მერვე თვის დასასრული და წინ ორსულობის 34-ე კვირაა! საშვილოსნო ჭიპიდან მაღლა კიდევ 1 სმ-ით აიწია, და ახლა 14 სმ-ით არის აწეული! ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია: საშვილოსნო 500-ჯერ უფრო დიდი გახდა და 10-ჯერ დამძიმდა. ამიტომ, როცა სასწორზე ნახავთ, რომ ათი კილოგრამით დამძიმდით, არ ინერვიულოთ! გარდა ამისა, თქვენი პატარა სიხარული 2 კგ-ზე მეტს იწონის! კვების მხრივ, ახლა მხოლოდ იმაზე შეგიძლიათ ინერვიულოთ, რომ პროდუქტები მაქსიმალურად ჯანსაღი და სასარგებლო იყოს.
ბავშვი იწყებს დაბლა დაწევას და თუ მან უკვე დაიკავა სწორი პოზიცია, მაშინ სუნთქვა გაგიადვილდებათ და გულძმარვა დაიწყებს გავლას. მაგრამ ამავდროულად, ბავშვი ზეწოლას მოახდენს შარდის ბუშტზე, ამიტომ საპირფარეშოსკენ ჯერ კიდევ მოგიწევთ სირბილი. ნუ მოითმენთ, თუ მოშარდვის სურვილი გაქვთ, თუნდაც ახლახან იყოთ დაბრუნებული საპირფარეშოდან, ამან შეიძლება არამხოლოდ შეუკავებლობა, არამედ გართულებებიც გამოიწვიოს.
შინაგანი ორგანოები ჯერ კიდევ მათთვის უჩვეულო ადგილებშია განლაგებული, ხოლო ნაწლავები “საშვილოსნოს განსაკუთრებულ ანგარიშის” ქვეშ აღმოჩნდა. ამ მიზეზით შეიძლება გქონდეთ პრობლემები კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით, ბუასილის გამწვავება.
ნუ უგულებელყოფთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელიც მიმართულია სტრიების და ცელულიტის გამოვლინებების შესამცირებლად, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რათა პიგმენტური ლაქები არ გაგიჩნდეთ.
შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტა მუცლის ქვედა ნაწილში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვმა დაბლა ჩამოწევა დაიწყო. ეს არ არის სავალდებულო მოვლენა 34-ე კვირაში, ზოგჯერ ბავშვი მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე იწყებს დაბლა დაწევას.
სარძევე ჯირკვლებში მთელი ძალით მიმდინარეობს მომზადება რძის წარმოებისთვის და ფორმა, რომელიც 8 თვის განმავლობაში შეიძინეთ, უფრო „გააზრებულ“ მოპყრობას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იმოძრაოთ აუჩქარებლად, ხოლო ადგომა და დაჯდომა / დაწოლა უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
სავარჯიშო (ცრუ) შეკუმშვები გრძელდება, ახლა ისინი ერთ წუთზე ნაკლებს გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ სისტემურ ხასიათს, აცნობეთ ექიმს.
უკიდურესად ფრთხილად იყავით, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს: განავლის დარბილება, მუცლის დაწევა, ლორწოვანი საცობის ჩამოვარდნა, წყლის დაღვრა, საშვილოსნოს შეკუმშვა – ეს არის ნაადრევი მშობიარობის დაწყების ნიშნები.
როგორ განვასხვავოთ რეალური შეკუმშვა? მათ, როგორც წესი, აქვთ იგივე პერიოდულობა, რომელიც მალე მატულობს. შეკუმშვა იწყება ფსკერიდან, შემდეგ კი მთელ საშვილოსნოს გადაეცემა და ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ზურგის ქვედა ნაწილში.
34-ე კვირაში კანს შეუძლია სიურპრიზები მოახდინოს: შეიძლება გახდეს მშრალი, „გაგახაროთ“ გამონაყარით და ქავილით თეძოებსა და დუნდულოებზე. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ჰისტამინური პრეპარატები, რომელთა მიღება შესაძლებელია თქვენს მდგომარეობაში. გარდა ამისა, ახლა თქვენ შეიძლება იყოთ ცოტა „შეშუპებული“, რაც ასევე არ ცდება ნორმის ფარგლებს. სიტუაციის დასარეგულირებლად დააკორექტირეთ კვება და დასვენების რეჟიმი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ გაგიჩნდათ კითხვები, ჯობია ეს კითხვები თქვენს ექიმს დაუსვით.
