მზად ხართ მე-3 ტრიმესტრში გადასასვლელად? თქვენი ბავშვი უკვე მზად არის! ის 1319 გრამს იწონის და სიმაღლეში 37,2 სანტიმეტრამდე გაიზარდა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დაიწყო ორსულობის 28-ე კვირა!

საშვილოსნო ჭიპიდან 8 სანტიმეტრით მაღლა აიწია, ხოლო ბავშვის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, თქვენი ყოველკვირეული წონის მატება იქნება დაახლოებით 500 გრამი!

არ ინერვიულოთ წონის მატებაზე, რადგან მშობიარობის შემდეგ ის სწრაფად გაქრება. წონა, რომელსაც იმატებთ, არის ერთგვარი დაცვა, რომელსაც თქვენი სხეული ქმნის ბავშვისთვის. მაგალითად, დაცემისგან, რაზეც ადრე უკვე ვისაუბრეთ. ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თავს კომფორტულად, თავისუფლად და მოხერხებულად გაგრძნობინებთ.

ორსულობის 28-ე კვირაში თქვენი თირკმელები აგრძელებენ მუშაობას ორის მაგივრად და მათი მუშაობის გასაადვილებლად, მინიმუმამდე შეამცირეთ მარილიანი საკვებისა და შებოლილი ხორცის მოხმარება. არ გადააჭარბოთ, მარილი მთლიანად არ გამორიცხოთ, უბრალოდ დაამატეთ მცირე რაოდენობით, რათა კვებამ სიმოვნება მოგანიჭოთ. თუ მოგწონთ რაციონალური არგუმენტები: მარილი, მოგეხსენებათ, აკავებს სითხეს ორგანიზმში და ხდება შეშუპების წარმოქმნის პროვოცირების ფაქტორი. თუ ის არ არის ძალიან გამოხატული და ჩვეულებრივი სამკაულები და ტანსაცმელი არ ტოვებს თვალსაჩინო კვალს, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ თქვენს საყვარელი ბეჭედი საერთოდ არ გეტევათ თითზე და ტანსაცმლისგან შესამჩნევი ნიშნები რჩება იმ ადგილებში, სადაც რეზინებია, უნდა მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს ჰესტოზის შესაძლებლობა.
ჰესტოზი არის დაავადება, რომელსაც ასევე უწოდებენ ორსულთა გვიან ტოქსიკოზს და ვლინდება ზუსტად შეშუპების გამოვლენით. ეს არის ერთგვარი ვაზოსპაზმი, რომელიც თანაბრად საშიშია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. და დაავადების მზაკვრულობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს მისი პრევენციის ან პროგნოზირების ობიექტური გზები.
ორსულობა, pregnancy, პრეგნა-5, pregna5, ორსულობის 28-ე კვირაორსულობის 28-ე კვირას ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თუ რა ხდება მუცელში და როგორ იქცევა ბავშვი. ნუ შეგეშინდებათ „სავარჯიშო შეკუმშვების“ და ნორმის ძირითადი მაჩვენებელი მათი ხანმოკლე ხანგრძლივობაა. თუ მოულოდნელად იგრძნობთ, რომ მუცელი „გეჭიმებათ“, გირჩევთ წამოწვეთ, გადაიფაროთ საბანი, მოისვათ თბილი ხელები და დაისვენოთ. თუ ტკივილი ნახევარ საათში არ გაქრება, მიმართეთ ექიმს. და შეეცადეთ უახლოეს მომავალში თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა.

28-ე კვირაში, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაგიჭირდებათ სიარული. დისკომფორტი დაკავშირებულია არა მხოლოდ ერთგვარ “ორსულ” სიარულთან, არამედ ქოშინთან, გულისცემის მატებასთან. გაითვალისწინეთ, რომ ორსულობა სერიოზული დატვირთვაა ხერხემალზე და ამიტომ ეცადეთ არ გადატვირთოთ იგი.

მუცელი იზრდება და მასზე შეიძლება არა მხოლოდ სტრიები გაჩნდეს, არამედ კანის ბზარებიც, რაც ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გამოიყენეთ სპეციალური პროდუქტები ორსულებისთვის, რომლებიც ამცირებს სტრიების და ბზარების გაჩენის ალბათობას.

ახლა, მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, საშვილოსნოს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს საჯდომის ნერვზე. სიმპტომებია “გამჭოლი” შეგრძნებები ბარძაყში, ზოგჯერ კი მთელ ფეხზე. ამ შემთხვევაში “მკურნალობის” რეცეპტები არ არსებობს, თქვენ უნდა გაუძლოთ.

თქვენი მკერდი იზრდება, ვენები უფრო და უფრო ნათლად გამოხატული ხდება მასზედ. ახლა, თუ თქვენ გაქვთ უარყოფითი რეზუს-ფაქტორი, შეგიძლიათ გაიკეთოთ იმუნოგლობულინის ინექცია, რათა თავიდან აიცილოთ რეზუს-კონფლიქტი ბავშვთან.

ორსულობის 28-ე კვირა: რა სიახლეებია თქვენს ბავშვთან?

ემბრიონის პოზაში მყოფი, ის ყურადღებით გაკვირდებათ! უსმენს ყველაფერს, რასაც თქვენ ამბობთ, თქვენთან ერთად იზიარებს საუზმეს, სადილსა და ვახშამს, განიცდის დადებით და უარყოფით ემოციებს. ხან ხელებსა და ფეხებს იკვლევს, ხანაც აღფრთოვანებულია შუქის ცვლილებებით, რომელიც მასთან ხვდება. ბავშვის ხრტილი ჯერ კიდევ რბილია და სხეულზე ღინღლი ისევ რჩება. შეიძლება გაგიმართლოთ, და ნახოთ ეს ღინღლი, როცა ბავშვი გადაწყვეტს, რომ უკვე მომწიფებული ხართ მასთან შეხვედრისთვის 🙂 თუმცა, ფაქტიურად პირველ კვირებში, ეს ღინღლი ქრება.

პატარა გული უკვე თავდაჯერებულად აკეთებს წუთში 150 დარტყმას და ჩქარდება, როცა ბავშვს ესმის მისი საყვარელი – თქვენი ხმა. ის რეაგირებს ბგერებზე, აშინებს მკვეთრი ხმები, ისვენებს ჩვეულ და კარგად ნაცნობი ხმების ქვეშ. საინტერესო ფაქტი: როდესაც ბავშვი “სინათლეშია”, ანუ როდესაც სინათლის წყარო მდებარეობს მუცელთან ახლოს, ის ხუჭავს თვალებს, თავს აბრუნებს და შემდეგ იწყებს სინათლის წყაროთი დაინტერესებას.

თქვენი ბავშვი უმიზეზოდ არ არის ასეთი ცნობისმოყვარე! მისი ტვინი საგრძნობლად გაიზარდა, მასზე ღარები წარმოიქმნება. გარდა ამისა, 28-ე კვირაში ნერვული უჯრედები მწიფდება, რის წყალობითაც ბავშვი განიცდის რეალურ ემოციებს: ხარობს, სევდიანობს! დაიმახსოვრეთ, როცა თქვენ ხარობთ, ისიც ხარობს. ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ და რამდენად კარგად გრძნობს თავს დედა.

თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ბავშვის ტემპერამენტის შემჩნევა. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იქცევა, შეიძლება ვივარაუდოთ, იქნება თუ არა ის აქტიური, თუ პირიქით, მშვიდი მისი ცხოვრების პირველ ხანებში.

როგორც წესი, ჩვილები ყველაზე აქტიურები არიან შემდეგ შემთხვევებში:
როცა დაწექით დასაძინებლად;
შეჭამეთ;
დანაღვლიანებული ხართ.

ორსულობის 28-ე კვირა არის დრო, როდესაც ჩვილების უმეტესობა, მიუხედავად მათი აქტიურობისა, იწყებს შემოტრიალებს თავით ქვემოთ მიმართულებით. ეს არის “სწორი” პოზა, რომელშიც ბავშვი გაატარებს მომდევნო კვირებს. თუ მან აქამდე სხვა პოზიცია დაიკავა, ნუ ინერვიულებთ, 34-ე კვირამდე მას შეუძლია ტრიალი და აირჩიოს ის პოზა, რომელიც მისთვის უფრო მოსახერხებელია 🙂

ძირითადი რეკომენდაციები

შეიძლება შეგაწუხოთ უძილობამ. მიზეზი შეიძლება იყოს ხშირი შარდვა და გულძმარვა, და ბავშვის თქვენთვის არაკომფორტული პოზიცია, აგრეთვე ფიქრები მოახლოებულ მშობიარობაზე. მთავარია, არ დაუნიშნოთ საკუთარ თავს აბები, რაც არ უნდა უვნებელი მოგეჩვენოთ ისინი.

ისეირნეთ ძილის წინ, გაარკვიეთ თუ რა განიჭებთ სიმშვიდეს და უფრო ხშირად გაინებივრეთ თავი. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ნეგატიურ და საშიშ აზრებზე, იფიქრეთ პატარასთან მოახლოებულ შეხვედრაზე.

ორსულობის 28-ე კვირაში ჩასატარებული ანალიზებიდან მოგიწევთ წნევის გაზომვა, შარდისა და სისხლის ანალიზი.

იქონიეთ ურთიერთობა თქვენს მეუღლესთან და მეგობრებთან, ნუ ეძებთ საკუთარ თავში „ნაკლოვანებებს“, რადგან ახლა ყველაზე უფრო ლამაზი ხართ, ვიდრე ოდესმე. ისიამოვნეთ თქვენი მდგომარეობით, მიუხედავად ყოველთვის სასურველი სიმპტომების არარსებობისა. ბედნიერებიკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის 🙂