როგორ გრძნობთ თავს? თქვენს პატარას, რომელიც უკვე გაიზარდა 6,8 მმ-მდე და იწონის 11 გ-ს, ახლა უფრო მეტი საკვები ნივთიერება სჭირდება, ვიდრე მე-10 კვირაში. და რადგან საკვებიდან მიღებული „სასარგებლო ნივთირებების“ ნაწილი ნაყოფზე მიდის, ხოლო თქვენს ორგანიზმზე დატვირთვა იზრდება, თქვენ შეიძლება კვლავ იგრძნოთ დაღლილობა და ძილიანობა. თუ მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდით გამოძინებაზე, მაგრამ კარიერა და მრავალი ვალდებულება არ გაძლევდათ ამის საშუალებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა 🙂

ორსულობის მე-11 კვირა, პრეგნა-5, პრეგნა5

ორსულობის მე-11 კვირას მომავალი დედები ამჩნევენ მკერდის მნიშვნელოვან ზრდას, ხოლო მზარდი საშვილოსნო იწყებს „ზეწოლას“ მეზობლად მდებარე ორგანოებზე. თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ ეს შარდვის გაზრდილი სურვილით. ორსული ქალის მუცელი ჯერ კიდევ არ მიუთითებს მის „საინტერესო მდგომარეობაზე“ სხვებისთვის, მაგრამ არის რამდენიმე არაპირდაპირი ნიშანი, რომელსაც ყურადღებიანი დამკვირვებელი არ გამოტოვებს. ორსულობის მე-11 კვირის გამოვლინებებია ოდნავ მომრგვალებული თეძოები, მომატებული მკერდი და ქალის უფრო რბილი და ნელი მოძრაობები. ახლა რეკომენდირებულია „ჩამოხვიდეთ“ ქუსლებიანი ფეხსაცმელებიდან და საცვლების არჩევა დაიწყოთ ორსულების განყოფილებებში.

როგორ გრძნობს თავს თქვენი პატარა?

მან უკვე აითვისა სატაცი რეფლექსი და გრძნობს ნაყოფის გარშემო არსებული სითხის გემოს. ბავშვის გულმკერდის ძვალი თითქმის ჩამოყალიბებულია, ისევე როგორც დიაფრაგმა და სასქესო ორგანოები. ორსულობის მე-11 კვირას ნაწლავები და ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ასევე თქვენმა მომავალმა ბავშვმა უკვე ისწავლა თავის ოდნავ აწევა, რომელიც ჯერ კიდევ დიდია, და თითქმის შეედრება სხეულის ზომას.

რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ?

დედები, რომლებიც ძლიერ განიცდიდნენ ჰორმონალურ ცვლილებებს, იგრძნობენ შვებას: ორსულობის მე-11 კვირას არა მხოლოდ ემოციური, არამედ ფიზიკური მდგომარეობაც უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს. ტოქსიკოზი ათავისუფლებს ორსულს თავისი „კლანჭებიდან“ და განწყობა უფრო ოპტიმისტური ხდება. თუ საგულდაგულოდ აკონტროლებთ თქვენს კვებას, ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოთ საკვებზე, რომელიც შეიცავს რკინას და იოდს. მათ საჭირო რაოდენობით შეიცავს Pregna-5 კომპლექსი. გარდა ამისა, რეკომენდებულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსის შენარჩუნება და რაც შეიძლება მაქსიმალურად შეავსოთ რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ჩირით და ხორცით/თევზით.

რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეთ?

როგორც გასულ კვირას, ახლაც შეიძლება იგრძნოთ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ასე ხდება საშვილოსნოს მხარდამჭერი ლიგატების დაჭიმვის გამო. იყავით ყურადღებით თქვენი შგრძნებების მიმართ: თუ ტკივილი ძლიერი და უწყვეტია, თუ საშვილოსნო გეჩვენებად გამაგრებულად, ეს შეიძლება იყოს გაზრდილი ტონუსის სიმპტომი და მოითხოვს სპეციალისტთან ვიზიტს.

ორსულობის მე-11 კვირაში, თქვენი თმა და ფრჩხილები შეიძლება გახდეს გახუნებული და მტვრევადი ადრე მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების შედეგად. ზოგიერთ შემთხვევაში, მომავალი დედები, პირიქით, აღნიშნავენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას – აქ უკვე ვის როგორ გაუმართლებს!

ყურადღება მიაქციეთ კბილებს, რადგან ტოქსიკოზით პროვოცირებული არასრულფასოვანი კვების გამო ქალის ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო კალციუმს. კალციუმის უკეთესი შეწოვისთვის დაამატეთ რძის პროდუქტები და ვიტამინი D.

თუ კვლავ გრძნობთ სისუსტეს და ძილიანობას, ჩააბარეთ ანალიზები ჰემოგლობინის დონეზე – ეს შეიძლება იყოს მისი დაქვეითების სიმპტომები.

ექიმმა შეიძლება გაგაგზავნოთ პრენატალურ სკრინინგზე ნაყოფის შესაძლო ანომალიების გამოსარიცხად. სკრინინგის პროცესი მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას და სისხლის ანალიზს.

ორსულობის მე-11 კვირა არის პერიოდი, როდესაც დროა დავიწყოთ სტრიების კრემის შერჩევა და ფეხების მდგომარეობის კონტროლი: თუ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება დაგეწყოთ, არ გამოგრჩეთ ვარიკოზული ვენების განვითარება. და ბოლოს: იყავით ღია საყვარელ ადამიანებთან, გაუზიარეთ თქვენი განცდები და დაიმახსოვრეთ თქვენი შეგრძნებები, რადგან მე-12 კვირაში ისინი კვლავ შეიცვლება!