ბავშვის დაბადება ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი მომენტია! ორსულობისთვის მზადება ნებისმიერი მშობლისთვის პრიორიტეტული მიზანია და სწორედ ამიტომ ექიმები დაჟინებით მოითხოვენ, რომ მომავალი დედები და მამები ბავშვის დაბადებისთვის მოემზადონ არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურადაც.
რა უნდა გაკაკეთოთ ფეხმძიმობის დადგომამდე?
1) გაეცით საკუთარ თავს გულწრფელი პასუხი კითხვაზე „რატომ მინდა გავხდე დედა/მამა?“
რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბავშვის დაბადება ყოველთვის არ არის სამყაროში ახალი ადამიანის მოვლინების სურვილი, მისვის ამ სამყაროდან საუკეთესოს მიღებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობის მიცემა. გამოცადეთ საკუთარი თავი, გულახდილად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
✓ ნამდვილად მინდა ახლა შვილის ყოლა და რამდენად არის ეს ჩემი გადაწყვეტილება (არა მეუღლის, არა ნათესავების, არა გარემოებების?) ✓ ის პირი, რომელსაც ახლა პოტენციურ მამად განვიხილავ, არის თუ არა ის ადამიანი ვისთან ერთადაც მინდა გავზარდო შვილი და მოგვიანებით შვილიშვილები? ✓ გაარკვიეთ რამდენად მზადაა თქვენი პარტნიორი შეცვალოს თავისი ცხოვრებისეული სტატუსი და ხედავს თუ არა სიტუაციას ისე, როგორც თქვენ?
2) კრიზისული სიტუაციებიდან გამოსავალის პოვნა
წინასწარ მოიფიქრეთ თუ ვინ შეძლებს თქვენი ახლობლებიდან დახმარების გაწევას პირველ ეტაპზე, სანამ ახალ როლს არ შეეგუებით. აქვე არის საკვანძო მომენტი: შეეცადეთ მოირგოთ ეს როლი იმ მომენტამდეც, სანამ ტესტი აჩვენებს ორ ხაზს. მომავალში, ეს გამოცდილება დაგეხმარებათ უფრო სწრაფად ადაპტირდეთ!
3) შეაგროვეთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან
რა იცით ჩასახვისა და ორსულობის მიმდინარეობის შესახებ? არასაკმარისი ცოდნის შემთხვევაში, ხარვეზების შევსება უკიდურესად აუცილებელია: ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ შესაძლო შიშებისა და ილუზიების თავიდან აცილებას, არამედ მოახდინოთ ორიენტირება გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში.
რაც უფრო მეტ ცოდნას მიიღებთ დედობის შესახებ, მით უფრო ადვილი იქნება პატარა ადამიანზე ზრუნვასთან გამკლავება. უკეთ გაუგებთ არა მხოლოდ მას, არამედ საკუთარ თავსაც. ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ რომელ სპეციალისტებს და რა კითხვებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ, სად მოიძიოთ პასუხები კითხვებზე (და ისინი, რა თქმა უნდა, გაჩნდება) – ეს არის სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტია ბედნიერი დედობისკენ მიმავალ გზაზე.
4) გადახედეთ თქვენს ცხოვრების წესს.
მიუხედავად ამ პუნქტის სრული სიცხადისა, ის სათანადო ზომით ყოველთვის არ სრულდება. თუ გსურთ, რომ თქვენი ბავშვი დაიბადოს ჯანმრთელი:
✓ მოიშორეთ მავნე ჩვევები, უარი თქვით აქტიურ სპორტზე და გადახედეთ თქვენს მენიუს; ✓ შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ დღეს თავს კარგად გრძნობთ, ნუ უგულებელყოფთ სტანდარტული ანალიზების ჩაბარებას: ბევრი დაავადება შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოვლინდეს, მაგრამ გავლენა მოახდინოს ბავშვის ჩასახვის უნარზე; ✓ უარი თქვით ზოგიერთ წამალზე და შეაირჩიეთ სწორი ვიტამინების კომპლექსი. თუ თქვენ გეგმავთ ბავშვს, უარი უნდა თქვათ ორალურ კონტრაცეპტივებზე დაგეგმილ ჩასახვამდე 4 თვით ადრე (ეს პერიოდი აუცილებელია ჰორმონების დონის ნორმალიზებისთვის).
ორსულობისთვის მომზადების ეტაპზე ზოგიერთი ნივთიერების მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის, D ვიტამინის, რკინის, DHA (დოკოზაჰექსაენოინის მჟავის) და იოდის საკმარისი მოხმარება. ყველა ამ ელემენტს იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, შეიცავს პრეგნა-5-ის კომპლექსი.
5) ჩააბარეთ აუცილებელი ანალიზები.
ორსულობის დადგომამდე მომავალმა დედამ უნდა გაიაროს მთელი რიგი ანალიზები:
✓ TORCH-ინფექციები (ტოქსოპლაზმოზი, წითურა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი I-II ტიპის) ✓ ქალის ჰორმონები (LH, FSH, პროგესტერონი, პროლაქტინი, ესტრადიოლი, ტესტოსტერონი) ✓ ვირუსული ჰეპატიტი: A, B და C ✓ უროგენიტალური ინფექციები ✓ სისხლის საერთო ანალიზი ✓ შარდის საერთო ანალიზი ✓ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ✓ ანემიის განვითარების რისკი (ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B12) ✓ მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა
თქვენი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადება, თუ პასუხისმგებლობით მიუდგებით მისი გაჩენისთვის მომზადების ყველა ეტაპს!
ელემენტები, რომლებიც შედის პრეგნა-5-ის შემადგენლობაში, აუცილებელია ბავშვის თავის ტვინის და მხედველობის ორგანოების ფორმირებისთვის, ჰემატოპოეტური სისტემის სტრუქტურისთვის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითადი კომპონენტებისთვის. პრეგნა-5 ამცირებს თანდაყოლილი მანკების რისკს და ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების ფორმირებას და არის რაქიტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი.