უკვე მთელი 17 კვირაა, რაც თქვენში ახალი სიცოცხლე ვითარდება! ამ კვირაში შეიძლება იგრძნოთ დაჭიმულობა იმ ლიგატებში, რომლებიც მზარდ საშვილოსნოს აკავებენ. ეს შეგრძნებები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამოხატულია ადგომისას, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არც თქვენთვის და არც თქვენი პატარისთვის. გამოიმუშავეთ ნაზად მოძრაობის ჩვევა, შეეცადეთ არ წამოდგეთ მკვეთრად, ნუ ჩქარობთ – ისიამოვნეთ თქვენი მდგომარეობით!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ტკივილი ხდება მკვეთრი და თუ შეამჩნევთ უჩვეულო გამონადენს (მაგალითად, წყლიანს ან სისხლნარევს), მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ იმ ექიმს, რომელიც მართავს თქვენს ორსულობას.
ორსულობის მე-17 კვირა, პრეგნა-5

მე-17 კვირას თქვენ მოიმატეთ წონაში და ეს არის დამატებითი დატვირთვა გულსა და სისხლძარღვებზე, შესაბამისად, ოფლიანობა შეიძლება გაიზარდოს. შესაძლოა იყოს ცვლილებები გარეგნობაში – ეს ჯერ კიდევ ჰორმონალური ცვლილებების შედეგებია. როგორც წესი, სახე ოდნავ შეშუპებული ჩანს, პიგმენტური ლაქები ჩნდება. ბავშვის გაჩენის შემდეგ თქვენი გარეგნობა მთლიანად აღდგება, მაგრამ ახალი პიგმენტური ლაქების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ გაჩერდეთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.

ახლა თქვენ უნდა უარი თქვათ ყავაზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წყაროებში შეგიძლიათ იპოვოთ მონაცემები კოფეინის „მისაღები“ დოზების შესახებ. ის იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას, რაც აბსოლუტურად არ არის რეკომენდირებული არც დედისთვის და არც ნაყოფისთვის, ხოლო მისმა სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა.

გაანალიზეთ დრო, რომელსაც ატარებთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარშემო და შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ იგი. პარანოიასაც არ უნდა აჰყვეთ, მაგრამ ლეპტოპთან დიდი ხნით ჯდომა და მიკროტალღურ ღუმელში კერძების მომზადებაც არ უნდა გამოიყენოთ ბოროტად.

როგორ გრძნობს თავს თქვენი ბავშვი?

ორსულობის მე-17 კვირაზე ნაყოფის წონა 160 გრამია, სიმაღლე – 18 სმ! ადრე ჩამოყალიბებული ყველა ორგანო აგრძელებს განვითარებას, ბავშვის სახე უფრო და უფრო საყვარელი ხდება. როგორ ფიქრობთ, ვის დაემსგავსება? 🙂

სხვათა შორის, მას უკვე აქვს სარძევე კბილები და ფორმირების პროცესშია ძირითადი. პაწაწინა თვალები ჯერ არ გაუღია, მაგრამ ისინი უკვე მშვენივრად განასხვავებენ შუქის ცვლილებებს, ავლენენ მის მიმართ საოცარ ინტერესს! ბავშვი რეაგირებს მის გარშემო ცვლილებებზე მოძრაობის ცვლილებით: ის იწყებს შფოთვას როდესაც ისმენს მკვეთრ და ხმამაღალ ხმებს, მაგრამ დედის ან მამის ხმა დამამშვიდებლად მოქმედებს. ხომ გახსოვთ, რომ მას უკვე შუძლია გაღიმება? ძალიან მოსწონს, როცა მას ჩუმად ელაპარაკებით!

ბავშვის ვარდისფერი კანი კვლავ დაფარულია ეგრეთ წოდებული ემბრიონული ხშირი ღინღლით, რომელიც ცვილისებრ ლუბრიკანტს აკავებს მის სხეულზე. ეს ლუბრიკანტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოიყოფა ბავშვის კანის დასაცავად ამნიონური სითხისგან.

ბავშვის სხეულში იწყება ქსოვილის ფორმირება, რომელიც მალე უზრუნველყოფს სითბოს გადაცემას. მას ყავისფერი ცხიმი ჰქვია.

ყავისფერი ცხიმი იცავს ბავშვს ჰიპოთერმიისგან. ყავისფერი ცხიმის თითოეული უჯრედი შეიცავს ერთდროულად რამდენიმე ცხიმის წვეთს, ხოლო მისი სტრუქტურა სავსეა მიტოქონდრიებით, სადაც რკინა გროვდება. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ყავისფერს, რადგან მუქ ფერშია შეღებილი.

ორსულობის მე-17 კვირა ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე ისმის ბავშვის გულისცემა, ის სწავლობს სუნთქვას. საბოლოოდ ჩამოყალიბებულია პლაცენტა, ბავშვი იღებს ყველა საჭირო კომპონენტს დედის ორგანიზმიდან, უბრუნებს მის მეტაბოლურ პროდუქტებს გადამუშავებისა და გამოყოფისთვის.

რეკომენდაციები ორსულობის მე-17 კვირისთვის

როგორ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ შეეცადეთ მეტი დაისვენოთ. ეს უნდა იყოს ხარისხიანი და სრულყოფილი დასვენება. თქვენც და მომავალმა მამამ უნდა გამონახოთ დრო ბავშვთან სასაუბროდ, პატარასთან ერთად მუსიკის მოსასმენად. მნიშვნელოვანი ნიუანსი: უნდა დატკბეთ მუსიკით, რომელსაც უსმენთ, რადგან ბავშვი უკვე აშკარად გრძნობს რა მოგწონთ და რა არა.

ორსულობის დროს ქალი უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე და არ არსებობს მიზეზი, რომ უარი თქვას კოსმეტიკაზე და კანის მოვლის საყვარელ საშუალებებზე. თუ მოგწონთ საკუთარი თავი, მაშინ „საინტერესო მდგომარეობაშიც“ კი დაიჭერთ აღფრთოვანებულ მზერას! ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კურსები მომავალი მშობლებისთვის და თუ თქვენი ქმარი დაინტერესდა ამ თემით, დაესწარით მათ ერთად!

პატარასთან შეხვედრამდე უკვე გავლილი გზის ნახევარზე ცოტა მეტი დარჩა!