ორსულობის მე-2 კვირა, რომელიც მხოლოდ სამეანო სტანდარტებით ითვლება ორსულობად, არის ორი ათეული ფოლიკულის განვითარებისა და მომწიფების დრო. ერთ-ერთი მათგანი სკდება და მისგან კვერცხუჯრედი გამოვა, რომელიც სულ მალე განაყოფიერდება. ასე ხდება ოვულაცია, რომლის დღეები ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად ითვლება.

როგორ განვსაზღვროთ ოვულაციის დღეები?

უმარტივეს გზას წარმოადგენს ოვულაციის ტესტის გაკეთება ან ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. მაგრამ თუ თქვენს ყურადღებით აკვირდებით თქვენს ორგანიზმს, შეგიძლიათ შეამჩნიოთ მთელი რიგი ცვლილებები.

ტკივილის შეგრძნებები საკვერცხეში, საიდანაც კვერცხუჯრედი გამოიყოფა;
ხანმოკლე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
ბაზალური ტემპერატურის მატება;
ვაგინალური გამონადენის მოცულობის ზრდა: ის გამჭვირვალე და სქელი ხდება.

განაყოფიერება შეიძლება მოხდეს ოვულაციისშემდეგ ერთი დღის განმავლობაში, თუმცა სპერმატოზოიდები ქალის სხეულში სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებნ 3 დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ თუ სქესობრივი კავშირი იყო ოვულაციამდე ორი-სამი დღით ადრე და ერთი დღის შემდეგ, მაშინ დაორსულების ალბათობა მიმდინარე ციკლში დიდია.

ამ დროს ქალის სხეულში კიდევ ერთი პროცესი მიმდინარეობს: საშვილოსნოს კედლები სქელდება, ემზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად. თქვენი ორგანიზმი ყოველთვიურად ასრულებს ამ საქმეს!

პრეგნა, პრეგნა5, პრეგნა-5, ორსულობის მე-2 კვირა

ორსულობის ტესტი ჯერ კიდევ აჩვენებს ერთ ხაზს, რადგან hCG დონე ჯერ კიდევ არ არის მაღალი. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი და თქვენი ბავშვის ორგანიზმისთვის სასარგებლოდ!

რეკომენდაციები ორსულობის მეორე კვირისთვის:

შექმენით ხელსაყრელი პირობები მომავალი სიცოცხლის განვითარებისთვის;
მოახდინეთ ფოკუსირება ცხოვრების დადებით ასპექტებზე;
მაქსიმალურად გაამრავალფეროვნეთ თქვენი კვება: რაციონი უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ელემენტს თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის;
გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტურად საოცარი ცვლილებები დაიწყება!