როგორ გრძნობთ თავს? დადგა ორსულობის 22-ე კვირა. სავარაუდოდ, ზურგის ქვედა ნაწილში გრძნობთ ტკივილს: ორსული ქალის მზარდი წონა და მზარდი მუცელი მნიშვნელოვანი გამოცდა ხდება ლიგატებისა და სახსრებისთვის. დახმარების აღმოჩენა შეუძლია აუზს ორსულებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშებით, სადაც სპეციალისტის მეთვალყურეობუს ქვეშ სპეციალურ ვარჯიშებს შეასრულებთ.
ალბათ, გრძნობთ, როგორ მხიარულობს თქვენი პატარა შიგნით, როგორც კი წამოწვებით. მაგრამ როცა თქვენ რაღაცას აქტიურად აკეთებთ, ან სეირნობთ, მას მშვიდად სძინავს – თქვენი ყველა მოძრაობა ამშვიდებს და აძინებს მას. ჩვენ გირჩევთ, ზედმეტად არ ჩაიციკლოთ ბავშვის აქტივობაზე: თუ დილით და საღამოს მოახერხეთ და იგრძენით მისი გადატრიალებები, მაშინ ყველაფერი რიგზეა. შეშფოთების ერთადერთი ობიექტური მიზეზი შეიძლება გახდეს ის ფაქტი, თუ მის მოძრაობებს ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ იგრძნობთ.
როგორც წესი, ორსულობის 22-ე კვირას უფრო და უფრო ვლინდება პიგმენტური ლაქები, „ორსულობის ნიღაბი“ და ხაზი, რომელიც მუცელს ჩასდევს ჭიპიდან ბოქვენის ძვლამდე. ახლა, სტრიების და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, მომავალი დედებისთვის ეფექტური კოსმეტიკა უნდა შეაირჩიოთ.
თქვენ უკვე იცით წყლის სმის რეჟიმის, მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ ახლა სითხე შესაძლოა ოდნავ შეკავებული იქნას ორგანიზმში თირკმელების დიდი დატვირთვის გამო. შედეგად შეიძლება გაჩნდეს სახის, ხელების და ფეხების შეშუპება. შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, ბავშვის გაჩენის შემდეგ, შეშუპება თავისთავად გაივლის.
ახლა თქვენ, ისევე როგორც ქალების უმეტესობამ 22 კვირაში, შეიძლება დაგეწყოთ ანემიისგანვითარება. ეს ხდება სისხლის რაოდენობის გაზრდით და მისი სიბლანტის შემცირების გამო. არ არსებობს შეშფოთების მიზეზი, ისევე როგორც არ არსებობს ჰემოგლობინის დონის დაქვეითების სიმპტომები: ორსულთა უმეტესობა მისი დონის შესახებ გეგმიური გამოკვლევის დროს იგებს. იდეალურ შემთხვევაში, მაჩვენებლები არ უნდა იყოს 110 გ/ლ-ზე დაბალი. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ცილის მაღალი შემცველობის საკვების და რკინის პრეპარატების დამატება.
სპეციალურად ორსულობისთვის მომზადების სტადიაზე მყოფი ქალებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდისთვის, შემუშავდა პრეგნა-5 ვიტამინების კომპლექსი რკინის მაღალი შემცველობით და დედისთვის და ბავშვისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტით.
ორსულობის 22-ე კვირაში შესაძლოა ღრძილებიდან სისხლდენა დაგეწყოთ ან გქონდეთ მცირე სისხლდენა ცხვირიდან. თუ ეს იყო ერთჯერადი ეპიზოდები, მაშინ არ უნდა ინერვიულოთ, მაგრამ თუ სისხლდენა რეგულარული გახდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
ახლა შეიძლება განვითარდეს ვარიკოზული ვენები და, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო შედეგი, ჰემოროიდები. ექიმთან კონსულტაციის გარდა, საჭიროა რაც შეიძლება მაქსიმალურად გადახედოთ რაციონს, მიირთვათ საკმარისი რაოდენობით ახალი პროდუქტები, სუპები და მსუბუქი ბულიონები. უმეტეს შემთხვევაში, ბუასილი ბავშვის გაჩენის შემდეგ თითქმის უკვალოდ ქრება, ამიტომ წინასწარ არ უნდა ინერვიულოთ.
