ორსულობის ნახევარი პერიოდი უკან მოიტოვეთ! მაგრამ ყველაზე საინტერესო ახლა იწყება, რადგან ყოველდღე თქვენი შვილი სწავლობს არა მხოლოდ ახალ საინტერესო აქტივობებს, არამედ იკვლევს საკუთარ თავსაც. მას შეუძლია ფეხებზე და მკლავებზე მოფერება, ხოლო ორი ნაყოფის შემთხვევაში, შეუძლია თამაში ძმასთან ან დასთან!
არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ორსულობის 21-ე კვირას იგრძნობთ ძალის მატებას და თქვენი განწყობა იქნება ამაღლებული. ბავშვი აქტიურად რეაგირებს თქვენს ხმაზე და შეხებაზე, მაგრამ ძირითადად ღამით – დღისით სძინავს. პარადოქსულია, როცა ფეხით დადიხართ ან თქვენს საქმეზე მიდიხართ, თქვენი მოძრაობები არწევს და აძინებს თქვენს პატარას, ხოლო როცა წამოწვებით ის იღვიძებს და იწყებს აქტიურ ცხოვრების წესს. თუ ის ძალიან აქტიურია, შეიძლება მას არ მიეწოდებოდს საკმარისი ჟანგბადი – გაზარდეთ სუფთა ჰაერზე სეირნობის დრო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სისხლში ჰემოგლობინის დონე – თუ ის დაბალია, მაშინ ორგანიზმი, პრინციპში, ვერ ახერხებს ნაყოფის ჟანგბადის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფას. სისხლში ჰემოგლობინის დონის გასაზრდელად, გაზარდეთ უცხიმო ცილის რაოდენობა თქვენს რაციონში და დარწმუნდით, რომ ორსულთათვის ვიტამინების კომპლექსი, რომელსაც თქვენ იღებთ, შეიცავს რკინის საჭირო რაოდენობას. ბავშვის დასამშვიდებლად, მშვიდად ესაუბრეთ, უმღერეთ სიმღერა, მოეფერეთ. ამბობენ, რომ ძილის წინ ერთი ჭიქა თბილი რძე დაგამშვიდებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს პატარასაც. სცადეთ!
ორსულობის 21-ე კვირა: თქვენი სასწორის ისარი კვლავ ზევით მიიწევს – ბავშვი აქტიურად აგროვებს ცხიმის ფენას. ამავე დროს დაბრუნდება რაღაცის ჭამის ქრესტომათიული სურვილი. არ შეიზღუდოთ საკუთარი თავი პრეფერენციებში, უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ მოხმარებული საკვების რაოდენობას.
გამომდინარე იქიდან, რაც ხერხემალი ახლა “გატარებთ” არა მხოლოდ თქვენ, არამედ ბავშვსაც, შეიძლება დაიწყოს წელის ტკივილი. მას განსაკუთრებით იგრძნობენ ის დედები, რომლებიც არ მეგობრობდნენ სპორტთან. ეცადეთ, დიდი დრო არ გაატაროთ ფეხზე დგომით, მიეცით ზურგს დასვენების საშუალება. თუ გიყვართ ცურვა, ჩაეწერეთ ორსულების გაკვეთილებზე აუზში, სადაც ინსტრუქტორი შეგირჩევთ სპეციალურ ვარჯიშებს და გაგიწევთ მეთვალყურეობას.
რა სიახლეებია თქვენს პატარასთან?
ის კვლავ გაიზარდა: სიმაღლე თითქმის 26 სანტიმეტრია, წონა კი 416 გრამი! ძვლის ტვინი წამყვან როლს ასრულებს – ის გამოიმუშავებს სისხლის უჯრედებს. ორსულობის 21-ე კვირას ბავშვს სარძევე კბილები და მუდმივი კბილები ჩამოყალიბებული აქვს, ნაყოფი კი დაგროვილი ცხიმის გამო უფრო და უფრო „დამრგვალებული“ ხდება.
გაითვალისწინეთ ეს თქვენი მენიუს დაგეგმვისას, რადგან ცხიმის დაგროვების პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მადაზე.
ვითარდება საჭმლის მომნელებელი სისტემა და მასში უკვე არსებობს საჭირო ფერმენტები! ამნიონური სითხის გადაყლაპვით და გადამუშავებით ბავშვი ვარჯიშობს დამოუკიდებლად კვებაში.ჯერჯერობით მას საშვილოსნოში საკმარისი ადგილი აქვს, რის გამოც საკმაოდ მშვიდად ტრიალებს მასში და თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, სად და როგორ დაწვა ამჯერად. ეს გართობა დასრულდება მხოლოდ 35-ე კვირას, როცა ბავშვი ერთ პოზაში იქნება დაფიქსირებული. მანამდე კი ითამაშეთ მასთან ერთად!
ორსულობის 21-ე კვირა: რეკომენდაციები
მოემზადეთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება გაჩნდეს ქოშინი – როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმე საშვილოსნოშია, რომელიც იზრდება ბავშვთან ერთად. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, დამშვიდდით, რამოდენიმეჯერ მშვიდად ამოისუნთქეთ და ჩაისუნთქეთ და თუ გარემოებები საშუალებას მოგცემთ, გადით სუფთა ჰაერზე.
მკერდი რჩება მგრძნობიარე, შესაძლებელია კოლოსტრუმის გამოყოფა, რომლის გასუფთავება მხოლოდ ხელსახოცითაა შესაძლებელი. კვება უნდა იყოს სრულყოფილი და მრავალფეროვანი.
ორსულობის 21-ე კვირას შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ მუცლის ქვედა ნაწილში საწოლიდან ადგომისას – ეს რბილდება ხრტილოვანი ქსოვილი ისე, რომ მშობიარობის დროს ბავშვისთვის კომფორტული იყოს სამშობიარო არხების გავლა.
ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ბავშვის სახელის შერჩევა, დაკავდეთ საბავშვო ოთახის მოწყობის სასიამოვნო საქმეებით, შეურჩიოთ პირველი გარდერობი!