ორსულობის მე-13 კვირა – პირველი ტრიმესტრის დასასრულია. ახლა პროგესტერონს გამოიმუშავებს არა ყვითელი სხეული, არამედ პლაცენტა, ტოქსიკოზი პრაქტიკულად ქრება, ხოლო ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იწყებს დასტაბილირებას. რა თქმა უნდა, ახლა უკვე შეჩვეული ხართ თქვენს ახალ როლს, თქვენი შეგრძნებები უმჯობესდება და ძლივს შესამჩნევი მუცელი არ იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს.
ორსულობის მე-13 კვირას პლაცენტა აღწევს 16 მმ სისქეს და ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას: ერთის მხრივ, გამოიმუშავებს ესტროგენს და პროგესტერონს, რომლებიც აუცილებელია ნაყოფის შემდგომი განვითარებისთვის, მეორე მხრივ, იცავს მას მომავალი დედის იმუნური სისტემის ზემოქმედებისგან.
და ამასობაში…
თქვენი ბავშვი 31 გრამს იწონის და 10 სმ-მდეა გაზრდილი! მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ძილში გადის, ძვლოვანი სისტემა კი აქტიური ფორმირების ეტაპზეა. ამ პერიოდში ყალიბდება მისი ნეკნები, ხერხემალი და თავის ქალა უფრო ძლიერი ხდება. სხვათა შორის, ბავშვის თავი 2,5-3 სმ დიამეტრს შეადგენს! პაწაწინა თითებზე უკვე ჩნდება ანაბეჭდები, სარძევე კბილებიც ფორმირებულია, გამომუშავდება ინსულინი. მას უკვე აქვს ქუთუთოები, დახუჭული თვალები, ყურები, ცხვირი, ნიკაპი და ბავშვი უკვე სუნთქავს. სასქესო ორგანოები აგრძელებენ ფორმირებას.
ამ დროს ნაყოფს არ აქვს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ამიტომ კანის ზედაპირზე ჩანს სისხლძარღვები, რის გამოც კანი წითელ ელფერს იძენს.
როგორ შეიცვლებით თქვენ პირველი ტრიმესტრის ბოლოს?
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ახლა უკვე ცოტა უკეთესად გრძნობთ თავს: ტოქსიკოზი პრაქტიკულად გაქრა, სიმშვიდემ შეცვალა გაღიზიანება, მადა იწყებს დაბრუნებას. მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი მუცელი ბევრად უფრო შესამჩნევი გახდება და ახლა უფრო რთული იქნება ორსულობის დამალვა. საშვილოსნო აგრძელებს ზრდას და მაღლა აწევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი. ქალების უმეტესობა ამ ეტაპზე განიცდის მკერდის გადიდებას, ხოლო ზოგიერთს აღენიშნება კოლოსტრუმის გამოყოფა. მე-12 კვირას ჩვენ ვისაუბრეთ პიგმენტური ლაქების გაჩენაზე და ახლა მათი გაჩენა შეიძლება გაგრძელდეს.
შეიძლება შეამჩნიოთ ლტოლვა „მავნე“ საკვების: ცომეულის, მარილიანის, ტკბილის, ცხიმიანის მიმართ. იდეალურ შემთხვევაში, ისინი უნდა გამოირიცხოს, უკიდურეს შემთხვევაში – მოხდეს მათი გამოყენების მინიმუმამდე შემცირება. უკეთესი იქნება, თუ უპირატესობას მიანიჭებთ ფაფებს, მაკარონებს მყარი ჯიშის ხორბლისაგან, ორთქლზე ან ღუმელში გამომცხვარ ხორცს, უფუარი პურს, ბოსტნეულს და ხილს. დაიცავით წყლის სმის რეჟიმი და უპირატესობა მიანიჭეთ არაგაზირებულ წყალს, რათა არ გამოიწვიოს დისკომფორტი ნაწლავებში.
რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ნაწლავის პერისტალტიკური ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული პრობლემა. მე-13 კვირას მომავალმა დედამ შეიძლება იგრძნოს კრუნჩხვები წვივებში – ეს გამოწვეულია მიკროელემენტების, კერძოდ კალციუმის და მაგნიუმის არასაკმარისი რაოდენობით. თუ გქონდათ კრუნჩხვები, აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს!
პირველი ტრიმესტრის ბოლოს შეიძლება მოხდეს წნევის დაქვეითება. არ ინერვიულოთ, ეს ხდება იმის გამო, რომ იქმნება საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის წრე. შეიძლება განიცადოთ თავბრუსხვევა, შაკიკი, დაკარგოთ გონება. ეს მდგომარეობა არ აზიანებს პატარას, მაგრამ მნიშვნელოვნად ართულებს მომავალი დედის სიცოცხლეს. წესად აქციეთ სრულყოფილი დასვენება და მრავალფეროვანი კვება, საკმარისი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
ბოროტად ნუ გამოიყენებთ ფიზიკურ აქტივობას, შეარჩიეთ სპეციალური გაკვეთილები ორსულებისთვის, დაიწყეთ ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხელს უშლიან მუცელზე სტრიების გაჩენას.
და გახსოვდეთ: ოპტიმისტური დამოკიდებულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თქვენს კეთილდღეობაზე, ასევე ბავშვის ჯანსაღ განვითარებაზე. გაატარეთ დრო კარგ და სასიამოვნო კომპანიაში!