როგორ გრძნობს თავს ბავშვი?
ორსულობის 22-ე კვირა: ბოლო 7 დღის განმავლობაში ის 27,8 სმ-მდე გაიზარდა, წონამ კი 506 გრამამდე მოიმატა! ის, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია, მიუხედავად ვარდისფერი დანაოჭებული კანისა. თქვენი შეხვედრის მომენტისთვის ის სულ სხვანაირი იქნება! ამ პერიოდში უმჯობესდება ენდოკრინული სისტემა და ვითარდება ნაყოფის საოფლე ჯირკვლები.
იმის წყალობით, რომ თითქმის ყველა უჯრედი -ნეირონი უკვე ჩამოყალიბებულია ბავშვის ტვინში, ის ახერხებს თქვენს უფრო უკეთ გაგებას. მომდევნო კვირის განმავლობაში მას ჩამოუყალიბდება ხერხემალი.
ის ცდილობს ისუნთქოს: ბავშვი აკეთებს მოძრაობებს, რომლებიც ძალიან ჰგავს სუნთქვით ვარჯიშებს. რა თქმა უნდა, სრულფასოვან სუნთქვაზე საუბარი ნაადრევია, რადგან პირველი ჩასუნთქვა მხოლოდ დაბადების შემდეგ მოხდება, ახლა კი მის ფილტვებში სითხეა.
ამ კვირის მიღწევებიდან: ბავშვს გაუჩნდა ჯერ კიდევ უფერული წარბები, ხოლო ფრჩხილები ხელებსა და ფეხებზე სრულად ჩამოყალიბებულია. თქვენს მუცელში ის სწავლობს კიდურების მოხრას და გაშლას, იცის როგორ ხდება ეს, იკვლევს საკუთარ თავს. ის ეხება სახეს, სწავლობს თავის დახრას, როცა უნდა რომ მისწვდეს თითს. მისი მოძრაობები ქაოტურიდან უფრო და უფრო გააზრებული ხდება! ექოსკოპიაზე შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ იკვლევს ჭიპლარს ან ეთამაშება მას!
ორსულობის 22-ე კვირა: რეკომენდაციები მომავალი დედისთვის
თქვენ ალბათ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ მართოთ მანქანა, უბრალოდ უნდა ისწავლოთ ღვედის გამოყენება თქვენი „საინტერესო მდგომარეობის“ გათვალისწინებით. შესაძლოა, დადგეს საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ქმართან ახლო ურთიერთობის აღდგენა, თუ იმის გამო, რომ ცუდად გრძნობდით თავს მათზე უარი თქვით. თუ ექიმი არ გიკრძალავთ, მაშინ რატომაც არა?
ორსულობის 22-23 კვირაში თქვენ ხელმეორედ უნდა ჩააბაროთ სისხლის ანალიზი აივ-ზე.
საინტერესოდან: ვინაიდან ორგანიზმში შესაძლებელია სითხის შეკავება, ზოგიერთ დედას შეიძლება დასჭირდეს უფრო დიდი ზომის ფეხსაცმლის შეძენა. ეს დროებითი საჭიროებაა, მშობიარობის შემდეგ მარტივად შეგიძლიათ კვლავ დაუბრუნდეთ თქვენს საყვარელ ფეხსაცმელებს.
დაუთმეთ საჭირო დრო თქვენს მეუღლეს, განიხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები, ესაუბრეთ პატარას. ის გისმენთ და უხარია, როცა დედასა და მამას შორის ურთიერთგაგება და ჰარმონიაა!