ორსულობის 32-ე კვირა, თქვენი ბავშვი შეიძლება სიმაღლისა და წონის მხრივ არ შეესაბამებოდეს დადგენილ “სტანდარტებს”. თუმცა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ის არასწორად ვითარდება, რადგან ახლა თამაშში აქტიურად შემოდის გენები. პატარა დედას, განსაკუთრებით თუ მამაც არ არის მაღალი, ბავშვი არ შეიძლება ჰყავდეს ისეთივე ზომის, როგორც ბავშვი, რომელსაც უფრო მაღალი მშობლები ჰყავს.

გასული კვირის განმავლობაში საშვილოსნო კიდევ 1 სანტიმეტრით აიწია ჭიპიდან მაღლა და წონაც, შესაბამისად, მატულობს. ახლა თქვენ უნდა აიყვანოთ საკუთარი თავი ხელში და გააკონტროლოთ წონის მომატება. დასაშვებია, რომ ორსულობის 32-ე კვირაში ქალმა მოიმატოს კვირაში დაახლოებით 300 გრამი. გახსოვდეთ, რომ წონა ამძიმებს გულს, რომელსაც ისედაც რთულ დღეშია ახლა.

32-ე კვირაში ორსული ქალის მუცელზე, სტრიების გარდა, შეიძლება გამოჩნდეს ვერტიკალური მუქი ხაზი, თუმცა თქვენ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. ბავშვის დაბადების შემდეგ, ჰორმონალური ფონი დაიწყებს აღდგენას და დაახლოებით ერთ თვეში ხაზის კვალიც კი აღარ დარჩება!

სხვათა შორის, ზოგიერთ ქალს ორსულობისას მუცელზე თმა შეიძლება გაუჩნდეს, რაც მათ ძალიან აწუხებს 🙂 ყველას არ მოსწონს ასეთი თმების ამოსვლა, ეს ყველაფერი ჰორმონების ბრალია და ბავშვის გაჩენის შემდეგ თმები თავისით გაქრება.

ცოტა სტრიების შესახებ. ახლა ბაზარზე მედიკამენტების კარგი არჩევანია წარმოდგენილი, რომელსაც შეუძლია შეამციროს სტრიების გამოხატულობა, მაგრამ მათი სრულად მოშორება, თუნდაც ყველაზე ცნობილი კრემებისა და მოვლის საშუალებების გამოყენებით, რთული ამოცანაა. მაგრამ თუ მუცელს რეგულარულად ამუშავებთ, შეძლებთ თავიდან აიცილოთ ახალი სტრიების გაჩენა!

Pregnancy skin care, პრენატალური ვიტამინები, ორსულობის 32-ე კვირამუცლის კანის გარდა, იზრუნეთ სახისა და სხეულის კანზე. ახლა თქვენი ორგანიზმი მიდრეკილია პიგმენტური ლაქების გაჩენისკენ, ამიტომ სანამ თბილი ამინდები და მზით დატკბებით, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებების შემცველი პროდუქტები!

ორსულობის მე-8 თვეში შეგიძლიათ მიიღოთ კიდევ ერთი „სიურპრიზი“ ორგანიზმიდან – ღრძილების სისხლდენა. ეს არ არის პათოლოგიის მაჩვენებელი, ეს არის ესტროგენის მუშაობის შედეგი, რომელიც არბილებს ღრძილებს. თქვენი ამოცანაა მაქსიმალურად იზრუნოთ პირის ღრუზე, რათა თავიდან აიცილოთ პაროდონტიტი.

ყველა შინაგანი ორგანო მოთავსებულია იმ ადგილას, რომელიც მზარდმა საშვილოსნომ მიუჩინა მათ. ამიტომ ქოშინს, გულძმარვას, პირში სიმწარის შეგრძნებას, ცოტა კიდევ უნდა გაუძლოთ. უახლოეს კვირებში ბავშვი დაიწყებს დაბლა დაწევას და თქვენ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. ორსულობის 32-ე კვირა: ორსულის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ბოჭკოვანი საკვები, საკმარისი რაოდენობით ვიტამინები და მინერალები.

პრეგნა-5 არის 5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და თავსებადი ვიტამინებისა და მინერალების უნიკალური კომბინაცია დედისა და მისი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ახლა შეიძლება კიდევ უფრო შეგაწუხოთ ბუასილმა. ამ შემთხვევაში სთხოვეთ ექიმს, შეგირჩიოთ უსაფრთხო თერაპია. თუ უსიამოვნო შეგრძნებები გამოხატულია, სცადეთ სააბაზანოში სიარული საპირფარეშოში წასვლის შემდეგ და შეიმსუბუქოთ სიმპტომები გრილი წყლით, ხოლო ქაღალდი შეცვალეთ სველი ხელსახოცით.

ორსულობის 32-ე კვირა, პერიოდი, როდესაც ორგანიზმში სითხის შეკავება არ არის გამორიცხული და ამას ხელებსა და ფეხებში შეშუპებით ამოიცნობთ. წყალზე უარი არ უნდა თქვათ, უკიდურესი ზომა (თუ ექიმი აღმოაჩენს თირკმელების ფუნქციონირებაში პრობლემებს) შეიძლება იყოს წყლის ოდენობის შეზღუდვა დღეში 1,5 ლიტრამდე.

ვინაიდან თქვენი საშვილოსნო ახლა პასუხისმგებელია თქვენს მუცელში მიმდინარე ყველა პროცესზე, ის ზეწოლას ახდენს თქვენს შარდის ბუშტზე. ასე რომ, ზოგჯერ შეიძლება განიცადოთ შეუკავებლობა (განსაკუთრებით სიცილის ან ხველების დროს). ეცადეთ არ „გაწელოთ დრო“ და საჭიროებისამებრ წახვიდეთ ტუალეტში, გამოიყენეთ ყოველდღიური საფენები.

აკონტროლეთ თქვენი ძილი. სწორედ ძილში სხეული საუკეთესოდ აღდგება და ამიტომ არ დაუშვათ ძილის ნაკლებობა. თუ ბავშვი ღამით დასვენების საშუალებას არ გაძლევთ, დღისით დაიძინეთ. და კიდევ… შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ხვრინვა დაიწყოთ! ეს არ არის თქვენი მეუღლის ხუმრობა, რომელიც ერთ დილას ასეთ სიახლეს გაცნობებთ – ეს არის ბავშვის დიაფრაგმაზე ზეწოლის შედეგი.

pregna, pregna-5, პრეგნა-5, ორსულობა, ორსულობის 32-ე კვირასავარჯიშო შეკუმშვები გრძელდება, მუცელი შეიძლება დაიძაბოს დღეში რამდენჯერმე. ნუ შეგეშინდებათ, ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება!

ემზადება თუ არა ბავშვი?

რა თქმა უნდა, ემზადება! მისი ტვინი აგრძელებს ზრდას და განვითარებას, ჩნდება ნაოჭები. თავისი ლამაზი თვალებით ის იკვლევს საშვილოსნოს, ხელებსა და ფეხებს. როდესაც კაშკაშა შუქი აღწევს თქვენს პატარასთას მუცელში, მისი გუგები იკუმშება! ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი ნერვული სისტემა ვითარდება.

პატარა სახე სულ უფრო და უფრო გლუვი ხდება, კანი კი ვარდისფერ ფერს იძენს. კანი ხდება უფრო მკვრივი, ცხიმი ილექება ლოყებზე, რაც უახლოეს მომავალში დაეხმარება ბავშვს ძუძუს წოვაში. ჯერჯერობით კი თავის თითებზე ვარჯიშობს.

ბავშვის თავი პირველი თმებით არის დაფარული, ისინი თხელი და რბილია, მაგრამ თანდათან გაძლიერდება. აი ღინღლი კი, რომელიც ბავშვის სხეულს ფარავდა, უკვე გაქრობას იწყებს. ლუბრიკანტი, რომელიც ბავშვის სხეულს ფარავდა, ახლა მხოლოდ ნაკეცებში რჩება.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბავშვი უფრო მეტს „გეჩხუბებათ“. სინამდვილეში, ის დიდი ალბათობით მიგანიშნებთ, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობს იმის გამო, რომ თქვენ “არასწორად” ზიხართ. ეცადეთ, მუცელს რაც შეიძლება მეტი ადგილი დაუთმოთ. ბავშვი სულ უფრო და უფრო ვიწროდ გრძნობს თავს თქვენს მუცელში და მისი სხეულის კონტურები არა მხოლოდ იგრძნობა, არამედ მუცლის სხვადასხვა ნაწილშიც ჩანს. მოეფერეთ მას ხელებზე, ზურგზე, ტერფებზე, რათა ბავშვმა თავი ბედნიერად იგრძნოს.

ბავშვის ყველა შინაგანი სისტემა ახლა სულ უკეთ მუშაობს, იზრდება ოქსიტოცინის და ვაზოპრესინის გამომუშავება. ეს ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან მშობიარობის დომინანტის გამომუშავებაზე, რომელიც სიმწიფის მიღწევის შემდეგ ხელს შეუწყობს დაბადების პროცესის დაწყებას.

ბავშვს ნათლად ესმის, როგორ ცირკულირებს თქვენი სისხლი, როგორ სცემს თქვენი გული. მაგრამ მაინც, ყველაზე მეტად მას მოსწონს თქვენი ხმა. დაელაპარაკეთ მას და მიუხედევად იმისა, რომ მას არ ესმის ყველა სიტყვა, სამაგიეროდ მშვენივრად ესმის ყველა გრძნობა, რასაც დედა განიცდის!

ახლა ძალიან სწორია ქმრისა და უფროსი შვილების ჩართვა ბავშვთან კომუნიკაციაში, თუ ისინი გყავთ. გრძნობების გამა უზრუნველყოფილია ყველასთვის!

ძირითადი რეკომენდაციები

როგორც 31-ე კვირაში, ყურადღებით უნდა აკონტროლოთ გამონადენი. მათ საერთოდ არ უნდა შეგიქმნათ არანაირი დისკომფორტი. ქავილი, ფერისა და კონსისტენციის ცვლილება არის ექიმთან ვიზიტის მიზეზი. ამ პუნქტის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინფიცირება საშვილოსნოს არხში გავლისას.

ისეთი სიმპტომი, როგორიცაა განავლის დარბილება და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შეიძლება მიუთითებდეს მშობიარობის დაწყებაზე. არ ინერვიულოთ, ბავშვი ამ დროს სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ იმისთვის, რომ მშობიარობა რისკების გარეშე წარიმართოს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ორსულობის 32-ე კვირა: ანალიზები და გამოკვლევა

32-ე კვირას ექიმს შეუძლია გაგაგზავნოთ ექოსკოპიაზე, რაც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვის. ექიმი ნახავს ბავშვის პოზიციას და თუ მას ჯიუტად არ სურს „მზადყოფნის პოზიციის“ დაკავება, შეგიძლიათ მიიღოთ რეკომენდაციების სია, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ „შეთანხმებას“ ბავშვთან.

ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჭიპლარს და თუ ბავშვი მასშია გახლართული, მომდევნო 5 კვირის განმავლობაში თქვენ რეგულარულად უნდა გააკონტროლოთ ბავშვის გულისცემა. ჩვეულებრივ, ჩვილები თვითონ ახერხებენ გახლართული ჭიპლარიდან გამოღწევას, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ დედას საკეისრო კვეთაზე აგზავნიან. ამასთან ერთად იკვლევენ პლაცენტის მდგომარეობას, საშვილოსნოს ყელს, ამნიონური სითხის რაოდენობას.

სამშობიარო არხის გახსნა გრძელდება და ამიტომ არ არის რეკომენდებული ერთ პოზაში დიდხანს დგომა და ჯდომა – ეს არის დამატებითი დატვირთვა ზურგის კუნთებზე. კარგია, თუ აუზზე ან ორსულთა იოგაზე დადიხართ. დადიხართ თუ არა ორსულთა კურსებზე? კურსებზე თქვენ გაიაგებთ, რომ ბევრი ცრურწმენა და შიში მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობის გამო გაწუხებთ და სამშობიარობაში სრულიად მომზადებული მიხვალთ!

ეცადეთ სახლიდან არ გახვიდეთ „გაცვლა-გამოცვლის“ ბარათის, ტელეფონის და კარგი განწყობის გარეშე!