ორსულობის მე-7 კვირა: რა ელის მომავალ დედას?
ახლა, ორსულობის მე-7 კვირას, შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველა ხუმრობა ორსულებზე, რაც კი გსმენიათ: ახირებები, დაღლილობა, ტოქსიკოზი, ნერვიულობა, შფოთვა და გააცნობიეროთ, რომ ეს ხუმრობები არც თუ ისე სასაცილოა ☺
ორსულობის მეშვიდე კვირაში ფიზიკური ცვლილებებიდან ქალები გრძნობენ თავბრუსხვევას, მგრძნობიარენი ხდებიან სუნის მიმართ და შეიძლება შეინიშნოს სირთულეები საჭმლის მონელებისა და მადის მხრივ. მომავალი დედის პლაცენტა სქელდება, ხოლო ქალსა და ნაყოფს შორის მყარდება რეალური კავშირი – ჭიპლარი, რომლის მეშვეობითაც ცირკულირებს საშვილოსნოს პლაცენტური სისხლის ნაკადი. აგრეთვე საშვილოსნოს ყელში წარმოიქმნება ლორწოვანი საცობი, რომელიც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს „ბავშვის სამყაროსა“ და გარემოს შორის. გარდა ამისა, საცობი იცავს დედას სხვადასხვა სახის ინფექციისგან. ორსულის საშვილოსნო მთელი წინა თვეების განმავლობაში იზრდებოდა და მე-7 კვირას ის უკვე გრეიფრუტის ზომას აღწევს. ამ ცვლილებების გამო, მომავალ დედებს შეიძლება აწუხებდეთ ხშირი შარდვა.
იმ ქალებისთვის, რომლებიც უკვე იწყებენ თავში საკუთარი შვილის პორტრეტების ხატვას, არის მინიშნება: ამ ეტაპზე მისი წონა 1,3-1,7 გრამია, ხოლო „სიმაღლე“ 6-12 მმ. მისი ფეხები ფარფლებს წააგავს, ხელები კი უკვე წინამხრად და მხარზეა დაყოფილი! თქვენი შვილის შინაგანი ორგანოების განვითარება გრძელდება, ნახევარსფეროები იზრდება, ღვიძლი იწყებს მუშაობას სისხლის ფორმირებაზე და წარმოიქმნება სასქესო ჯირკვლები.
ორსულობის მე-7 კვირა ხასიათდება იმით, რომ დედის ორგანიზმში მოხვედრილი მინერალები და ვიტამინები ავტომატურად გადადის ბავშვზე, ასევე ჰორმონალური ცვლილებების გამო ორსულები ხშირად ამჩნევენ თმისა და კანის მდგომარეობის გაუარესებას: ჩნდება პიგმენტაცია და ფორები ფართოვდება.
რეკომენდაციები მე-7 კვირისთვის
ერკვევით თუ არა თქვენ მიერ მოხმარებული საკვების შემადგენლობაში? დადგა ორსულობის მე-7 კვირა და დროა შემოიღოთ ახალი ჩვევა: სანამ პროდუქტს კალათაში ჩადებთ, შეისწავლეთ რისგან შედგება ის. არ შეცდებით, თუ უპირატესობას მიანიჭებთ ბოსტნეულსა და ხილს, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ცილას. შემადგენლობის გაგება გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ კონსერვებზე უარს ვერ ამბობთ. ასე თქვენ შეძლებთ აირჩიოთ ვარიანტი მავნე კომპონენტების ყველაზე დაბალი შემცველობით.
ვიტამინის კომპლექსი პრეგნა-5 უზრუნველყოფს დედისა და ნაყოფის ორგანიზმს ორსულობისას ყველა საჭირო კომპონენტით.
ნუ შეგეშინდებათ, თუ მუცლის გვერდებზე გაგიჩნდებათ დაჭიმვის შეგრძნება – ეს საშვილოსნოს ლიგატების დაჭიმვის შედეგია და სავსებით ნორმალურია თქვენი მდგომარეობისთვის. მაგრამ თუ მოულოდნელად ტკივილი ხდება მკვეთრი და უწყვეტი, თუ გტკივათ წელიც და ზურგიც, მაშინ ეს შეიძლება იყოს საფრთხის სიგნალი. ამ შემთხვევაში შეეცადეთ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. იგივე ეხება უეცარ სისხლოვან გამონადენსაც. თუ შეამჩნევთ, რომ გამონადენის კონსისტენცია შეიცვალა და გაჩნდა ქავილი და წვა, შესაძლოა გქონდეთ კანდიდოზი. ეს ასევე არის ექიმთან ვიზიტის მიზეზი.
ფრთხილად იყავით თქვენს გარშემომყოფებთან: თუ ახლობელი ადამიანი გაციებულია, მინიმუმამდე დაიყვანეთ მასთან კონტაქტები. გახსოვდეთ: ნებისმიერმა, თუნდაც ერთი შეხედვით არასერიოზულმა დაავადებამ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვზე. მაგალითად, სურდომ, რომლის დროსაც სუნთქვა გაგიჭირდებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს პატარასაც.
ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება სპორტის გარეშე? ორსულობის მე-7 კვირაში ორგანიზმში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, უმჯობესია მოახდინოთ გრაფიკის კორექტირება ტრენერთან ერთად, ან მთლიანად გადაერთოთ ორსულების ვარჯიშებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა თქვენ უნდა მიიღოთ ვიტამინები და მინერალები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს და ბავშვის ორგანიზმს ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტით!