ორსულობის 26-ე კვირა, ახლა თქვენი ბავშვი თითქმის 1 კგ-ს იწონის! და თქვენი წონა უკვე შეიძლება გაზრდილიყო 7-10 კგ-ით. თუ თქვენ იმ ქალთა რიცხვიდან ხართ, რომლის დილა იწყება აწონვით, მაშინ წონაში ყოველკვირეული მატება იქნება + 300-400 გრ. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ შეგრძნებებით ხელმძღვანელობთ, კვირაში ერთხელ წონის კონტროლი არ იქნებოდა ზედმეტი. თუ მაინც გაგექცათ წონა და ძალიან ბევრი მოიმატეთ, ნუ იჩქარებ „გუგლში“ ახალი დიეტების მოძიებას – უბრალოდ გადადით დაბალანსებულ კვებაზე. ხოლო ტკბილეულობა და მავნე საკვები დაურიგეთ მტრებს 🙂

ახლა თქვენი მუცელი უფრო და უფრო დამრგვალებული ხდება და ეს მზარდი მუცელი, რა თქმა უნდა, გიხდებათ. ამავდროულად, პლაცენტა აგრძელებს ზრდას და ეს პროცესი თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. მოემზადეთ იმისთვის, რომ ისევ გაგიჩნდებათ ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება. საყოფაცხოვრებო საქმის კეთებისას შეიძლება გაგიჩნდეთ ქოშინი, რომლის პროვოცირებას მზარდი საშვილოსნო იწვევს. ამ პრობლემისგან თავის დაღწევის რეცეპტი მარტივია – გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე, ბავშვს ეს ძალიან მოეწონება!

7 თვის ორსულებმა დღეში მინიმუმ ორი საათი უნდა გაატარონ გარეთ: თბილ სეზონზე შეგიძლიათ მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, ჩიტებს და უყუროთ როგორ თამაშობენ ბავშვები. ძალიან მალე, თქვენი შვილიც თავისი პატარას ფეხებით ირბენს ამ პარკის ხეივნებში!

მკერდი 26-ე კვირაში აგრძელებს ზრდას, ამიტომ კარგად შერჩეული საცვლები კარგ სამსახურს გაგიწევენ. რაც შეეხება უსიამოვნო სიმპტომებს, გულძმარვა და შარდვის გახშირებული სურვილი გასული კვირებიდან ამ კვირაშიც გადმოვიდა. თუ ისინი არ იწვევენ დისკომფორტს, არ ინერვიულოთ. უნდა მიმართოთ ექიმს, თუ საპირფარეშოში ვიზიტს თან ახლავს მტკივნეული შეგრძნებები, მჭრელი ტკივილი. წონის საკმაოდ მკვეთრი მატების გათვალისწინებით, მომავალი დედები შეიძლება უჩივიან ტკივილს ზურგისა და ბარძაყის სახსრებში. სხვათა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასვენება ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება, თუ მას გრილ ოთახში გაატარებთ, სადაც არ იქნება ძალიან მკვეთრი შუქი.

pregna, pregna-5, პრეგნა-5, ორსულობა, ორსულობის 26-ე კვირაინფორმაცია დედებისთვის, რომლებსაც აქვთ ფეხის კრუნჩხვები: ეცადეთ, უფრო ხშირად შეცვალოთ პოზა, არ იდგეთ ან იჯდეთ დიდხანს. თუ მოგწონთ ფეხების გადაჯვარედინება, როგორც მინიმუმ ბავშვის დაიბადებამდე, დაივიწყეთ ეს ჩვევა. ორსულობის კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო თანამგზავრია „ბატის კანი“, რომელსაც ქალების უმეტესობა უჩივის. მათი გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ერთიანი დასკვნა არ არსებობს, მაგრამ მთავარია, რომ ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

სავარაუდოდ, თქვენ უკვე მიჩვეული ხართ „სავარჯიშო შეკუმშვებს“ და ახლა ისინი უფრო ხშირად მოხდება. არ ინერვიულოთ, თუ შეგრძნებები ოდნავ მტკივნეულია, ისინი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი მიმდინარე ცვლილების შესახებ.

ახალი ამბები მუცლიდან

ის კვლავ ვარდისფერია, მაგრამ ბევრად უფრო მრგვალი, კანქვეშა ცხიმის დაგროვილი ფენის გამო. ბავშვის კანი თანდათან გლუვდება და თქვენი პირველი შეხვედრისას ის უბრალოდ წარმოუდგენლად ლამაზი იქნება!

