დაიწყო ორსულობის მე-3 კვირა– სწორედ ამ პერიოდში შესაძლებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება და შემდეგ მისი საშვილოსნოს კედელში იმპლანტირება. შეიძლება ჯერ კიდევ ვერ განიცადოთ რაიმე ახალი შეგრძნებები, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმმა აქტიური გარდაქმნა დაიწყო.
იმ შემთხვევაში, თუ განაყოფიერება არ მომხდარა ციკლის დაწყებიდან მეორე კვირაში, მაშინ სწორედ, რომ ახლა არის ამის დრო. კვერცხუჯრედს ოვულაციის მომენტიდანსპერმატოზოიდების შესახვედრად აქვს 24 საათი. ყველაზე დადებით სცენარში მესამე კვირა გახდება X კვირა: სპერმატოზოიდი შეერწყმება კვერცხუჯრედს და გადაიქცევა ზიგოტად. ის შეიცავს ქრომოსომების ორმაგ კომპლექტს და მომავალი ბავშვის სქესი დამოკიდებული იქნება მის კომბინაციაზე.
https://pregna-5.com/ovulation/
მესამე კვირას ზიგოტა იწყებს გაყოფას: მე-4 დღეს მას აქვს 32 უჯრედი, მე-7 დღეს კი 250-მდე! ვიზუალურად ის წააგავს პაწაწინა ბურთულას, 0,1-0,2 მმ დიამეტრით! ამ ეტაპზე ზიგოტის კვება ხდება საკუთარი რეზერვების ხარჯზე. მესამე კვირის ბოლოს მომავალი ბავშვი აღმოჩნდება საშვილოსნოში, იწყება სანაყოფე ბუშტის, ამნიონური სითხის და ემბრიონის რუდიმენტების ფორმირების პროცესი.
ორსულობის მე-3 კვირა ერთ-ერთ კრიტიკულ პერიოდად ითვლება: ნაყოფი ცდილობს დედის ორგანიზმში „დასახლებას“, მაგრამ შეიძლება უარყოფილი იყოს როგორც უცხო სხეული.
იმპლანტაციის პროცესს საშუალოდ 40 საათი სჭირდება და წარმატების შემთხვევაში ემბრიონი ფიქსირდება ენდომეტრიუმის შრეში – დედა-შვილის ძლიერი კავშირის პირველი ეტაპი. კიდევ რამდენიმე დღე, და ტესტი დადებით შედეგს გიჩვენებთ.
ორსულობის პირველი ნიშნები
ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ბავშვის გაჩენას, შეიძლება იგრძნონ სისუსტე, გაღიზიანება და გულისრევა, შეიძლება ტკივილები გაჩნდეს მუცლის ქვედა ნაწილში და გაიზარდოს სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა. ზოგჯერ ქალები აღნიშნავენ მცირე სისხლოვან ლაქებს – ეს არის იმპლანტაციური სისხლდენა. მენსტრუაციისგან განსხვავებით, ის ნაკლებად უხვია და გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. საკვერცხეებში იზრდება პროგესტერონის, „ორსულობის ჰორმონის“ გამომუშავება.
რეკომენდაციები მე-3 კვირისთვის
✓ გაიარეთ ტესტი hCG-ზე ორსულობის დასადასტურებლად;
✓ გაიარეთ ტესტირება პროგესტერონის დონეზე;
✓ ნუ ივლით ხალხმრავალ ადგილებში, ნუ გექნებათ კონტაქტი გაციებულ ადამიანებთან, რათა არ დაინფიცირდეთ.
✓ ეძებეთ პოზიტიური მომენტები ყოველდღე, ისიამოვნეთ თქვენი ახალი მდგომარეობით.