იცით, რა საერთო აქვთ ახალშობილ კნუტსა და თქვენს პატარას? ახლა ისინი ერთიდაიგივე ზომისები არიანი! ბავშვის წონა უკვე 118 გრამია, სიმაღლე კი 16,4 სანტიმეტრი! ორსული ქალის საშვილოსნო და პლაცენტა ზომაში იმატებს, ამ უკანასკნელის ფორმირება კი უკვე დასრულებულია, და მომავალი დედა გრძნობს ძალის მატებას!
დიდი ალბათობით, მე-16 კვირაზე შეამჩნევთ „ემოციური უკიდურესობების“ რაოდენობის შემცირებას, უფრო მშვიდი გახდებით, მაგრამ მგრძნობელობა ალბათ ბავშვის დაბადებამდე შენარჩუნდება. აბა გვითხრით, უკვე მიეჩვიეთ თქვენს ასეთ მდგომარეობას? ისწავლეთ მისგან სიამოვნების მიღება?
თქვენი ასაკის მიუხედავად, ორსულობის გამო გულზე დატვირთვა იზრდება: ასე უზრუნველყოფს ორგანიზმი პლაცენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. ხომ გახსოვთ, რომ სწორედ ის არის პასუხისმგებელი ბავშვის დაცვაზე და მისი ყველა საჭირო ელემენტით უზრუნველყოფაზე?
თუ ცხვირიდან მსუბუქი სისხლდენა გაქვთ, არ ინერვიულოთ: კიდევ ერთხელ, ამის მიზეზი სისხლის მიმოქცევის გაზრდა წარმოადგენს. ახლა თქვენთვის და ბავშვისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სეირნობა ჟანგბადის სათანადო რაოდენობის მისაღებად. ორსულობის მე-16 კვირას შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მკერდი კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდა: აქ ყველაფერი ინდივიდუალურია, რადგან ზოგიერთი ქალისთვის მკერდის მომატებული მგრძნობელობა ორსულობის დაწყების პირველი სიმპტომია!
ახლა შარდვის სურვილი, რამაც შესაძლოა ორსულობის დასაწყისში შეგაწუხოთ, უფრო იშვიათად ჩნდება. თუმცა, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გათავისუფლდით „მოთმინების“ ჩვევისგან, მაშინ ამან, შესაძლოა ორსულების პიელონეფრიტის პროვოცირება გამოწვიოს, ნუ გარისკავთ! სწორედ ახლა რატომ იზრდება დაავადების განვითარების რისკი? ორსულობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის ქალის შარდსასქესო სისტემის დატვირთვის მიზეზი: გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელია ქალისა და ნაყოფის მეტაბოლური პროდუქტების მოცილებაზე, იგი ასევე პასუხისმგებელია ამნიონური სითხის გაწმენდაზე. ნუ უგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომ ორსულობის ჰორმონი პროგესტერონი გავლენას ახდენს შარდსასქესო სისტემის მუშაობაზე.
ორსულობის პიელონეფრიტის სიმპტომებია სიმძიმის შეგრძნება წელის არეში, ტემპერატურის მომატება, შარდის მღვრიე ფერი და დისკომფორტი შარდვის დროს. თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს.
როგორ შეიცვალა ბავშვი?
ორსულობის ადრეულ სტადიაზე ბავშვის თავი მკერდზე იყო მიჭერილი და ახლა მას საკმაოდ კარგად განვითარებულ კისერზე სწორად დაჭერა შეუძლია. ცოტა ხნის წინ, მისი თვალები დახუჭული იყო, ხოლო მე-16 კვირაში ქუთუთოები იწყებენ განცალკევებას. ის სასაცილოდ კრავს წარბებს და იმანჭება, ისწავლა პირის გაღება და … იღიმება! თქვენი ამოცანაა შეეცადოთ მისთვის ყველაზე კომფორტული პირობები შექმნათ, რათა თავი კარგად იგრძნოს და უფრო ხშირად გაიღიმოს!
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ყურები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული, ის სწავლობს გარედან მომდინარე ბგერების აღქმას! ენდოკრინული სისტემა აქტიური განვითარების პროცესშია, მაგრდება ფჩხილები. ის უკვე ოსტატურად და თავდაჯერებულად აკეთებს ბრუნვებს, მოძრაობების კოორდინაცია ყოველდღიურად უმჯობესდება. ახლა ბავშვის სასქესო ორგანო უკვე სრულად ჩამოყალიბებულია და ყურადღებიანი ექიმი უკვე შეძლებს გითხრათ თუ ვის ელოდებით!
ორსულობის მე-16 კვირა: რამდენიმე რჩევა
შესაძლოა ეს თქვენთვის სიახლე არ არის, მაგრამ მე-16 კვირიდან შეგიძლიათ იგრძნოთ როგორ მოძრაობს ბავშვი! თუ მან უკვე დაიწყო თქვენთვის ნიშნების მიცემა, გაუზიარეთ თქვენი სიხარული ექიმს: მომავალში ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება მშობიარობის სავარაუდო თარიღის კორექტირებისთვის.
ვიზიტის დროს ექიმს შეუძლია გაზომოს თქვენი წნევა და გაგაგზავნოთ შარდის საერთო ანალიზზე – ეს არის გეგმირი პროცედურები. სავალდებულოა პრენატალური სკრინინგი, რომელიც განკუთვნილია თანდაყოლილი მანკების გამოსარიცხად.
ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მათთან, ვინც დადებით ემოციებით გმუხტავთ და გახსოვდეთ, რომ თქვენშია ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. და ის ნამდვილად იღიმება ახლა!