როგორ ამოვიცნოთ ორსულობის დადგომა ტესტის შედეგის მიღებამდე?
ყველა ქალმა, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, იცის, თუ რა წარმოუდგენლად დიდი ხანი იწელება ოვულაციის შემდეგ 10 დღე ახალი ციკლის დაწყებამდე. ორსულობის რა ნიშნები შეიძლება აღმოაჩინოს მომავალმა დედამ ჩასახვის შემდეგ?

მკერდის ტკივილი. როგორც ბევრი შემდგარი დედა აღიარებს, მკერდი პირველი რეაგირება ცხოვრებაში მომავალ ცვლილებებზე. ორსულობის დროს თქვენი მკერდი იზრდება ზომაში, ხოლო ძუძუს თავები შეიძლება გახდეს მუქი და დიდი.
ხშირი შარდვა. თუ შეამჩნევთ უფრო ხშირად შარდვის მოთხოვნილებას აშკარა მიზეზის გარეშე, ან თუ გაწუხებთ ყაბზობა, რომელიც ადრე არ გქონდათ, შესაძლოა ორსულად იყოთ.
გულისრევა. ბევრი მომავალი დედა აღნიშნავენ დილის გულისრევის შეგრძნებებს და მომატებულ მგრძნობელობას სხვადასხვა სუნის მიმართ, რომლებიც ადრე არ იწვევდნენ ასეთ რეაქციებს, მაგალითად, სუნს ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას.
დაღლილობის შეგრძნება. ორსულ ქალებში პროგესტერონის დონე სწრაფად იზრდება, რის შედეგადაც ხდება იმუნური რეაქციების ჩახშობა. მისი მკვეთრი მატება შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, მიუხედავად საკმარისი რაოდენობის ძილისა და უჩვეულო დატვირთვების არარსებობისა.
ცერვიკალური ლორწო. ოვულაციის დროს იზრდება ცერვიკალური ლორწოს ოდენობა და მცირდება მისი სიბლანტე, რაც აადვილებს სპერმატოზოიდების გავლას. ორსულობის დროს ცერვიკალური ლორწო ხდება უფრო სქელი და ბლანტი, რათა დაიცვას ნაყოფი და პლაცენტა მიკრობებისა და ინფექციისგან.
იმპლანტაციური სისხლდენა. საშვილოსნოს კედელზე კვერცხუჯრედის მიმაგრებას შესაძლოა ახლდეს ღია ვარდისფერი ან ყავისფერი გამონადენი. ზოგჯერ იმპლანტაციური სისხლდენა ერევათ მენსტრუაციასთან და ქალები ფიქრობენ, რომ ჩასახვა არ მომხდარა. შენიშნეთ მსუბუქი სისხლოვანი გამონადენი? მოემზადეთ ტესტის შესაძენად!
სპაზმები მუცლის ქვედა ნაწილში. ადრეული ორსულობის ნიშნები შეიძლება იყოს პმს-ის მსგავსი. საშვილოსნოს კედელში კვერცხუჯრედის იმპლანტაციის პროცესში ქალს შეიძლება განუვითარდეს ზომიერი სპაზმები მუცლის არეში და ტკივილები წელის მიდამოში.
ტემპერატურის მატება. ადრეულ ვადებზე ქალები ხშირად ამჩნევენ გაციების სიმპტომებს და გარდა ამისა, შესაძლოა ტემპერატურის მატებაც მოხდეს. ნუ იჩქარებთ მედიკამენტების გამოყენებას, რათა არ მიაყენოთ ზიანი ბავშვს!
ჭარბი ნერწყვდენა. ეს სიმპტომი დაკავშირებულია დილის გულისრევასთან, გულძმარვასთან ან მჟავა რეფლუქსთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი მომავალი დედისთვის, მაგრამ მისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
გემოვნების პრეფერენციების შეცვლა. გსურთ ეგზოტიკური კერძები თქვენი საყვარელი კერძების ნაცვლად? შესაძლოა, უახლოესი კვირების განმავლობაში გაიგოთ, რომ ბავშვს ელოდებით! ჰორმონალური რყევები აიძულებს ქალებს შეცვალონ კვებითი ჩვევები. დილის გულისრევა მიჩნეულია გარდაუვალი ცვლილების მნიშვნელოვან მაჩვენებლად.
პრობლემები კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით. იცვლება მომავალი დედის ჰორმონალური ფონი, კერძოდ, იზრდება პროგესტერონის დონე. ის ხელს უწყობს ნაწლავების მუშაობის შენელებას, ამიტომ მომავალ დედას შეიძლება ქონდეს სიძნელეები კუჭის მოქმედებასთან. რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა და ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის მაგნიუმის მიწოდება.
მეტალის გემო პირში. ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ნიშანია! ამ ფენომენს დისგევზია ეწოდება და გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით. როგორც წესი, ორსულობის დროს პირში მეტალის გემო მეორე ტრიმესტრში ჩნდება.
შემცივნება. ამ ნიშანს ქალების ნახევარი აღნიშნავს, ხოლო მიზეზი პროგესტერონის დონის მატებაა. კარგი ამბავი ქალებისთვის, რომლებიც
გუნება-განწყობილების ცვლილება. პმს-ის მსგავსი სიმპტომია, მაგრამ, როგორც წესი, ქალები განიცდიან მთელ რიგ დადებით ემოციებს (განსაკუთრებით თუ მათ აღმოაჩინეს წინა 13 პუნქტი).