ორსულობის 26-ე კვირა, დრო, როდესაც ბავშვის თვალები ღია ხდება! ახლა ისინი მშვენიერი ლურჯი ფერისაა, ხოლო „გენეტიკური“ პიგმენტი გამოჩნდება პატარის დაბადებიდან პირველი თვეების განმავლობაში. ახლა თქვენს შიგნით ის კიდევ უფრო მეტ ინტერესს იჩენს: მას შეუძლია დაათვალიეროს საშვილოსნოს კედლები და სინათლის ვიბრაცია. როდესაც კიდევ ერთხელ იგრძნობთ მის მისალმებას შიგნიდან, დააკვირდით სადმე ახლოს ხომ არ ისმის მუსიკის ხმა. ალბათ ბავშვმა გაიგო და დიდი სიამოვნებით ცეკვავს!

ყურები თავზე აღარ აქვს მიკრული. როდესაც ბავშვს ესმის მკვეთრი და უცნობი ხმები, ის იწყებს ნერვიულობას, ხოლო ყველაფერს, რაც ახალია და არ არის საშიში, ის ინტერესით უსმენს: ის უყურებს ყველა სატელევიზიო შოუს თქვენთან ერთად, გაიტაცებულია მანქანის ხმით, რომელმაც მამასთან ერთად ჩაიქროლა, იძინებს კატის კრუტუნზე, როცა მთელი ოჯახი აპირებს დასვენებას. ხოლო მისი საყვარელი ხმები, რა თქმა უნდა, მშობლების ხმებია.

ახლა თქვენი პატარა იწონის 969 გრამს და თითქმის 34 სანტიმეტრი სიმაღლისაა!

მისი ენის პაპილები საკმაოდ კარგად არის განვითარებული, ასე რომ, როდესაც ფიქრობთ იმაზე, თუ რა კერძს მიირთმევთ, გახსოვდეთ, რომ ბავშვი ასევე იგრძნობს კერძის გემოს. სხვათა შორის, იცით თუ არა რომელია მისი საყვარელი კერძი?

პრეგნა-5, Pregna-5, pregnancy, ორსულობის 26-ე კვირანუ მიიღებთ ტკბილეულს დიდი რაოდენობით, რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ისინი: „სულ ერთი ნაჭრიდან“ ორსულთა დიაბეტამდე გზა გაცილებით მოკლეა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რაც შეეხება ბავშვს, რატომ უნდა გავზარდოთ ტკბილეულის მოყვარული ბავშვი სიცოცხლის პირველივე თვეებიდან?

ამ კვირაში ბავშვის ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს:
სარძევე კბილები აგრძელებს განვითარებას, ხოლო ძირითადი კბილები ოსსირდება;
ტვინის უჯრედებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე, მიაღწიეს სიმწიფეს;
ჰიპოფიზის ჯირკვალმა დაიწყო ზრდის ჰორმონის გამომუშავება.

ბავშვს უკვე გააჩნია თავისი ბიოლოგიური საათი და თუ თქვენ ისწავლეთ მისი გაგება, მიხვდებით, იზრდება თუ არა თქვენში „ტოროლა“ თუ პატარა „ბუ“ 🙂

ბავშვის გული წუთში 120-180 დარტყმის სიჩქარით სცემს და ადგილი, რომელსაც ის იკავებს, არასაკმარისი ხდება. თავისუფალი ტრიალი და საშვილოსნოში მოგზაურობა წარსულს ჩაბარდა და ძალიან მალე ის დაიკავებს პოზიციას, რომელშიც დარჩება დაბადებამდე.

ორსულობის 26-ე კვირა: რა არის ახალი?

როდესაც ორსულობის მეორე ტრიმესტრი სრულდება, თქვენ ნათლად იცით, რომელ მომენტში სძინავს თქვენს შვილს და როდის არის ფხიზლად. თუმცა, თუ თქვენ გატაცებული ხართ საკუთარი საქმეებით, შეიძლება გამოტოვოთ ბავშვის ჩაძინების მომენტი. შემდეგ კი, როცა ვერ მიხვდებით თუ რა მიზეზით არ აქტიურობს თქვენი პატარა, დაიწყებთ ნერვიულობას. ამ შემთხვევაში წამოწექით დასასვენებლად: ბავშვი, დიდი ალბათობით, გაიღვიძებს და გაგიფანტავთ თქვენს დარდებს.

ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ 26-ე კვირაში ძილი უფრო და უფრო რთული ხდება: მუცლის მოხერხებულად „დადების“ შეუძლებლობის გამო! ყველაზე კომფორტულ და უნივერსალურ პოზიციად ითვლება მარცხენა გვერდზე წოლა ფეხებს შორის მოთავსებული ბალიშით ან საბნით.

რაც შეეხება ანალიზებს: ტრადიციულად, ექიმი ზომავს წნევას, გაგაგზავნით შარდის ანალიზზე, მოუსმენს ბავშვის გულისცემას და რეკომენდაციას მოგცემთ გაიაროთ გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი.

მეტი დრო გაატარეთ ქმართან, იყავით გულახდილები საყვარელ ადამიანებთან და მოემზადეთ მესამე ტრიმესტრის დასაწყებად, მანამდე მხოლოდ 7 დღე დარჩა!