სახელი უკვე შეარჩიეთ? 🙂 ორსულობის 24-ე კვირა ბევრ საინტერესო სიახლეს მოგიტანთ!
საშვილოსნო ახლა ჭიპიდან 3-5 სანტიმეტრით მაღლა აიწია და მკურნალ ექიმს, გამოკვლევის დროს, წონის მატების გრაფიკში შეაქვს ყველა ჩვენება. შედგენილი გრაფიკის შეხედვისას, თქვენც ადვილად შეამჩნევთ ყველა ცვლილებას. თქვენი მუცელი აგრძელებს დამრგვალებას, ხოლო ყოველ კვირას ახლა +500 გრამი წონა მოაქვს თქვენთვის. ამ ცვლილებების გამო, ახლა შესაძლებელია უფრო სწრაფად დაიღალოთ და განიცადოთ თავის ტკივილი. ხშირი მოვლენაა ტკივილი ფეხებში, ყრუ ტკივილი ლიგატებში და კუნთებში. მდგომარეობის შემსუბუქების ერთადერთი და უმარტივესი გზა, რა თქმა უნდა, დასვენებაა: ეცადეთ, ზედმეტად არ დატვირთვოთ თავი და საჭიროებისამებრ გადახვიდეთ ჰორიზონტალურ პოზაში, ფეხები მოათავსეთ თავზე ცოტა მაღლა.
გახსოვდეთ, რომ მეორე ტრიმესტრში სეირნობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს: რაც უფრო მეტ დროს ატარებთ სუფთა ჰაერზე, მით ნაკლებია ბავშვის ჟანგბადის შიმშილის განვითარების რისკი. „სავარჯიშო შეკუმშვები“, რომელიც დაიწყო 23-ე კვირაში, ჯერ კიდევ არსებობს – ფრთხილად იყავით მათ სიხშირესა და ინტენსივობის მიმართ.
თუ ხდება გულძმარვის ეპიზოდები, გაანალიზეთ თქვენი მენიუ. შესაძლოა იღებთ საკვებს ჭარბი რაოდენობით, ან მიირთმევთ აკრძალულ პროდუქტებს (ძეხვეულს, ჰოთ-დოგს, მაღაზიაში ნაყიდ საკვებს). გულძმარვის მეორე მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნო, რომელიც კუჭს აწვება, რის შედეგადაც კუჭის წვენი აღმოჩნდება საყლაპავში.
თქვენ უკვე იცით, რომ საგულდაგულოდ უნდა აკონტროლოთ სისხლში ჰემოგლობინის დონე და თუ ის დაიწევს, უნდა აცნობოთ ექიმს. მისი დაქვეითების მთავარი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმს არა აქვს უნარი მიიღოს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, ბავშვს ექმნება მისი უკმარისობა. ძალიან დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში ანემიის სიმპტომები შეიძლება იყოს სისუსტე, ფერმკრთალობა, ხმაური ყურებში, ქოშინი. თუ ჰემოგლობინი “დაეცა” – ეს არ არის კრიტიკული, თუმცა დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სისხლის ანალიზით.
ორსულობის 24-ე კვირას ქალები აღნიშნავენ კანის, კერძოდ, ქუთუთოების სიმშრალეს. ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს კონიუნქტივიტის განვითარებაზე. რეკომენდებულია ოფთალმოლოგთან გამოკვლევა, მას შეუძლია დაგინიშნოთ წვეთები თვალის კაკლის ხელოვნურად დასატენიანებლად. არ დაივიწყოთ წყლის სმის რეჟიმის შესახებ: თქვენი სტანდარტული 1,5-2 ლიტრი წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ. ხომ გახსოვთ, რომ ჩაი-ყავა-გაზიანი სასმელები ამ რიცხვში არ შედის?
24-ე კვირისთვის, დიდი ალბათობით, თქვენ უკვე შეარჩიეთ სტრიების კრემი, რომელიც არა მხოლოდ ხელს უშლის მათ წარმოქმნას, არამედ ატენიანებს კანს.
ყურადღებით იყავით ვენების მდგომარეობის მიმართ: ორსულობის დროს თრომბოზი ხშირად შეიძლება ჩამოყალიბდეს ვარიკოზული ვენების გამო. თუ აღმოაჩენთ, რომ გაფართოებული სისხლძარღვის ადგილას კანი გაწითლდა და წვის შეგრძნება გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს! თრომბოზი პირდაპირი საფრთხეა როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ბავშვისთვის! ის განკურნებადია, მაგრამ თქვენი ამოცანაა მისი დროულად აღმოჩენა და განეიტრალება.
ახალი ამბები მუცლიდან
ორსულობის 24-ე კვირა: ბავშვის ორგანიზმი გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს. ბოლო 7 დღის განმავლობაში ის 31,2 სმ-მდე გაიზარდა, წონა კი 733 გრამი გახდა! ბავშვი უფრო და უფრო აქტიურად „აგროვებს“ ცხიმოვან ფენას, მრგვალდება, უფრო და უფრო ლამაზი ხდება. სახეს, რომელიც მას ამ პერიოდისთვის ჩამოუყალიბა, თქვენ პირველი შეხვედრის დროს დაინახავთ! თვალებზე წამწამები ჩნდება.
