტომია”! ახლა უფრო ადვილად სუნთქავთ, გულძმარვა გაქრა. ჯერ კიდევ ხშირია საპირფარეშოში სიარული, ამიტომ, თუ მაღაზიაში წასვლა გჭირდებათ, შეეცადეთ აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს სახლთან.

გთხოვთ გითვალისწინოთ რომ, საჭმლის მონელების პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, მშობიარობას უნდა ელოდოთ უახლოეს დღეებში!! ესეც ერთგვარი მიმანიშნებელი ნიშანია. როგორ უკავშირდება ეს დაბადებას, იკითხვათ თქვენ? ბუნებამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვის გაჩენამდე ორგანიზმი მაქსიმალურად გაიწმინდოს, რათა ნაწლავებმა ხელი არ შეუშალოს ბავშვის გავლას სამშობიარო გზებში.

მუცელი საკმაოდ დიდი გახდა, მასზე შეიძლება გაჩნდეს ბზარები, შეიძლება ქავილი და ბევრი დისკომფორტი შეგიქმნათ. თუ ორსულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საშუალებებს იყენებთ, სიმპტომები ცოტათი შეგიმსუბუქდებათ.

ორსულობა, დედობა, პრეგნა-5, pregna-5, pregna5, ორსულობის 37-ე კვირაახლა ძალიან გაგიჭირდებათ გადაადგილება, მაგრამ თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე და დაიცვათ თავი დაცემისგან და ნებისმიერი სხვა საყოფაცხოვრებო დაზიანებებისგან. გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს მეუღლეს დახმარება ყველა საკითხის გადაჭრაში ასე, რომ არ არის საჭირო გმირის როლის თამაში. ახლა ეს საერთოდ უადგილოა.

სხვათა შორის, როცა მშობიარობამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ზოგიერთი ქალი იწყებს „ბუდობას“: აწესრიგებს ნივთებს, ჩქარობს საბავშვო ოთახის მოწყობას, იშორებს არასაჭირო ნივთებს. ამაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, თუ დიდხანს ვერ არჩევდით საწოლს ან ეტლს ბავშვისთვის – ახლა გაცილებით ადვილი გახდება გადაწყვეტილების მიღება.

გახსოვდეთ, რომ სულ მალე დაიწყებთ სრულყოფილ დასვენებაზე ოცნებას და იმისდა მიუხედავად, რომ შეუძლებელია წინასწარ გამოიძინოთ საკმარისად, უბრალოდ შეეცადეთ მოიკრიბოთ ძალები. როდესაც ბავშვი დაიბადება, ყურადღება მიაქციეთ მის ბიოლოგიურ საათს. როგორც გახსოვთ, მისი ჩამოყალიბება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. შეეცადეთ მოერგოთ მას და არ მოარგოთ ბავშვი თქვენსას. დიახ, თავიდან რამდენიმე საათი დაიძინებს, შემდეგ კი გაიღვიძებს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მისი ძილი უფრო გრძელი იქნება, ასე რომ თქვენც შეგიძლიათ დაისვენოთ. ნუ ჩაიციკლებით იმ ისტორიებზე, თითქოს ახალგაზრდა დედებს თითქმის არ სძინავთ – სავარაუდოდ, მათ უბრალოდ არ მოახდინეს არც თავიანთი რეჟიმის და არც ბავშვის რეჟიმის დარეგულირება.

ახლა თქვენს თირკმელებს მუშაობა ბევრად გაუადვილდებათ, აღარ მოხდება სითხის შეკავება სხეულში. თუ აკვიატებული ფიქრები არ გაძლევთ დაძინების საშუალებას, ან თუ გრძნობთ შინაგან დაძაბულობას, აუცილებლად გაისეირნეთ საღამოს და დალიეთ ერთი ჭიქა თბილი რძე ძილის წინ. როცა ამინდი საშუალებას მოგცემთ, დაიძინეთ ღია ფანჯრით, მაგრამ აუცილებლად გაანიავეთ ოთახი ძილის წინ: როცა ჰაერის ნაკლებობას არ გრძნობთ, დაძინება ბევრად უფრო ადვილია!

ორსულობა, დედობა, პრეგნა-5, ორსულობის 37-ე კვირა37-ე კვირაში, ნერვული დაძაბულობისა და ფიზიკური დაღლილობის გამო, შეიძლება გახდეთ მტირალა და გაღიზიანებული. იმდენი ისტორიები არსებობს გარშემომყოფთა გამოცდილების შესახებ, რომ თქვენ უნებურად იწყებთ საკუთარ თავზე მორგებას. მაგრამ, თითოეული ამბავი ხომ უნიკალურია, ისევე როგორც უნიკალურია თითოეული ბავშვის მოვლინება ამ სამყაროში! გახსოვდეთ, როცა თქვენ გეშინიათ, ბავშვსაც ეშინია, როცა თქვენ ნერვიულობთ, ისიც ნერვიულობს. მაშინ როდესაც, მთელი ამ კვირების განმავლობაში თქვენ უნდა შეუქმნათ მას ყველაზე კომფორტული პირობები!

როგორ გრძნობს ბავშვი თავს?

ბავშვი კიდევ უფრო საყვარელი გახდა: კანქვეშა ცხიმი დაგროვდა და ის აგრძელებს მის დაგროვებას. კანი გახდა უფრო მკვრივი, თანაბარი და გლუვი. წონის „სტანდარტების“ მიუხედავად, თქვენი ბავშვი შეიძლება იყოს უფრო დიდი ან უფრო პატარა.

პატარა კაცის ძვლები და ხრტილები ძლიერდება, ყურები ელასტიური ხდება. მაგრამ ბავშვის თავი შედარებით რბილი რჩება, რათა ადვილად გაიაროს სამშობიარო გზები. ალბათ იცით, რომ ჩვილებს თავზე ყიფლიბანდები აქვთ – ეს არის ორი პატარა ადგილი, რომელიც აძლევს თავის ქალას „მოძრაობის“ საშუალებას მშობიარობის დროს. პირველი წლის განმავლობაში ყიფლიბანდი მთლიანად იხურება.

ამ ეტაპზე ბავშვის თითქმის ყველა ორგანო და სისტემა მზად არის სიცოცხლისთვის დედის სხეულის გარეთ. და რაც მთავარია, მისი ფილტვები უკვე მზადაა პირველი ჩასუნთქვისთვის! ახლა ბავშვის ორგანიზმი იწყებს კორტიზოლის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია სასუნთქი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.

ბავშვი ვარჯიშობს სუნთქვაზე, ფილტვებში გროვდება სურფაქტანტი. გულის სარქველი ჯერ კიდევ დახურულია, ის გაიხსნება, როცა ბავშვი დაიბადება. ამასთან ერთად ხდება პლაცენტის დაბერების პროცესი და ბავშვი იწყებს მის ირგვლივ მიმდინარე რიგი ცვლილებების შეგრძნებას. ის გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს. თირკმელზედა ჯირკვლები გადიდდა და ახლა ისინი გამოიმუშავებენ ჰორმონებს, რომლებიც დაბადებისას პატარა კაცს მძიმე სტრესისგან დაიცავს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი სამუშაოდ ემზადება, ის იფარება თხელი ხაოთი, რომელიც მალე ხელს შეუწყობს საკვებიდან ყველა საჭირო და სასარგებლო ნივთიერების შეწოვას.

37-ე კვირაში ბავშვს უკვე აქვს ძილის ფაზები: ძილის დროის 30-დან 50 პროცენტამდე ის სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს. ხოლო დანარჩენ დროს კი ნელ, უფრო მშვიდ და წყნარ ძილის ფაზაში.

როდესაც ბავშვი იღვიძებს, ის აგრძელებს ხლების და ფეხების ქნევას და ზოგჯერ შეუძლია ფეხით საკმაოდ ძლიერად დაგარტყათ ნეკნებზე. შეუძლია განაგრძოს კოტრიალი საშვილოსნოში, და თუ ჯერ არ შემოტრიალებრულა თავით ქვემოთ პოზიციაში, სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ახლა შემოტრიალდეს. დააკვირდით მისი მოძრაობების რაოდენობას: ნორმას შეადგენს 10 მოძრაობა ნახევარი დღის განმავლობაში.

ბავშვი უფრო და უფრო ჩამოიწევს დაბლა, მას ისევ უყვარს თქვენთან ურთიერთობა და ძალიან მალე შეძლებთ მასთან პირდაპირ კომუნიკაციას: მოეფეროთ, აკოცოთ და ჩაეხუტოთ!

ორსულობის 37-ე კვირა: ძირითადი რეკომენდაციები

მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა არ დაინფიცირდეთ და მიიღეთ დადებითი ემოციები. წაიკითხეთ წიგნები, რომლებიც მოგწონთ, წაუკითხეთ თქვენს პატარას, იქონიეთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც დადებით ემოციებით გმუხტავენ!

შეისწავლეთ ლიტერატურა მომავალი დედებისთის, თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვა კვებასთან ან მშობიარობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

ამ კვირაში სავარჯიშო (ცრუ) შეკუმშვები შეიძლება გაძლიერდეს და იმისათვის, რომ არ აგერიოთ ისინი რეალურთან, გაიხსენეთ მშობიარობის დაწყების ნიშნები:
მუცლის დაწევა;
გაზრდილი წნევა მენჯის ფსკერზე;
ჩხვლეტა მუცლის ქვედა ნაწილში;
ტკივილები ზურგის ქვედა არეში;
საჭმლის მონელების დარღვევა;
ლორწოვანი საცობის ჩამოვარდნა;
ბავშვი უფრო მშვიდი ხდება;
წონის დაკლება;
ამნიონური სითხის დაღვრა;
რეგულარული შეკუმშვები.

დაგეგმილ ვიზიტზე ექიმს შეუძლია შეამოწმოს საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, რათა დაადგინოს მშობიარობისთვის მისი მზადყოფნის დონე და, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემდგომ გაგიწევთ კოორდინაციას. გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება დაჟინებით მოითხოვოს ნაცხის აღება, რათა დარწმუნდეს, რომ სამშობიარო გზები სტერილურია. მშობიარობისთვის მზადება მიმდინარეობს მთელი ძალისხმევით და ბავშვი მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას!