იცოდით, რომ ორსულობის 30-ე კვირაში თქვენმა ბავშვმა უკვე ისწავლა თვალების მოძრაობა გვერდიდან გვერდზე? ახლა მას ჯერ კიდევ არ შეუძლია გამოიყენოს თვალების მთელი „ფუნქციონალობა“, მაგრამ დაბადებიდან მალევე აანაზღაურებს ყველაფერს: სამყარო ისეთი დიდია და მისი ყველა საინტერესო მომენტები უნდა ნახოს!

30 კვირისთვის საშვილოსნო ჭიპიდან 10 სანტიმეტრით მაღლა აიწია, წონა რაც აქამდე მოიმატეთ არის: ბავშვი (1600 გრამი), პლაცენტა, ამნიონური სითხე, სისხლი სისხლძარღვებში, ცხიმები, წყალი, რომელიც თქვენს ორგანიზმშია. თუ სუნთქვა გიჭირთ, ამის მიზეზი გულის დატვირთვაა. საშვილოსნო მაღლა აიწია, შინაგანი ორგანოების გაწევ-გამოწევით და თავისთვის ადგილს გამონთავისუფლებით. დიაფრაგმა ახლა არც თუ ისე ბუნებრივ მდგომარეობაშია, გული მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში. შეიძლება გაგიჭირდეთ ღრმად სუნთქვა, მაგრამ სამიდან ოთხ კვირაში ნაყოფი თანდათან დაიწყებს დაბლა დაწევას და სუნთქვა გაგიადვილდებათ.
ორსულობა, დედობა, პრეგნა-5, ორსულობის 30-ე კვირამკერდი აგრძელებს ზრდას, შესაძლებელია კოლოსტრუმის გამოყოფა. ამ ცვლილებებთან ერთად შეიძლება წარმოიშვას საჭმლის მონელების პრობლემები – საშვილოსნო აწვება ყველა ორგანოს, რაც ართულებს მათ სრულყოფილ ფუნქციონირებას. მეტეორიზმის წარმოქმნის, გაზების წარმოქმნის და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მენიუდან გამორიცხეთ რძის პროდუქტები, ტკბილეული და ცომეული შემცველი საკვები.

ორსულობის 30-ე კვირის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა შარდვის სურვილი და სიტუაციური შეუკავებლობა (როდესაც იცინი ან ახველებთ). არ არსებობს პანაცეა, არის მხოლოდ ძალიან მარტივი რეკომენდაცია, წახვიდეთ საპირფარეშოში, როგორც კი ოდნავი სურვილიც კი გაგიჩნდება.

ახლა, ალბათ, უფრო და უფრო გიჭირთ გადაადგილება და ამიტომ გირჩევთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი საყოფაცხოვრებო გარემოში: დააფინეთ სააბაზანოში სილიკონის ხალიჩა ისე, რომ ფეხი არ დაგიცურდეთ, სთხოვეთ ქმარს დაგეხმაროთ თქვენთვის საჭირო ნივთების ზედა თაროებიდან ჩამოღებაში.

გააკონტროლეთ ჰემოგლობინის დონე, რათა არ გამოგრჩეთ ანემიის განვითარება, მიირთვით ორსულებისთვის განკუთვნილი საკვები, მიიღეთ ვიტამინების კომპლექსები.

პრეგნა-5 არის 5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და თავსებადი ვიტამინებისა და მინერალების უნიკალური კომბინაცია დედისა და მისი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

30-ე კვირაში შეიძლება კვლავ იგრძნოთ ცხელება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის მიზეზი ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების ინტენსივობაა. ეს მდგომარეობა ნორმას არ სცილდება, უბრალოდ დამატებით დისკომფორტს გიქმნით.

გრძელდება სავარჯიშო შეკუმშვები, რაც მიუთითებს ორგანიზმის მომზადებაზე ბავშვის გაჩენისთვის. მას, სხვათა შორის, ისინი საერთოდ არ აყენებენ ზიანს. თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნიათ “თქვენი” ძილისთვის მოსახერხებელი პოზა, სცადეთ დაიძინოთ მარცხენა გვერდზე. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ სწორედ ასე გრძნობენ თავს ყველაზე კომფორტულად. გარდა ამისა, როცა გვერდზე წევხართ ღრუ ვენაზე ზეწოლა არ ხდება.

ორსულობის 30-ე კვირაში შეგიძლიათ დეკრეტულ შვებულებაში გასვლა. თუმცა, სავარაუდოდ, თქვენ თვითონ ახლა გრძნობთ, რომ მუშაობა ბევრად უფრო რთული გახდა, ვიდრე ადრე. არ გადადოთ მომენტი, რადგან ახლა შეგიძლიათ გადაერთოთ სრულიად ახალ, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო ამოცანებზე: საბავშვო ოთახის მომზადებაზე, ბავშვისთვის პირველი სათამაშოებისა და ტანსაცმლის შერჩევაზე.

ორსულობის 30-ე კვირა: ბავშვის შესახებ

30-ე კვირაში ბავშვის ხრტილოვანი ქსოვილი თანდათან იწყებს გამაგრებას და სხეული უკვე თითქმის იმ ფორმაშია, როგორიც იქნება დაბადებისას. ბავშვის ნაზ კანზე გავლენას ახდენს ამნიონური სითხე, ამიტომ ის ახლა არ გამოიყურება გლუვად. მაგრამ მეორე მხრივ, ცხიმმა, რომელიც ამ დროისთვის დააგროვა თქვენმა პატარამ, უკვე გახადა ის უფრო მომრგვალებული და შეუძლია დამოუკიდებლად დაარეგულიროს სითბოს გადაცემა.

თანდათანობით თქვენი სიმპათიური პატარა იშორებს თავის ღინღლს. დარჩენილი თმები დასცვივდება დაბადებიდან პირველი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება უფრო მნიშვნელოვან პროცესებს, ახლა აქტიურად იზრდება ბავშვის ტვინის მასა და მისი ქერქი. თქვენ თვითონ შეამჩნევთ, რომ ის ახლა კიდევ უფრო მგრძნობიარეა იმ ბგერების მიმართ, რომელიც ესმის, მაგრამ როცა ისინი „ჩვეული ხმების“ კატეგორიაში შედიან, ის ახდენს მათ იდენტიფიცირებას და მშვიდდება.

ბავშვი აგრძელებს სუნთქვის ვარჯიშებს: ამნიონური სითხის გადაყლაპვისას აწევს და დაწევს გულმკერდს. ხანდახან ასლოკინებს და თქვენს ამას გრძნობთ 🙂

pregna5, pregna-5, პრეგნა-5, ორსულობის 30-ე კვირაბავშვმა უკვე ისწავლა მისთვის დროის დათმობის თხოვნა. თქვენ გრძნობთ თუ როგორ გეძახით „სალაპარაკოდ“, როცა გიბიძგებთ? ან როგორ იწყებს მოძრაობს, როცა ელაპარაკებით ან ეფერებით? ემოციური კავშირი იმდენად ძლიერია, რომ ის თითქმის მთლიანად განიცდის თქვენს ემოციებს!

ორსულობის 30-ე კვირა არის დრო, როდესაც მცირდება ამნიონური სითხის რაოდენობა და როდესაც ბავშვი ვიწროდ გრძნობს თავს თქვენში. და, რაც არ უნდა გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს ახლა, მაგრამ ის ჯერ კიდევ გაიზრდება! მას თავისი „ბიორიტმები“ აქვს, რომლის მიხედვითაც მას სძინავს და ფხიზლობს. შემდეგი რეკომენდაცია ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ მაინც ნუ ეცდებით ახალშობილის „გადამზადებას“ თქვენთვის მოსახერხებელ რეჟიმში. გარდა იმისა, რომ უსარგებლოა, ეს ასევე საშიშია პატარა ადამიანის ნერვული სისტემისთვისაც.

ამ პერიოდში ბავშვს შეუძლია შემოტრიალდეს „სწორ“ პოზაში და თუ ასეთი ჭკვიანი ბავშვი გყავთ, რეკომენდებულია მუცლის დაფიქსირება ბანდაჟით. თუ მას მაინც სურს ცელქობა მაშინ ნუ ჩქარობთ განგაშის ატეხვას. მას და თქვენ კიდევ ორი კვირა გაქვთ!

რეკომენდაციები 30 კვირისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, არ არსებობს გარანტია, რომ მშობიარობა მოულოდნელ დროს არ დაიწყება. ამიტომ, პასპორტის მსგავსად, თან იქონიეთ „გაცვლა-გამოცვლის“ ბარათი, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი მოცულობისა. ის აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში საავადმყოფოს კარები შეიძლება დაიხუროს თქვენთვის. სხვათა შორის, უკვე გადაწყვიტეთ, რომელ სამშობიაროში იქნება თქვენი პირველი პაემანი პატარასთან?

ორსულობის 30-ე კვირას, ანალიზების მხრივ სიფილისის ანალიზი დაემატება სისხლ-შარდის სტანდარტულ კომპლექტს. მათ ასევე შეუძლიათ შეამოწმონ თქვენი რკინის დონე, გააკეთონ კოაგულოგრამა. დანარჩენი ანალიზები შეიძლება დაინიშნოს საჭიროებისამებრ და ექიმი შეგატყობინებთ მათ შესახებ.

ეგრეთ წოდებული „პრენატალური“ დეპრესიის შესაძლო განვითარების მიუხედავად, შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება. გადაიტანეთ ყურადღება სევდიანი ფიქრებისგან ქმართან საუბრით, განიხილეთ სახელები, რომლებიც მოგწონთ (თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ), ესაუბრეთ პატარას. იქნებ მინიშნებას მოგცეთ, თუ რა სახელი მოსწონს? 😉