უკვე ორი კვირაა, რაც თქვენი ორსულობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელია პლაცენტა – ის უზრუნველყოფს ბავშვის კვებას და იცავს მას უარყოფითი ფაქტორების გავლენისგან. მე-14 კვირაში საშვილოსნო აგრძელებს ზრდას და მაღლა აწევას და ორსული ქალი შეძლებს მის შეგრძნებას მუცელზე ხელის დადებისას. ეს უკანასკნელი უფრო მომრგვალებული და შესამჩნევი ხდება სხვებისთვის. მომავალი ბავშვი აქტიურია მუცელში: ის ეხება საშვილოსნოს კედლებს და ტრიალდება, თუმცა მის ბიძგებს ჯერ ვერ იგრძნობთ.

ორსულობის მე-14 კვირა, პრეგნა-5ამ ეტაპზე ორსული ქალი ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ, შეეჩვია ახალ სტატუსს. ბევრი წყვილი, რომლებიც უკვე მშობლები გახდნენ, აღნიშნავენ, რომ მათი სექსუალური ცხოვრების ხარისხი გაიზარდა: ქალს მეტი ყურადღება სჭირდება და ექიმები კატეგორიულად გვირჩევენ უარი არ თქვათ ინტიმურ ურთიერთობაზე. ის კარგ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ მის ჯანმრთელობაზეც.

ორსულობის მე-14 კვირა არის პერიოდი, როდესაც ხშირი შარდვის სურვილი მცირდება. ამავდროულად, თუ საპირფარეშოში მჭრელი ტკივილის შეგრძნებები გაქვთ, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს. ასე შეიძლება გამოვლინდეს შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესები.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კანს, კერძოდ ხალებსა და პაპილომებს. ორსულობის დროს შეიძლება გამოვლინდეს HPV ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც ადამიანთა უმეტესობის სხეულშია, თუმცა არააქტიურ მდგომარეობაში. რატომ არის მოსალოდნელი მისი გამოვლინება ორსულობის დროს?

ახალი სიცოცხლის ჩასახვისთანავე დედის ორგანიზმში იწყება მთელი რიგი პროცესები, რომლებიც ასუსტებს ორგანიზმის დაცვას, რაც ხელსაყრელი ნიადაგი ხდება ქრონიკული დაავადებების გამწვავებისა და მიძინებული დაავადებების გამოღვიძებისთვის. მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ, თუმცა რეკომენდირებულია აცნობოთ მკურნალ ექიმს მათი გამოვლინების შესახებ.

pregna, pregnancy, pregna5, ორსულობის მე-14 კვირარა ხდება შიგნით?

გქონდათ თუ არა ოდესმე CD-დისკი? ახლა თქვენი ბავშვი ადვილად დაეტეოდა მის ზედაპირზე: ნაყოფის სიგრძე მე-14 კვირაში შეადგენს 12,3 სმ, წონა კი 52 გ. განვითარებას აგრძელებს მისი სახის ნაკვთები, ბავშვი იწყებს ქვედა ყბის მოძრაობას. თქვენს მომავალ შვილს აქტიურად უვითარდება ტვინი, მუშაობს ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლები. როდესაც ბავშვი იღვიძებს, მას შეუძლია საკუთარი თავის შესწავლა: შეეხოს ჭიპს, სახეს და დაამთქნაროს კიდეც! ის უკვე რეაგირებს გარეგნულ გამაღიზიანებლებზე: მაგალითად, როცა მუცელზე დადებთ ხელს, დიდი ალბათობით ის სხვა კედლისკენ გადაინაცველბს. რამდენიმე კვირაში არამარტო ის, არამედ თქვენს შეიგრძნობთ მას!
მე-14 კვირაში ნაყოფის სხეული ეგრეთ წოდებული ემბრიონული ხშირი ღინღლით იფარება, რომლის მთავარი ამოცანაა ბავშვის ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ცვილისებრი ნივთიერების შეკავება. დაბადებამდე კი ღინღლი წვრილი თმებით შეიცვლება.

ზოგიერთი ბავშვი იბადება ჯერ კიდევ გაუმქრალი ეგრეთ წოდებული ემბრიონული ხშირი ღინღლით, მაგრამ სიცოცხლის პირველი ორი კვირის განმავლობაში ის მთლიანად დასცვივა.

რეკომენდაციები ორსულობის მე-14 კვირისთის

მეორე ტრიმესტრის დასაწყისში მთავარ პრობლემას ძველი ჩვევები წარმოადგენს, განსაკუთრებით თუ დედა შეჩვეულია აქტიურ ცხოვრების წესით ცხოვრებას. შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, როგორ გამოედებით დიდი ხნის ნაცნობ ნივთებს თქვენი სხეულის რამდენიმე ახალი სანტიმეტრით. არ ინერვიულოთ, ეს ზიანს არ მოუტანს პატარას, მაგრამ შეეცადეთ იმოძრაოთ უფრო მშვიდად და ნაზად.

სერიოზული ტრავმები სერიოზულ საფრთხეს გიქმნით როგორც თქვენ, ასევე პატარას. იყავით ყურადღებით, თუ თქვენ განიცდით მუცლის ძლიერ ტკივილს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

კვება ძველებურად მრავალფეროვანი უნდა იყოს და შედგებოდეს სასარგებლო კომპონენტებისგან: მიირთვით საკმარისი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, მსუბუქი ცილა, C ვიტამინით მდიდარი საკვები.

იზრუნეთ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, მომავალ მამაზე: განიხილეთ მასთან შვილების აღზრდის საკითხები, ჰკითხეთ მისი აზრი და დაიწყეთ სახელის შერჩევა! 🙂