ორსულობა საოცარი პერიოდია, როდესაც ქალის ორგანიზმში ხდება მთელი რიგი ცვლილებები: ცენტრალური ნერვული სისტემა იწყებს პროცესების რეგულირებას, რომლებიც მიმართულია ბავშვის დაბადებისა და მისი გამოკვებისთვის მომზადებისაკენ. იმისათვის, რომ ორსულობა ადვილად წარიმართოს, დაიცავით შემდეგი წესები.
სუფთა ჰაერზე სეირნობა
ორსულობის დროს ქალსაც და ნაყოფსაც მეტი ჟანგბადი სჭირდება. ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არის ნაყოფის ჰიპოქსიის პროფილაქტიკა და მისი სწორი განვითარების საწინდარი. ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში, არსებობს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების რისკი.
იყავით ჰარმონიაში თქვენს ემოციებთან
დაფიქსირებულია, რომ იმ ქალებს, რომლებიც იმყოფებიან „დადებითად დამუხტულ პოლუსზე“ და ქალებს, რომლებიც ესაუბრებიან მომავალ შვილებს, ბავშვები უფრო ჯანმრთელები და ძლიერები უჩნდებათ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ნეგატიური განწყობის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი. მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, დატკბით გარშემო არსებული სამყაროს სილამაზით და შეეცადეთ მაქსიმალურად მიიღოთ პოზიტიური ემოციები.
ორსულობის დროს ყურადღება მიაქციეთ კვებას
ფართოდ გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ ორსულმა ქალმა «უნდა იკვებოს ორის მაგივრად», მაგრამ ეს მითი მითად რჩება. ორსულობის დროს კვება უნდა გამოირჩეოდეს პროდუქტებით, რომელიც შეიცავს საკმარისი რაოდენობით მინერალურ მარილებს. რეკომენდირებულია უარი თქვათ ცომეულზე და სახამებლის შემცველ პროდუქტებზე, მარტივ ნახშირწყლებზე და ღრმა დამუშავებას დაქვემდებარებულ პროდუქტებზე. იმისდა მიუხედავად, რომ ორსული ქალის ორგანიზმი ხშირად „მარილიანს“ ითხოვს, მწნილის, წიწაკიანი და მარილიანი საკვების ჭარბი რაოდენობა თირკმელებს დამატებით დატვირთვას უქმნის და შეშუპების გაჩენას იწვევს.
ორსულობა საოცარი პერიოდია, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები: ცენტრალური ნერვული სისტემა იწყებს პროცესების რეგულირებას, რომლებიც მიმართულია ბავშვის დაბადებისა და მისი გამოკვებისთვის მომზადებისაკენ. იმისათვის, რომ ორსულობა ადვილად წარიმართოს, დაიცავით შემდეგი წესები.
გახსოვდეთ ფიზიკური აქტივობის სარგებლის შესახებ!
ზომიერი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ქალის ორგანიზმის სრულ გაძლიერებას და მოქმედებს როგორც მშობიარობის დროს „ჩახევების“ პროფილაქტიკა. გარდა ამისა, სპორტის დროს ნაყოფს დამატებით მიეწოდება სისხლი. ვარჯიშის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ვარიანტი სუფთა ჰაერზე სიარულია. შეეცადეთ დღეში მინიმუმ ორი საათი გამოყოთ ამისთვის.
იზრუნეთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე
ორსულობისა ჯანსაღი მიმდინარეობისთვის და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ქალმა უნდა გაზარდოს გარკვეული მიკროელემენტების მიღება, რომელთა საჭიროებაც სწორედ ახალი სიცოცხლის აღმოცენებასთან დაკავშირებით ჩნდება.