დადგა ორსულობის მე-18 კვირა და მომდევნო 7 დღის განმავლობაში თქვენ ბევრი საინტერესო რამე გელოდებათ! ალბათ, უკვე შენიშნეთ, რომ ფორმები დამრგვალდა და, სხვებმაც დაიწყეს ამის შემჩნევა. იმის გამო, რომ თქვენი მუცელი იზრდება, შეიძლება გამოვლინდეს წელის ტკივილი. ამ შემთხვევაში ორსულებისთვის ძალიან სასარგებლოა სპეციალური ვარჯიშები, კერძოდ, იოგა და საცურაო აუზი.

Pregnant woman doing Cat Pose, pregna-5, პრეგნა-5, ორსულობის მე-18 კვირაახლა, საშვილოსნოს მუდმივ ზრდასთან ერთად, შეიძლება შეამჩნიოთ გულძმარვის გაჩენა და კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არ არის პათოლოგია, არამედ შედეგი იმისა, რომ მზარდი საშვილოსნო „გასწევ-გამოსწევს“ შინაგან ორგანოებს, რათა მოხერხებულად მოთავსდეს მენჯ–ბარძაყის ძვლებს შორის. თქვენმა ბავშვმა უკვე გაცნობათ მისი არსებობის შესახებ? როგორც წესი, თითქმის ყველა მომავალი დედა მე-18 კვირას იწყებს ბავშვის პირველი მოძრაობების შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ მას უმეტესი დრო სძინავს, ნაყოფის შედარებით მცირე ზომა საშუალებას აძლევს მას იკოტრიალოს და გადატრიალდეს მუცლის ნებისმიერ ნაწილში! უახლოესი კვირების განმავლობაში თქვენ სრულად დაამყარებთ კონტაქტს ერთმანეთში, ბავშვი დაიწყებს რეაგირებს თქვენს შეხებაზე მუცელზე, თქვენ შეძლებთ ზუსტად გაიგოთ, თუ როგორ „მოეწყო“ ის თქვენს შიგნით!

რითი არის დაკავებული ახლა თქვენი ბავშვი?

ორსულობის მე-18 კვირას გრძელდება ბავშვის ძვლების ფორმირება, მის პატარა თითებზე უკვე გამოჩნდა ხაზები – ანაბეჭდები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არავის არა აქვს! ყალიბდება ღრძილები, ხოლო სარძევე კბილები უკვე ჩამოყალიბებულია. თუ ორსულობის დასაწყისში ნაყოფი არაპროპორციული იყო, ახლა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ფეხები მკლავებზე გრძელია. სხვათა შორის, ნაყოფის ტერფი მე-18 კვირისთვის მხოლოდ 2,5 სმ-ს შეადგენს!

თქვენს ბავშვს პირველი ნაკეცები უჩნდება, რომლებიც მთლიანად ივსება პირველყოფილი ლუბრიკანტით. ის იცავს კანს გამონაყარისგან. აქტიურად მუშაობს ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ხმოვანი სიგნალების მიღებაზე. ამიტომ ის ძალიან ყურადღებით გისმენთ, ესმის და აღიქვამს! 🙂 თუ გიყვართ სიმღერა, ახლა თქვენ გყავთ ერთგული მსმენელი, რომელიც უზარმაზარ სიამოვნებას ღებულობს მოსმენისგან! შეგიძლიათ თქვენს პატარას წაუკითხოთ კეთილი ზღაპრები, ესაუბროთ მას, მოეფეროთ. ბავშვს აქვს ადგილი მოძრაობისთვის, ამიტომ ის ხშირად გორაობს, ტრიალდება, მას ფეხების გადაჯვარედინებაც კი შეუძლია (და მოუსმინოს თქვენს ხმას)!

გასული კვირიდან ბავშვი ორი სანტიმეტრით გაიზარდა, ახლა მისი სიმაღლე 20,3 სმ-ია, წონა კი 217 გრამამდე გაიზარდა!

რეკომენდაციები ორსულობის მე-18 კვირისთვის

ტრადიციულად, ახლობლები ულოცავენ მომავალ მშობლებს და ერთი სურვილი აქვთ მოეფერონ ფეხმძიმე ქალს მომრგვალებულ მუცელზე. იმ შემთხვევაში, როდესაც შეხებაზე რეაქცია არ გაქვთ და კომფორტულად გრძნობთ თავს, შეგიძლიათ მისცეთ ნება მოხდეს თქვენი მეგობრების და ნათესავების ეს პირველი გაცნობა პატარასთან. ხოლო თუ შეხება და ზედმეტი ყურადღება გაიძულებთ, რომ ინერვიულოთ, არ უნდა გადააბიჯოთ საკუთარ თავს. დაიმახსოვრეთ, ბავშვი მკაფიოდ აფიქსირებს თქვენი განწყობის უმცირეს ცვლილებასაც კი!

გეგმიური ანალიზებიდან ახლა მხოლოდ მეორე ტრიმესტრის პრენატალური სკრინინგია, რომელიც ტარდება თანდაყოლილი პათოლოგიების და შესაძლო ქრომოსომული დაავადებების გამორიცხვის მიზნით.
ექიმს შეუძლია გაზომოს არტერიული წნევა და გაგაგზავნოთ შარდის ანალიზზე.

ახლა, როგორც ადრე, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმის უზრუნველყოფა ყველა საჭირო კომპონენტით. ისინი დადებითად იმოქმედებენ როგორც თქვენს კეთილდღეობაზე, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე! Pregna-5 შეიცავს 5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს: DHA, ფოლიუმის მჟავას, რკინას, იოდს და ვიტამინ D3-ს, რომლებიც მნიშვნელოვანია ორსულობისა და ლაქტაციის ყველა ეტაპზე!