ორსულობის მეათე კვირას ორსულმა ყურადღება უნდა გაამახვილოს სრულყოფილ ძილზე: ძილიანობა და მუდმივი დაღლილობის გრძნობა კვლავაც თან ახლავს მომავალ დედას.

ორსულობის მე-10 კვირა, პრეგნა-5, pregna-5თუ უკვე იმყოფებით ექიმთან აღრიცხვაზე, სავარაუდოდ, გსმენიათ ორსულებისთვის ვიტამინების კომპლექსების მიღების აუცილებლობის შესახებ. ისინი არა მარტო უზრუნველყოფენ დედის ორგანიზმს ყველა საჭირო კომპონენტით, არამედ ხელს უშლიან სპონტანური აბორტის საფრთხის წარმოქმნას. ორსული ქალების ვიტამინებში მთავარ როლს ასრულებს არა იმდენად კომპონენტების რაოდენობა, არამედ მათი თავსებადობა.

ქალის საშვილოსნო აგრძელებს ზრდას და ზეწოლას ახდენს ახლომდებარე ორგანოებზე. ამას შეამჩნევთ შარდვის გახშირებული სურვილით. თუ გრძნობთ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, ნუ აყვებით პანიკას (გახსოვდეთ: თქვენი სიმშვიდე თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია!). თუ შეგრძნებები არ არის გამოხატული, მაშინ ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ლიგატების დაჭიმვით. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ!

შესაძლოა შეამჩნიოთ ცვლილებები მკერდზე: გაჩნდა მონტგომერის კვანძები, რომლებიც ასრულებენ დამცავ ფუნქციას. იმ ნივთიერებების წყალობით, რომლებსაც ისინი გამოყოფენ, მკერდი დაცულია ანთებისა და შესაძლო ინფექციებისგან. როდესაც ბავშვი გაიზრდება და თქვენ შეწყვეტთ ძუძუთი კვებას, კვანძები გაქრება.

როგორ გრძნობს თავს თქვენი ბავშვი?

ორსულობის მე-10 კვირა – ეს ის პერიოდია, როდესაც ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია, და იმ შემთხვევაში, თუ გენეტიკური დარღვევები არ იქნა დიაგნოზირებული, მათი შემდგომი განვითარების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ახლა ბავშვის სიგრძე 3,3 – 4,3 მმ-ის, ხოლო წონა 4-6 გრ! მიუხედავად ასეთი მცირე ზომისა, ბავშვმა მოძრაობა უკვე ისწავლა, და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამას არ გრძნობთ, ის საშვილოსნოს ერთი კედლიდან მეორისკენ გადაადგილდება და ცურავს სანაყოფე ბუშტის ამნიონურ სითხეში!

ორსულობის მე-10 კვირას პატარა ხელებზე ფრჩხილების ფორმირება იწყება, ჩონჩხი ძლიერდება. ადრე ჩამოყალიბებული ნაწლავები, ღვიძლი და პანკრეასი უკვე აქტიურად მუშაობს. თირკმელები გამოიმუშავებენ შარდს, რომელიც გამოიყოფა გარეთ.

რას შეიძლება ველოდოთ ორსულობის მეათე კვირისგან?

Prena5, Pregna-5, pregnancy, ორსულობის მე-10 კვირათუ მთელი წინა კვირები ქალს ტოქსიკოზი აწუხებდა, ის ახლაც კვლავ შეაწუხებს მას. მაგრამ, როგორც წესი, ორსულობის მე-14 კვირისთვის ის ქრება. თუ ღებინება გაქვთ დღეში სამზე მეტჯერ, საგულდაგულოდ დაიცავით წყლის სმის რეჟიმი: დალიეთ ხშირად და მცირე ყლუპებით, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.

სრულყოფილი კვების წესი აქტუალური რჩება, თუმცა, ტოქსიკოზის გამო, მადა შეიძლება პრინციპში არ გქონდეთ, რაც იწვევს ნახშირწყლოვანი, ცხიმოვანი, წყალ-მარილოვანი და ცილოვანი მეტაბოლიზმის დარღვევას.

ორსულობის მეათე კვირაში კვების წესები იგივე რჩება: საკმარისი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი / ჩირი, ფერმენტირებული რძის პროდუქტები, ბოსტნეულის სუპები. ეცადეთ, არ ჭამოთ ზედმეტი და უარი თქვათ არაჯანსაღ საკვებზე, რომელიც მოიცავს შემწვარ, მარილიან, დამარინებულ და მაღაზიაში ნაყიდ მზა საკვებს. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს იოდს: მისი არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, არსებობს ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევების განვითარების რისკი. ეს ხდება იმის გამო, რომ მცირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოება. მოიმარაგეთ ზღვის მცენარეები და თქვენი საყვარელი ზღვის თევზის ჯიშები.

თუ ამინდი მოგცემთ საშუალებას, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. თუ გიყვართ სპორტი და აქტიური ცხოვრების წესი, არ თქვათ უარი აქტივობებზე, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ! რა თქმა უნდა, ვარჯიშების ინტენსივობა და განრიგი უნდა შეთანხმდეს ექიმთან, რომელიც მართავს თქვეს ორსულობას. გონივრული ფიზიკური დატვირთვები დაგეხმარებათ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ ფორმა, არამედ უფრო სწრაფად მოახდინოთ ფიზიკური ფორმების აღდგენა ბავშვის დაბადების შემდეგ!