ცოტა კიდევ და მიაღწევთ ორსულობის ეკვატორს! მე-19 კვირაში შეიძლება შეამჩნიოთ წონის მატება: სავარაუდოდ, სასწორზე ციფრი საშუალოდ 3-დან 6 კგ-მდე გაიზრდება. აქედან 230-250 გრამს იწონის პატარა კაცი!

კიდევ რა აიძულებს სასწორის ისარს ავიდეს მაღლა? პლაცენტის წონა 150-დან 200 გრამამდეა, წყალი – 300 გრამი, მკერდი 350-360 გრამი და უშუალოდ საშვილოსნო – საშუალოდ 300 გრამს იწონის.

weighing scales, pregna-5, პრეგნა-5, ორსულობის მე-19 კვირაგამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის კბილები აქტიურად ყალიბდება, თქვენი ამოცანაა უზრუნველყოთ საკუთარი თავი კალციუმით: თქვენს რაციონში დაამატეთ რძის პროდუქტები, ყველი, ფისტა და თხილი, ბარდა, ნიგოზი და უცხიმო ნაღები.

ძილის პრობლემები თუ გაქვთ, ისინი ჯერ არსად არ გაქრება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, უნდა დაისვენოთ და თანდათან შეეგუოთ ახალ პოზაში ძილს. ძალიან მალე, როცა ბავშვი გაჩნდება, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ არსებობს ძილისთვის არაკომფორტული პოზები. 🙂

რა სიახლეებია თქვენს პატარასთან?

ორსულობის მე-19 კვირაში თქვენი ბავშვის ტვინი აქტიურად ვითარდება, ხოლო ნერვული უჯრედები, რომლებიც მომავალში „შუამავლები“ იქნებიან ტვინსა და კუნთებს შორის, უკვე განლაგებულია თავიან ადგილებზე.

თავის ტვინის ფორმირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DHA – დეკოზოჰექსაენის მჟავა. ის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია ომეგა-3 მჟავებს შორის. მისი მიღება შესაძლებელია ცივი წყლის ცხიმოვანი თევზიდან (დღიური ნორმა არის 400 გრ ზუთხი ან 1 კაფსულა პრეგნა-5).

ბავშვი აქტიურად მოძრაობს, მაგრამ ახლა მისი მოძრაობები ბევრად უფრო მოწესრიგებული გახდა. ის ყურადღებით გაკვირდებათ და ყველაფერზე ემოციურად რეაგირებს: იღიმება, როცა გრძნობს, რომ ბედნიერი ხართ, შუბლს კრავს, როცა გრძნობს, რომ ნერვიულობთ, ხოლო თუ სრულიად უკმაყოფილოა, შესაძლოა ტუჩის კუთხეებიც კი ჩამოუშვას. ბავშვი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს, როცა დედა მშვიდი და ბედნიერია.

ის თქვენ გისმენთ! ახლა ყურის ნიჟარები საბოლოოდ ჩამოუყალიბდა და ყველა სიტყვა, რომლითაც ბავშვს მიმართავთ, მასში უამრავ ემოციას იწვევს.

პატარა ორგანიზმი მუდმივი კბილების რუდიმენტებზე მუშაობს და ამიტომ ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კალციუმის და D3 ვიტამინის საჭირო რაოდენობით მიღებას. D3 ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია აქტიური გარუჯვით (მაგრამ, ეს არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის) ან პრეგნა-5-ის 1 კაფსულიდან.

მე-19 კვირაში აქტიურად წარმოიქმნება ცხიმოვანი ფენა, რომელიც განლაგებულია გამონაყარის გაჩენის ადგილებში: იღლიებში, კისერზე, ყურების უკან, კიდურების მოხრის ადგილებში. ცხიმოვანი ფენა პასუხისმგებელია თერმორეგულაციაზე და წარმოადგენს ბავშვისთვის “გათბობის” წყაროს. ამავდროულად, გრძელდება ლუბრიკანტის დაგროვება, რომელიც იცავს პატარას გარემოს გავლენისგან.

ორსულობის მე-19 კვირა: რეკომენდაციები

ახლა ყურადღება უნდა მიაქციოთ სისხლის მიმოქცევას: მეტი იმოძრავეთ, დაჯექით კომფორტულად, სკამის საზურგეს დაეყრდენით, არ გადააჯვარედინოთ ფეხები. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ უფრო სწრაფად იღლებით და ამიტომ, რაც არ უნდა აქტიური იყავით ადრე, ახლა ნაკლებად აქტიური უნდა იყოთ. თქვენ მთლიანად არ უნდათ თქვათ უარი სამუშაოზე, მაგრამ არც მთელი თქვენი დრო და ნერვები დაუთმოთ მას. ბოლოს და ბოლოს, ვინ წაუკითხავს ბავშვს ზღაპრებს?

მე-19 კვირაში შეიძლება გაჩნდეს ახალი შეგრძნება: ღრმა სუნთქვის გაძნელება. ეს განპირობებულია საშვილოსნოს განლაგებით, რომელიც გარდა შინაგანი ორგანოების „მიწევ-მოწევისა“, ასევე აწვება დიაფრაგმას. თუ თქვენ დადიხართ ორსულთა კურსებზე, სთხოვეთ გაჩვენოთ სწორი სუნთქვის ტექნიკა, რომელიც შეგიმსუბუქებთ სუნთქვის ამ სიმპტომს.

ამ პერიოდში არ გჭირდებათ რაიმე სახის ანალიზის ჩაბარება, ექიმს შეუძლია გაზომოს წნევა და გაგაგზავნოთ შარდის საერთო ანალიზზე.

თუ აქამდე „სამსახურით ცხოვრობდით“, ახლა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ორსულობასთან ერთად ჩვეულებრივი ცხოვრების წესი მთლიანად ჩამოიშალა. ნუ მიეცემით მელანქოლიურ განწყობებს – ახალი როლი თქვენთვის არანაკლებ მოსაწონი იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ!

შეეცადეთ უფრო მეტი ურთიერთობა გქონდეთ ბავშვის მამასთან, რაც არ უნდა დაკავებული მოგეჩვენოთ, ეჭვიც ნუ გეპარებათ, ისიც ძალიან ნერვიულობს. მთავარი მომენტები, რაც მამაკაცებს აწუხებთ, როდესაც მათი მეუღლე საინტერესო მდგომარეობაშია, არის მისი და ბავშვის ჯანმრთელობა, ასევე მატერიალური ასპექტები. თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება!

გაატარეთ მეტი დრო ერთად და ისიამოვნეთ ორსულობის პერიოდით!