თქვენი ბავშვი უკვე 25 კვირისაა, ხოლო მუცელი, რომელშიც ის ცხოვრობს, უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. ორსულობის 25-ე კვირიდან დაწყებული მისი დიამეტრი ყოველდღიურად გაიზრდება დაახლოებით 1 მმ-ით. ორსული ქალის საშვილოსნო ამ დროს ფეხბურთის ბურთის ზომისაა. თქვენს ყოველ ვიზიტს ექიმთან ახლაც თან ახლავს გაზომვები და გრაფიკის აგება, სადაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ როგორ იზრდებით თქვენს შვილთან ერთად.

25-ე კვირის ორსულობა: როგორ გრძნობთ თავს?

დიდი ალბათობით, ამ მომენტისთვის თქვენი წონა გაიზარდა 6-7 კგ-ით და, შესაბამისად, დაბალანსებული მენიუ და სწორი კვება დაგეხმარებათ ბავშვის დაბადების შემდეგ ძალიან სწრაფად აღდგენაში. შეეცადეთ ნაკლებად მოიხმაროთ სწრაფი ნახშირწყლები, უარი თქვათ ტკბილეულზე და ცომეულზე. გარდა იმისა, რომ ისინი არ უზრუნველყოფენ საკმარის ენერგიას, ისინი ასევე უარყოფითად მოქმედებენ გარეგნობაზე და გუნება-განწყობილებაზე.

წყლის სმის რეჟიმი უნდა იყოს დაცული ორსულობის 25-ე კვირაში ისევე საგულდაგულოდ, როგორც ადრე, ხოლო შეშუპების გაჩენამ შეიძლება მიუთითოს ჰესტოზის განვითარებაზე. თუ შეამჩნევთ თქვენს მდგომარეობაში ცვლილებას, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ამ ეტაპზე ბევრი მომავალი დედა იწყებს ფიქრს და ნერვიულობს ნაადრევ მშობიარობაზე. თქვენი ეჭვების გასაქარწყლებლად, აქ მოცემულია მიზეზების ჩამონათვალი, რომლებიც მათ პროვოცირებას ახდენს:
ჰორმონალური დისბალანსი;
ინფექციური დაავადებები;
დაზიანებები საშვილოსნოზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად;
ძლიერი ფიზიკური აქტივობა.

ორსულობის 25-ე კვირაში შესაძლო ნაადრევი მშობიარობის მთავარი სიმპტომია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. მეორე ნიშანი, რომელიც, მართალია, მხოლოდ ექოსკოპიის დროს ჩანს, არის საშვილოსნოს ყელის დამოკლება. თუ ეს თქვენი პირველი ორსულობაა, ამის ალბათობა დაბალია. თუ ექიმი ხედავს ამ სიმპტომებს, მაშინ მას ასევე შეუძლია დანიშნოს წოლითი რეჟიმი და თავის შეკევაბე ქმართან ახლო ურთიერთობისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაადრევად პანიკაში ჩავარდნა ნამდვილად არ ღირს.

ორსულობა, pregnancy, პრეგნა-5, ორსულობის 25-ე კვირაორსულობის 25-ე კვირას საშვილოსნოს ზრდის გამო კვლავ შეიძლება გაგიჩნდეთ გულძმარვა, მოშარდვის მომატებული სურვილი.
გარდა ამისა, თქვენ უნდა მიეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ბავშვი დროდადრო წიხლებს ისვრის და იმ შემთხვევაში, როდესაც ის დიდი ხანი არ ჩერდება, შეეცადეთ შეიცვალოთ პოზა.

სავარჯიშო (ცრუ) შეკუმშვები გრძელდება და თუ ისინი არ იწვევენ დისკომფორტს და არ ხდება ძალიან ხშირად, შეშფოთების მიზეზი არ არის. ორსულობის 7 თვის განმავლობაში შეიძლება გაგიჩნდეთ ზურგის ტკივილი და მის შესამსუბუქებლად ეცადეთ დიდხანს არ იჯდეთ, არ იაროთ, უპირატესობა მიანიჭეთ რბილ სავარძლებს, ფრთხილად იყავით საწოლიდან ადგომისას, სიმძიმეების აწევა მამაკაცს მიანდეთ 🙂

გააკონტროლეთ გამონადენის რაოდენობა და ხარისხი და თუ ის შეიცვალა, აცნობეთ ექიმს.

ბავშვი ორსულობის მე-7 თვეს

თქვენი შვილი აგრძელებს ზრდას: მისი სიმაღლე 32,4 სმ შეადგენს, ხოლო წონა – 844 გრამს. მას მრგვალი ლოყები აქვს, სახე კი ძალიან ჰგავს მშობლებისას! ბავშვის სხეულზე ნაკეცები ჩნდება, რადგან მას უკვე აქვს საკმარისი რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილი დაგროვილი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძვლები და სახსრები საკმაოდ ძლიერია, ყურებზე ხრტილოვანი ქსოვილი რჩება რბილი.

ორსულობის 25-ე კვირაზე ბავშვის მოძრაობები უფრო და უფრო კოორდინირებულია და თუ ერთ მომენტში ის საკუთარი ფეხით დაინტერესდება, შეუძლია ოსტატურად დაიჭიროს იგი! მან იცის მუშტის შეკვრა და მკაფიოდ იჭერს დედის განწყობას: თქვენთან ერთად ბავშვი ბედნიერი და მოწყენილია. თუ იმას მიირთმევ, რაც მოსწონს, კმაყოფილი იღიმება, მენიუ თუ ვერ გამოიცანით, კოპებს კრავს.

ორსულობის 25-ე კვირა: თუ ყურს მუცელთან მიიტანთ, გესმით, როგორ სცემს პატარა გული! სანამ მამა მოუსმენს გულისცემას, გრძელდება ბავშვის ტვინის აქტიური განვითარება და ნერვული კვანძების გაუმჯობესება.

24-ე კვირაში იწყება სურფაქტანტის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის დედის სხეულის გარეთ სუნთქვის უნარზე, ხოლო ახლა ის გროვდება. თუ ბავშვი მოულოდნელად ნაადრევად დაიბადება, დიდია ალბათობა, რომ ექიმები შეძლებენ პატარა სიცოცხლის გადარჩენას!

რეკომენდაციები 25 კვირისთვის

გაზრდილი ოფლიანობისა და ორსულობის სხვა სიმპტომების მიუხედავად, მე-7 თვე სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ პერიოდად: მყარდება კონტაქტი ბავშვთან, გრძნობთ თუ როგორ მოძრაობს და ცხოვრობს თქვენს შიგნით.

ახლა თქვენ უნდა გაატაროთ საკმარისი დრო სუფთა ჰაერზე და თუ მუცელზე დაადებთ ხელს, მაშინ ბავშვი საპასუხოდ თქვენსკენ წამოიღებს თავისას! არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო კარგად იგრძნობს თავს ბავშვი საშვილოსნოში ემოციური თვალსაზრისით, მით უკეთესად განვითარდება მისი მეტყველება და ლოგიკა მომავალში.

თუ ორსულობის 25-ე კვირაზე ჯერ არ ჩაწერილხართ ორსულების იოგაზე ან აუზის კურსებზე, დარეგისტრირდით! გარდა იმისა, რომ თავს კარგად იგრძნობთ, თქვენი ბავშვიც ბედნიერი იქნება!

განიხილეთ მშობიარობის შემდგომი პერიოდის გეგმები მომავალ მამასთან, ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გსურთ ბავშვის აღზრდა, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება მისი გაჩენის შემდეგ. ახლა ორივეს ურთიერთგაგება და თანადგომა გჭირდებათ, რადგან მამაკაცი თქვენზე არანაკლებ ნერვიულობს და ღელავს!

უკვე დაიწყეთ საბავშვო ნივთების შეთვალიერება?