15 კვირის ორსულობა – თქვენი ბავშვი ადვილად ჯდება თქვენს მკლავებში: ის გაიზარდა 14,2 სმ-მდე და იწონიდა 52 გრამს!
თქვენს ორგანიზმში ცვლილებები გრძელდება: იზრდება წონა, ხოლო სისხლის მოცულობა 1 ლიტრით მეტი გახდა. ორსულობის მე-15 კვირას ქალები აღნიშნავენ ლორწოვანი სეკრეციის მატებას, სისხლის მოცულობის გაზრდასთან ერთად, მათ შეუძლიათ ცხვირის დახშობა და ცხვირიდან სისხლდენის პროვოცირება. ეს უმნიშვნელო ცხვირის სისხლდენა არ არის საშიში თქვენთვის და ნაყოფისთვის. გაჭედილი ცხვირის გასახსნელად გაიკეთეთ გამორეცხვები მარილიანი ხსნარით და ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში გამოიყენეთ ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატები. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა!
მე-14 კვირიდან დაწყებული მომავალ დედას შეიძლება გაუჭირდეს ძილისთვის მოსახერხებელი პოზის შერჩევა. თუ ადრე მუცელზე გეძინათ, ახლა ეს პოზა მოუხერხებელია, ხოლო ზურგზე ძილი არ არის რეკომენდებული. ამის მიზეზი მარტივია: ზურგზე ძილის დროს არსებობს ქვედა ღრუ ვენის შეკუმშვის რისკი, რაც იწვევს წნევის დაქვეითებას. „საინტერესო მდგომარეობაში“ მყოფი ქალისთვის ძილის ყველაზე მისაღები პოზა არის ძილი მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი ქალი აღნიშნავს მკერდიდან გამონადენს – კოლოსტრუმს. ისინი შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან ღია თეთრი ფერის. თუმცა ეს არ არის ორსულობის სავალდებულო სიმპტომი და არ ვლინდება ყველა ქალში.
როგორ შეიცვალა თქვენი ბავშვი?
ნაყოფის თავზე ძალიან მალე გაჩნდება თმები – ფოლიკულები უკვე წარმოქმნიან ფერმენტს, რომელიც განსაზღვრავს თმის ფერს მომავალში. ქუთუთოები იფარება წამწამებით, თვალები კი ჯერ კიდევ შორი-შორს არის ჩასმული. სხვათა შორის, ბავშვი უკვე რეაგირებს სინათლის ცვლილებებზე, ამიტომ ეცადეთ, მზის პირდაპირი სხივები მუცელზე არ მოგხვდეთ და მუშაობისას ლეპტოპი მუხლებზე არ დაიდოთ.
ცერებრალური ქერქის ფორმირება გრძელდება და გარდა ამისა, პატარა ორგანიზმს უკვე დამოუკიდებლად აკონტროლებს ცენტრალური ნერვული სისტემა! თქვენს შიგნით ის დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ვარჯიშით არის დაკავებული: იწყებს ბრუნვას, ასევე ცურავს კედლიდან კედლამდე, რაც ხელს უწყობს სახსრების სწორად განვითარებასა და გაუმჯობესებას.
მომავალ პატარა კაცს ფეხები უფრო გაუგრძელდა და ის უკვე აქტიურად წოვს თითს, ისწავლა მუშტის გაშლა და შეკვრა – აკეთებს ყველაფერს, რაც დაბადების შემდეგ თქვენ გულს ააჩუყებს! ბავშვის ჩონჩხი და ყველა ძვალი გამაგრებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: ის დედისგან იღებს კალციუმს. ამიტომ, ორსულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ორგანიზმის ამ ელემენტის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფა, ვიტამინი D3 კი ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის შეწოვისთვის. გარდა ამისა, ორსულობის ყველა ეტაპზე DHA, იოდი, რკინა და ფოლიუმის მჟავა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ბავშვისთვის, რომლებიც საჭირო რაოდენობით წარმოდგენილია პრეგნა-5 კომპლექსში.
რეკომენდაციები ქალებისთვის ორსულობის მე-15 კვირას
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორსულობის დამალვა ახლა უფრო რთული ხდება და, შესაბამისად, გექნებათ სხვადასხვა დიალოგი თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეეცადეთ მიმართოთ მათ ზედმეტი ემოციების გარეშე და გახსოვდეთ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაა. თავისუფლად დაუსვით თქვენს ექიმს კითხვები, მათი გაჩენის შემთხვევაში, და აცნობეთ მას, თუ გრძნობთ რაიმე სახის ცვლილებებს.
იქონიეთ მჭიდრო კომუკიცია მომავალ მამასთან, ახლა არის დრო, რომ ურთიერთობა ახალ, უფრო სანდო დონეზე აიყვანოთ. მუცლის ქვედა ნაწილში სისხლის ნაკადის მოდინების გამო, შეიძლება ქმრისგან ცოტა მეტი ყურადღების სურვილი გაგიჩნდეთ – თავისუფლად აცნობეთ მას ამის შესახებ!
გახსოვდეთ, რომ ახლო ურთიერთობა დადებითად მოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე და განწყობაზე.
და, რა თქმა უნდა, ისიამოვნეთ ორსულობის ყოველი დღით!