აი, თქვენ უკვე მიაღწიეთ ორსულობის ბოლო ტრიმესტრს (ორსულობის 29-ე კვირა). ამ ეტაპზე ბავშვი სულ უფრო მეტად იძენს იმ ნაკვთებს და გარეგნობას, რაც მას ექნება თქვენი პირველი შეხვედრის დროს!

29-ე კვირაში საშვილოსნო ჭიპის ზემოთ 7-10 სანტიმეტრით აიწია და თქვენი წონა დაახლოებით 10 კილოგრამით არის გაზრდილი! აქედან 1482 გრამი ეკუთვნის პატარა კაცს, რომელიც თქვენში დასახლდა! ყოველკვირეული წონის მომატება ამ დროს ჩვეულებრივ დაახლოებით 400 გრამია. თუ ამ მაჩვენებლებს „არ პასუხობთ“, გადახედეთ მენიუს. შესაძლოა, ყოველდღიურ რაციონში შემოიპარა ტკბილეული, ცომეული ან მარილიანი საკვები, რომლებიც ორგანიზმში წყალს აკავებენ.

პრენატალური ვიტამინები, პრეგნა-5, ორსულობა, ორსულობის 29-ე კვირაახლა თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ჭიპი გაქრა! მუცლის მცირე ჩაღრმავებაჩაიდა ის თითქმის მთელ მუცელს გაუტოლდა. ეს დროებითი მოვლენაა და ბავშვის დაბადებიდან პირველ კვირებში ყველაფერი ნორმას დაბრუნდება.

საშვილოსნო აგრძელებს ზრდას, მაგრამ მასში მყოფი ბავშვი მაინც ვიწროდ გრძნობს თავს. ერთის მხრივ, მისი მოძრაობების დაჭერა ბევრად უფრო ადვილია, მეორე მხრივ, მას შეუძლია შინაგან ორგანოებზე ზეწოლის პროვოცირება. მოზრდილ ბავშვებს უყვართ ისტორიების მოსმენა იმის შესახებ, თუ როგორები იყვნენ ისინი ადრეულ ბავშვობაში, სწორედ ახლა შეგიძლიათ ჩაინიშნოთ საინტერესო მომენტები, რომლებიც შემდეგ შეგიძლიათ გაუზიაროთ საკუთარ პატარას.

პატარა ლაიფ ჰაკი ქალებისთვის, რომლებიც გრძნობენ საშვილოსნოს ზეწოლას შინაგან ორგანოებზე: დაიჭირეთ ზურგი სწორად! გასწორებული ზურგის მდგომარეობაში საშვილოსნო იღებს მეტ სივრცეს და, შესაბამისად, ნაკლებ ზეწოლას ახდენს ახლომდებარე ორგანოებზე. არ არსებობს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიცილოთ ტკივილი ფეხებში, გულძმარვა და ორსულობის სხვა თანმხლები ტკივილი, უბრალოდ შეეცადეთ მიიღოთ ისინი როგორც მოცემულობა.

და მთავარი ქალური პრობლემის შესახებ – აკვიატებული აზრები. თუ ადრე მიდრეკილი იყავით დრამატიზაციისკენ, მაშინ ორსულობის დროს შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაიფუჭოთ თქვენი ცხოვრება. ყველაზე სწორი იქნება ექიმის ინფორმირება თქვენი შფოთვების და ახალი შეგრძნებების შესახებ. სწორედ ექიმს შეუძლია დეტალურად გითხრათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დაგამშვიდოთ.

შეეცადეთ მეტი დაისვენოთ. ყველაზე შესაფერისი პოზები არის მარცხენა გვერდზე და აწეული ფეხებით. ზოგადად, ჯობია დიდხანს არ იწვეთ ზურგზე, რადგან ღრუ ვენა ამ დროს არის დაჭიმული, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს არტერიული სისხლის ნაკადის გაძნელებას და გონების დაკარგვის პროვოცირებასაც კი!

დაღლილობის გრძნობა არსად წავა, რადგან ამისთვის უამრავი მიზეზი გაქვთ: მიმდინარე პრობლემების გადაჭრა, უძილობა და აკვიატებული აზრები. თქვენი ამოცანაა ისწავლოთ გადართვა და თქვენი ორგანიზმისთვის დასვენების შესაძლებლობის მიცემა. თუ ჯერ კიდევ მუშაობთ, მაშინ შემოიღეთ ჩვევა სახლში დაბრუნებისთანავე ერთი საათის განმავლობაში წამოწვეთ და მოიკრიბოთ ძალები.

იყავით ყურადღებიანი თქვენი შეგრძნებების მიმართ: თუ ძილისა და კარგი დასვენების შემდეგაც გრძნობთ დაღლილობას, გამონახეთ დრო სისხლის ჩასაბარებლად, რათა გამორიცხოთ ანემიის განვითარების შესაძლებლობა. ის, როგორც წესი, წარმოიშობა რკინის დეფიციტის გამო. ორსულისთვის საჭირო რაოდენობით მას შეიცავს პრეგნა-5, ვიტამინების კომპლექსი, რომელიც რკინის გარდა შეიცავს ფოლატებს, DHA-ს, იოდს და D3 ვიტამინს. ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა და გაძლიერებაში და ის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კალციუმი. დედისთვისაც ის არანაკლებ მნიშვნელოვანია: თმის, კანის, კბილების და ფრჩხილების მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია იმ ელემენტების რაოდენობაზე, რომლებსაც ბავშვი “უტოვებს” მას.

გახსოვთ თუ არა წყლის სმის რეჟიმი? ეს ისევ ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა ამისა, ეცადეთ, დარწმუნდეთ, რომ ორგანიზმი დაახლოებით თანაბარი პროპორციულობით ახორცილებს დალეული სითხის გამოყოფას.

დიდი ალბათობით, უკვე შეჩვეული ხართ სავარჯიშო შეკუმშვებს და თუ ისინი არ არის მტკივნეული და საკმარისად სწრაფად გაივლის, მაშინ თქვენი ორსულობა კარგად მიდის.

ახალი ამბები მუცლიდან

ბევრი სიახლეა, ბავშვი მუდმივად დაკავებულია. და არა თითების გამოკვლევით, როგორც ადრე (თუმცა ამის გარეშეც არ შეუძლია), არამედ დედის სხეულის საზღვრებს მიღმა სიცოცხლისთვის მომზადებით. დღითი დღე სულ უფრო და უფრო ლამაზდება იმისთვის, რომ გასიამოვნოთ სულ რამდენიმე კვირაში. იმისდა მიუხედავად, რომ ბავშვი ჯერ კიდევ შედარებით „გამხდარია“, მასში უკვე ყალიბდება დამახასიათებელი საბავშვო ნაკეცები, ლოყები მომრგვალებულია.

ბავშვის ნერვული სისტემა აგრძელებს განვითარებას და ყოველ ახალ დღეს ის სწავლობს ახალ შესაძლებლობებს. ღია თვალებს ხშირად ახამხამებს და ბავშვმა ნათლად იცის როგორ განასხვავოს სინათლე სიბნელისგან, განასხვავებს ფერებს. სხვათა შორის, ბავშვი ცისფერი თვალებით დაიბადება და თქვენი ან მამამისის თვალების ფერი, პირველივე კვირებში გამოჩნდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ცისფერთვალება ბავშვი დააძინოთ და მწვანეთვალებამ გაიღვიძოს 🙂

ექოსკოპიაზე ბავშვს შეუძლია გაჩვენოთ ენა, შეუძლია ეთამაშოს ჭიპლარს, შეუძლია ირგვლივ არსებული სიტუაციის შესწავლა. ამ მომენტში ბავშვს უვითარდება მინანქარი, ამიტომ გირჩევთ მენიუში დაამატოთ კალციუმით მდიდარი საკვები და ვიტამინი D3 მის შესაწოვად.

ორსულობის 29-ე კვირა: ბავშვი მგრძნობიარე ხდება სუნის მიმართ, ამიტომ, თუ ბავშვის მამა ეწევა, მას შეუძლია მუცელზე დარტყმებით გამოხატოს უკმაყოფილება. მას უკვე საკმაოდ კარგად აქვს ცხიმი დაგროვილი და ახლა ის პატარა ადამიანის საერთო წონის 3,5-4 პროცენტს შეადგენს.

შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ბავშვი, თითქოსდა, მის მუხლებს ან ხელებს „გიჩვენებთ“ იმისთვის, რომ თქვენ მოეფეროთ მას, ეთამაშოთ – მას უყვარს ყურადღება. ფილტვები აგრძელებს სრულყოფას, სულ უფრო ნაკლები დრო რჩება პირველ რეალურ ჩასუნთქვამდე!

ორსულობის 29-ე კვირა: ძირითადი რეკომენდაციები

მესამე ტრიმესტრი გამორჩეული იქნება „ცხელების“ შეგრძნებით: წელიწადის დროისა და ტემპერატურის მიუხედავად, შეიძლება მოგინდეთ ღილების შეხსნა, შარფების, ქუდების მოხსნა, გამაგრილებელი სასმელის დალევა. მიზეზი მარტივია: 29-ე კვირაში სხეული მუშაობს ორმაგ რეჟიმში და ასეთი დატვირთვა იწვევს გადახურებას. ამ შეგრძნებებისგან თავის დაღწევა არ არსებობს, უბრალოდ შეეცადეთ შენელდეთ.

ახალა მთავარი ტანსაცმელია. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ოფლიანობა გაიზარდა და ამიტომ ღირს უპირატესობა მიენიჭოს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს.

კიდევ ერთი დროებითი უსიამოვნება შეიძლება იყოს შეუკავებლობა. ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ ეწვიოთ საპირფარეშოს მანამდეც კი, სანამ არ გაგიჩნდებათ კონკრეტული სურვილი.

ორსულობის 29-ე კვირაში ორსული ქალის მკერდზე აშკარად ჩანს ვენური სურათი. შეიძლება გამოჟონოს კოლოსტრუმა. ეს გამოვლინებები არის ნორმა!

რაც შეეხება ანალიზებს: არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ იქნება. თქვენ გელოდებათ წნევის გაზომვა და სისხლისა და შარდის ანალიზები. შეიძლება საბავშვო ნივთების ყიდვის სურვილი გაძლიერდეს, მაგრამ ჯერ ნუ იჩქარებთ. დაათვალიერეთ, გაიხანგრძლივეთ სიამოვნება! 🙂