როგორ გრძნობთ თავს? უკვე 27-ე კვირის ორსული ხართ, სულ ცოტაც და მესამე ტრიმესტრიც დაიწყება. რა გელით უახლოეს დღეებში?

ახლა საშვილოსნო ჭიპის ზემოთ 7 სანტიმეტრით მაღლა აიწია, ხოლო მისი შთამბეჭდავი ზომა, რა თქმა უნდა, უამრავ სირთულეს გიქმნით ჯდომის ან დაწოლისას. სუნთქვა გაძნელებულია, მაგრამ დაბადებამდე დიდი დრო არ რჩება, ხოლო მშიბიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე ბავშვი დაბლა დაიწევს და სიტუაციაც გამოსწორდება.

ერთ დილით სასწორზე დადგომისას შეიძლება გაგაკვირვოთ მოულოდნელმა, მაგრამ მნიშვნელოვანმა წონის მატებამ: ადრე წონა თანდათან იზრდებოდა, ახლა კი პროცესი დაჩქარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა უნდა გააცნობიეროთ არის ის, რომ არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“, თუ დაბალანსებულად იკვებებით და არ იღებთ მაღალკალორიულ საკვებს, ბავშვის დაბადების შემდეგ წონა სწრაფად დაუბრუნდება თქვენს ჩვეულებრივ მაჩვენებლებს.

5-9 კილოგრამით მატება ძალიან კარგი ვარიანტია! მაგრამ თუ მოულოდნელად ისარი სხვა ციფრებზე გაჩერდა, ნუ გადახვალთ დიეტაზე: ის არ იქნება სასარგებლო არც თქვენთვის და არც ბავშვისთვის. ბავშვის გაჩენის შემდეგ, თქვენ შეძლებთ საკუთარ გარეგნობაზე სრულყოფილად ზრუნვას: დაბრუნდეთ სპორტდარბაზში, თუ ადრე ვერ წარმოიდგენდით თქვენს ცხოვრებას „განტელების“ გარეშე, და დაუბრუნდეთ ჩვეულ მენიუს, თუ იძულებული იყავით ორსულობის გამო საყვარელ პროდუქტებზე უარის გეთქვათ.

ფაქტიურად სამ თვეში, სხეული თავად დაიწყებს ტრანსფორმაციას: დააბრუნებს ჰორმონალურ ფონს საწყის მდგომარეობდე, მოიცილებს ზედმეტს და აღდგება. ახლა მოემზადეთ იმისთვის, რომ კიდევ დაახლოებით 10 კვირა მოიმატებთ წონაში. და უნდა ითქვას, რომ საოცრად გამოიყურებით!

რა შეგრძნებები შეიძლება გქონდეთ?

ორსულობის 27-ე კვირა ახალს არაფერს გიმზადებთ: გულძმარვა, ზურგის ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები, ბუასილი. საწყის ეტაპებზე საკმაოდ მარტივია მკურნალობა და თუ გაწუხებთ, სთხოვეთ ექიმს შეგირჩიოთ მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმი. როგორც წესი, ეს შეიძლება იყოს სპეციალური სანთლები, აბაზანები, მალამოები.

ორსულობა, პრეგნა-5, ორსულობის 27-ე კვირაგთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორსულობა ცვლის სიმძიმის ცენტრს და საკმაოდ ხშირად საინტერესო მდგომარეობაში მყოფ ქალებში არსებობს წონასწორობის დაკარგვისა და დაცემის რისკი. ოქროს წესი, რომელიც უკვე ბევრჯერ ითქვა: იყავით ნაზი და ნელი, ნუ ჩქარობთ! თუ მაინც ვერ შეძლებთ თავის შეკავებას, ნუ ჩავარდებით პანიკაში. ბავშვს იცავს სანაყოფე ბუშტი, ამნიონური სითხე, საშვილოსნოს კედლები და, რა თქმა უნდა, თქვენი სხეული. იმისთვის, რომ საბოლოოდ გავფანტოთ ეჭვები და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა, მიმართეთ ექიმს.

27-ე კვირაში შეგიძლიათ იგრძნოთ, თუ როგორ „გაიწევა“ მენჯი: ხრტილოვანი ფენები რბილდება და თეძოების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს 1-3 სანტიმეტრით. ახლა ერთ-ერთი სიმპტომი, რომელსაც შეუძლია ექიმთან დაუგეგმავი ვიზიტი გაიძულოთ, შეიძლება იყოს მხოლოდ “გაქვავებული მუცელი”, რომელიც პროვოცირებულია საშვილოსნოს ტონუსით.