ბავშვის ძვლოვანი ქსოვილი და სახსრები ძლიერდება, თავის ტვინი იწონის 100 გრამს, ხოლო ალვეოლებში დაიწყო სურფაქტანტის გამომუშავება, რომელიც იცავს ბავშვის ფილტვებს ჰაერთან ერთად შემავალი ბაქტერიებისგან. ახლა, ყოველ დღე, წარმოებული სურფაქტანტის რაოდენობა იზრდება ისე, რომ დაბადების შემდეგ ბავშვმა თავდაჯერებულად განახორციელოს პირველ ჩასუნთქვა.
სურფაქტანტის წყალობით ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს გადარჩენის შანსი აქვთ, თუ კომპეტენტური სპეციალისტების ხელში მოხვდებიან.
ახლა ბავშვი იძინებს და იღვიძებს მისი პირადი ძილის რეჟიმის შესაბამისად და რაც საინტერესოა, თუ აქტიურობისა და დასვენების საათებს დაიჭერთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა გელოდებათ მისი გაჩენის შემდეგ. ხშირად ბავშვები ინარჩუნებენ ჩვეულ რეჟიმს „გარე სამყაროში“. ახლა ბავშვის ძილის საერთო რაოდენობა 20 საათს შეადგენს, მაგრამ თუ ძალიან მკვეთრად ადგებით ან კაშკაშა შუქის ქვეშ აღმოჩნდებით, ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს.
24-ე კვირას შეგიძლიათ გაახაროთ მამა: ახლა ბავშვის გულისცემა ისმის ჩვეულებრივი სტეტოსკოპით! თუ ექიმთან მიღებაზე ერთად წახვალთ, მაშინ პატარასთან ასეთი კონტაქტი აღაფრთხოვანებს მას!
ბავშვმა სრულად დაამყარა კავშირი თქვენთან და ყველა ემოციას, რასაც თქვენ განიცდით, განიცდის ისიც. დაიმახსოვრეთ ეს, როცა უმიზეზოდ დაიწყებთ ნერვიულობას ან მიეცემით სევდას. სავარაუდოდ, ასეთ მომენტებში, ბავშვი დაიწყებს აქტიურ და მკვეთრ მოძრაობებს, გაცნობებთ, რომ ის ასევე ნერვიულობს.
ძილისა და თქვენთან ურთიერთობისგან თავისუფალ დროს, ბავშვი სწავლობს ყველაფერს, რაც მის გარშემოა. აი ის თავისი პატარა ხელით ეხება საშვილოსნოს კედლებს, ეცნობა ფეხებსა და სახეს, გრძნობს მუცელზე დადებული თქვენი ხელის სითბოს.
ორსულობის 24-ე კვირა: რას უნდა ველოდოთ?
ხშირად დადიხართ ხალხმრავალ ადგილებში? თუ კი, მაშინ შეეცადეთ ნაკლები კონტაქტი გქონდეთ ადამიანებთან, განსაკუთრებით ვირუსების გააქტიურების პერიოდებში. თქვენი სხეული დაუცველია არა მხოლოდ გაციების, არამედ სხვა ინფექციების მიმართ, რომლებიც არც თქვენ და არც თქვენს პატარას საერთოდ არ გჭირდებათ.
24-ე-28-ე კვირაზე თქვენ ხელმეორედ უნდა ჩააბაროთ სისხლის ანალიზი გლუკოზის ტოლერანტობაზე.
იზრუნეთ ფეხებისა და ხელების მდგომარეობაზე, თუ ისინი ძალიან შეშუპებულია, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ჭარბი შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს ჰესტოზის განვითარებაზე.
არის შემთხვევები, როდესაც ორსული ქალები უნებურად რამეს წამოდებენ მუცელს და ნერვიულობენ იმაზე, დააზარალებს თუ არა ეს პატარას. კრიტიკული შემთხვევებია დაცემა ან დაზიანებები, როდესაც საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. მუცლის ყველა სხვა ყოველდღიური კონტაქტი გარე სამყაროსთან უსაფრთხოა ბავშვისთვის. მას იცავს თქვენი კანი, ცხიმის ფენა, სანაყოფე ბუშტი და ამნიონური სითხე.
შესაძლებელია, რომ შემოგაწვეთ სევდა და ჩავარდეთ „პრენატალური დეპრესიაში“. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მოიშოროთ ის აზრები, რომლებიც გაწუხებთ და წარმოიდგინოთ თქვენი პირველი შეხვედრა პატარასთან, მისი პირველი წარმატებები, თქვენსკენ გამოშვერილი პაწაწინა ხელები … ეცადეთ, მეტი იფიქროთ პოზიტიურ მომენტებზე, რადგან ბავშვი ახლა მათ თქვენთან ერთად იზიარებს, მომავალში კი ისინი ბევრად მეტი იქნება!