ბავშვის წარმატებები
იცით, ახლა მისი სახის ნაკვთებში შესაძლებელია დაიჭიროთ მსგავსება თქვენთან, ან მამამისთან 🙂 თუ მოულოდნელად გადაწყვეტს, რომ დროა, თავი გაჩვენოთ, მაშინ მას უკვე შეიძლება ეწოდოს ნაადრევად დაბადებული და არა დღენაკლული! და იცით რატომ? იმის გამო, რომ 34-ე კვირაში ბავშვი შეძლებს დამოუკიდებლად სუნთქვას და გადარჩენას სერიოზული სამედიცინო დახმარების გარეშე.
ამ მომენტში ბავშვის ყურებმა დაიკავა მათვის განკუთვნილი ადგილი, ბავშვი წონაში იმატებს, კანი უფერულდება, იძენს ლამაზ ნაზ ელფერს. თავზე თმა უფრო და უფრო ხშირი ხდება, აი სხეულის ზედაპირიდან კი თმები აგრძელებენ გაქრობას. და ახლა რომ შეგეძლოთ ნახოთ თუ რა მშვენიერი მრგვალი ლოყები აქვს თქვენს პატარას! ისინი მომავალში უზრუნველყოფენ წოვის რეფლექსს.
ახლა ბავშვს სჭირდება ბევრი კალციუმი რათა ძვლები იყოს ძლიერი, ამიტომ თქვენ უნდა მიიღოთ ის საკმარისი რაოდენობით. მისი ფრჩხილები უკვე გაიზარდა და გამაგრდა, ბავშვს ესმის და განასხვავებს საყვარელი ადამიანების ხმებს, იცის როდის ლაპარაკობთ თქვენ და როდის ლაპარაკობს ბებია. მას უყვარს მშვიდი ხმები, ისინი პატარა კაცს ამშვიდებენ. ბავშვის გული უფრო მშვიდად სცემს, როცა ირგვლივ სიწყნარე და ჰარმონია სუფევს. მაგრამ თუ მკვეთრი ხმები გაიგონა, დიდი ალბათობით, დაიწყებს წიხლებს კვრას, უსიამოვნო სიტუაციის შეჩერების მოთხოვნით.
ორსულობის 34-ე კვირა არის დრო, როდესაც ბავშვი მიიღებს გადაწყვეტილებას მის პოზიციასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში ეს არის თავით ქვემოთ მდებარეობა. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღიდან დაბადებამდე ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ ბავშვმა თავი ბედნიერად და მშვიდად იგრძნოს.
თუ ბავშვი ჯიუტობს და „თავით მაღლა“ ზის, ნუ გაკიცხავთ. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მან სწორი პოზიცია მიიღოს, განსაკუთრებით თუ თქვენ გააკეთებთ ვარჯიშებს, რომლებსაც ექიმი გირჩევთ.
გააკონტროლეთ ბავშვის მოძრაობები, კარგია, თუ ის ერთი საათის განმავლობაში 4-5-ჯერ იქნება აქტიური. ის ისევ იზრდება და წონაშიც მატულობს, თქვენ კი შეეცადათ დარჩენილი კვირები მაქსიმალურად კომფორტული გახადოთ მისთვის!
ორსულობის 34-ე კვირა: რეკომენდაციები
თქვენ იცით, რომ საგულდაგულოთ უნდა გააკონტროლოთ გამონადენი და თუ ის ღია რძისფერია, მაშინ ყველაფერი რიგზეა! ანალიზებიდან მოგიწევთ წნევის გაზომვა, ლორწოვანი გარსის და ულტრაბგერითი გამოკვლევის (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარება.
ეცადეთ მუდმივად იყოთ ექიმთან კონტაქტში, თან იქონიოთ „გაცვლა-გამოცვლის“ ბარათი.
შეარჩიეთ სახელი ბავშვისთვის, თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ. რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრის შემდეგ შეგიძლიათ აზრის შეცვლა, მაგრამ შეგიძლიათ მოამზადოთ რამდენიმე სარეზერვო ვარიანტი.
და იზრუნეთ საკუთარ თავზე, გამრავალფეროვნეთ ეს კვირები ყველაზე ნათელი ემოციებით!