მკერდი აგრძელებს ზრდას და თითოეულის წონა ახლა 700-800 გრამს აღწევს. გამონადენის რაოდენობა იზრდება და თუ ისინი არ იწვევენ დისკომფორტს, მაშინ ყველაფერი რიგზეა. დარწმუნდით, რომ არ არის რძიანასთვის დამახასიათებელი ქავილი და გაღიზიანება.

რა სიახლეებია თქვენს ბავშვთან?

ის ძალიან დაინტერესებულია! ის თითქმის მთელ დროს მის ირგვლივ არსებული გარემოს და საკუთარი თავის შესწავლით არის დაკავებული: ექოსკოპიაზე შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ მოსწონს საკუთარი თითების, ხელების, ფეხების და იმ „სახლის“ დათვალიერება, სადაც ახლა ცხოვრობს.

ყურადღება მიაქციეთ, რომელი ხელით „ეხება“ ყველაფერს – ახლა უკვე შეგიძლიათ თქვათ, იქნება ბავშვი მემარცხენე თუ მემარჯვენე. მან საკმაოდ კარგად 1135 გრამამდე მოიმატა წონაში, ხოლო სიმაღლით 35,5 სანტიმეტრია! მაგრამ ახალშობილებთან შედარებით, ის მაინც ძალიან მოხდენილად და გამხდრად გამოიყურება. მაგრამ წინ ჯერ კიდევ სამი თვეა!

თქვენი ბავშვის ტვინი დაფარულია ღარებითა და ის უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება თქვენი სხეულისგან. მუშაობს ენდოკრინული სისტემა, იწარმოება ინსულინი, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს თიროქსინს, ტრიიოდომარინს და კალციტონინს.

თქვენმა ბავშვმა უკვე ისწავლა თვალის დახამხამება და ადვილად რეაგირებს სინათლის ცვლილებებზე მუცელშიც კი. როცა სასეირნოდ მიდიხართ, ეცადეთ, ბავშვი მზის კაშკაშა სხივების ქვეშ არ გააჩეროთ. სხვათა შორის, სერნობა ძველებურად მნიშვნელოვანია, ბავშვს ჟანგბადი სჭირდება. მისი ფილტვები, რომლებმაც უკვე მიიღეს საბოლოო ფორმა, ჯერ კიდევ აწარმოებენ სურფაქტანტს. ამ ნივთიერების წყალობით, პირველი ჩასუნთქვისას ფილტვები გაიხსნება!

ბავშვს უკვე აქვს საკუთარი რეჟიმი, უყვარს თამაში, გაზმორება და ზოგჯერ „ჩხუბიც“ კი თქვენს შინაგან ორგანოებთან. შეგიმჩნევიათ თუ არა მუცელში რიტმული ბიძგები? ეს ბავშვმა გადაყლაპა ამნიონური სითხე და ასლოკინებს. შეშფოთების მიზეზი არ არსებობს! 🙂

ორსულობის 27-ე კვირა: რეკომენდაციები

შემდეგი რჩევები განსაკუთრებით აქტუალურია ქალი კარიერისტებისთვის. კიდევ რამდენიმე კვირა და დადგება დრო, როდესაც უნდა გახვიდეთ დეკრეტულ შვებულებაში. არ უნდა იფიქროთ, რომ თქვენს გარეშე ყველაფერი ჩამოიშლება, და რომ „მოდი კიდევ ერთი კვირა, დავასრულებ ამ პროექტს, და მორჩა“. თქვენი მთავარი პროექტი ახლა ჭიპლარს ეთამეშება ან შიგნით მშვიდად სძინავს. ჯობია მასზე მოახდინოთ ფოკუსირება!

გასინჯვისას ექიმი ზომავს წნევას, უსმენს ბავშვის გულისცემას, აიღებს სისხლის ანალიზს ჰემოგლობინის დონის დასადგენად და თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, გაგაგზავნით სისხლის ჩასაბარებლად გლუკოზის ტოლერანტობაზე. თუ თქვენ გაქვთ უარყოფითი რეზუს-ფაქტორი, ხოლო ბავშვის მამას აქვს დადებითი, ექიმი გაგაგზავნით რეზუს-ანტისხეულებზე სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად და გირჩევთ შეიყავნოთ ანტირეზუსული იმუნოგლობულინი.

ჩართეთ მამა პატარასთან ურთიერთობაში, ბავშვს აქვს ხმების გარჩევის უნარი და იქნება ბედნიერი მთელს ოჯახთან ურთიერთობით!