აი დადგა ორსულობის 23-ე კვირა. ბავშვი უკვე უფრო და უფრო გგავთ თქვენ, ან ჰგავს მამას, ჩამოყალიბებულია სახის ნაკვთები, ყურები, წარბები.
სავარაუდოდ, ამ დროისთვის წონაში მოიმატეთ, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე ოპტიმისტური რეკომენდაცია ასეთია: ნუ ჩაიციკლებით ციფრებზე. თუ არ იღებთ საკვებს ჭარბი რაოდენობით, თუ თავს კარგად გრძნობთ და თუ თქვენი მდგომარეობა არ აჩენს კითხვებს ან შიშს ექიმის მხრიდან – ნუ ფიქრობთ ამაზე! თუ თქვენი კვება დაბალანსებულია, მშობიარობის შემდეგ იოლად დაუბრუნდებით სასურველ ფორმას.
ორსულობის 23-ე კვირას დროა ყურადღება მიაქციოთ მოვლის საშუალებებს: იმის გამო, რომ თქვენი მუცელი აქტიურად იზრდება, მასზე კანი შეიძლება გამოშრეს. ეს არა მხოლოდ იწვევს დისკომფორტს, არამედ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ქავილი. არაერთი მომავალი დედისთვის კიდევ ერთი იდუმალი ფენომენი არის თმის საფარის მატება მუცელზე, მხრებზე, ფეხებსა და ზურგზე. არ იჩქაროთ თმის მოცილების პროცედურებზე ჩაწერა – მშობიარობის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ამ ცვლილებების მიზეზი თმის ფოლიკულების კვების გააქტიურება გახდა და ბავშვის გაჩენის შემდეგ, ისინი უბრუნდებიან ჩვეულ მდგომარეობას.
ორსული ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ორსულობის 23-ე კვირა მათთვის გაზრდილი ოფლიანობის პერიოდია, რის შედეგადაც ოფლით გამოწვეული გამონაყარი ჩნდება. სიმპტომების შესამსუბუქებლად, უპირატესობა მიანიჭეთ უალკოჰოლო ანტიპერსპირანტებს, და ასევე გამოიყენეთ საბავშვო ტალკი.
ახლა შეიძლება განიცადოთ დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, რაც პროვოცირებულია საშვილოსნოს მხარდამჭერი კუნთებისა და ლიგატების დაჭიმვით.
ორსულობის 23-ე კვირას შეიძლება დაიწყოს ეგრეთ წოდებული „სავარჯიშო შეკუმშვები“, რომელიც ვლინდება საშვილოსნოში მცირე სპაზმის სახით. შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ექიმი უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აღნიშნოთ საშვილოსნოს ტონუსი – დაძაბულობა, რომლითაც საშვილოსნო რეაგირებს ბავშვის მოძრაობებზე, ან თქვენს აქტივობაზე: მკვეთრი მოქმედებები, ძალიან სწრაფი სიარული. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ისუნთქეთ მშვიდად, გასწორდით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ეპიზოდები მეორდება დღეში 5-ზე მეტჯერ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში მან შეგირჩიოთ დამამშვიდებელი საშუალებები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ სავარჯიშო შეკუმშვასთან ერთად განიცდით ძლიერ ტკივილს, კანკალს და ცხელებას, ექიმთან დაუყონებლივ დაკავშირება წარმოადგენს სავალდებულო პირობას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სეკრეციას და თუ ისინი არ იწვევენ რაიმე დისკომფორტს, უბრალოდ შეარჩიეთ ინტიმური ჰიგიენის გელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ორსულებისთვის. თუ გამონადენი იწყებს ფერისა და კონსისტენციის შეცვლას, აცნობეთ ექიმს. უმეტეს შემთხვევაში ორსულ ქალებში სხვადასხვა სტადიაზე ჩნდება რძიანა.
23-ე კვირაში წვივების მიდამოში შეიძლება გახშირდეს კრუნჩხვების შემთხვევები, რომლებიც ჩვეულებრივ ღამით ხდება. ექიმს შეუძლია შეარჩიოს თქვენთვის კომპლექსი, რომელიც ხსნის კუნთების დაძაბულობას და ხელს უშლის განმეორებით კრუნჩხვებს. ყველა ორსულ ქალს სჭირდება ვიტამინების კომპლექსების მიღება, რომელშიც შედის ფოლიუმის მჟავა, იოდი, რკინა, DHA და ვიტამინი D3.
პრეგნა-5 არის სპეციალურად შემუშავებული ვიტამინების კომპლექსი ქალებისთვის ორსულობისა და ლაქტაციის ყველა სტადიაზე, რომელიც უზრუნველყოფს დედასა და ბავშვს ყველა საჭირო კომპონენტით.
როგორ შეიცვალა თქვენი პატარა ერთ კვირაში?
ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვის უფრო მეტად დაემსგავსება პატარა! ბავშვი აღარ იზრდება ასე აქტიურად, მაგრამ აქტიურად იმატებს წონაში: უკვე 607 გრამია! ბავშვის სიმაღლე ამ ეტაპზე 29,7 სმ-ია. ულტრაბგერით კვლევაზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ აქვს თუ არა ამ პატარას თქვენი თვალები და მამის ცხვირი! ბავშვის ღინღლი იწყებს ფერის მიღებას, ხოლო ტვინი საგრძნობლად გაიზარდა! ორსულობის 23-ე კვირაში ის 24 გრამს იწონის, დაბადებისას კი თითქმის 4-ჯერ, 100 გრამამდე გაიზრდება. ბავშვის ტვინში მიწოდებული ჟანგბადის რაოდენობა თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ მიაქციეთ ყუარდღება თქვენს სუნთქვას. ისუნთქეთ ღრმად და ნელა. ბავშვი თავად მიგახვედრებთ, რა დროს უნდა წახვიდეთ სასეირნოდ: თუ ის ძალიან აქტიურია, მოემზადეთ გარეთ გასასვლელად 🙂
ორსულობის 23-ე კვირას შეგვიძლია გავიხაროთ თქვენთან ერთად: ბავშვმს ჩამოუყალიბდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი! ენდოკრინული ჯირკვლები აწარმოებენ ჰორმონებს, ელენთა კი აკონტროლებს ძვლის ტვინის მიერ წარმოქმნილი ერითროციტების ხარისხს. ის ასრულებს სუნთქვით ვარჯიშებს, რეაგირებს მის გარშემო არსებულ ნებისმიერ ცვლილებაზე (ხმა, სინათლე) და, შესაძლოა, უკვე სიზმრებსაც კი ხედავს!
ბავშვი სწავლობს ჭამას – ვარჯიშით სახით ის წოვს ცერა თითს და ისევ ყველაზე კარგად გრძნობს თავს მაშინ, როცა თქვენ ბედნიერი ხარ!
ორსულობის 23-ე კვირა: რა უნდა იცოდეთ?
შეიძლება შეამჩნიოთ, რომ უფრო გაფანტული და გულმავიწყი გახდით, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქმიანი ქალისთვის. მაგრამ თქვენს მთავარ როლს ახლა არათუ ტოპ- მენეჯერობა, არამედ ტოპ-დედობა წარმოადგენს, ასე რომ დაისვენეთ და თქვენს ბავშვზე მოახდინეთ ფოკუსირება.
ყურადღებას ნუ მიაქცევთ სტერეოტიპულ რჩევებს სერიიდან: არ მიირთვათ ციტრუსები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს დიათეზი ექნება. პრაქტიკაში, ახალშობილებში დიათეზი ყველაზე ხშირად უვითარდებათ, როდესაც დედა მშობიარობის შემდეგ იწყებს ალერგენული საკვების ჭარბად მიღებას. ბავშვის ცხოვრების პირველი სამი თვის განმავლობაში შეეცადეთ აირჩიოთ პროდუქტები, რომელიც არ იწვევს ალერგიას და მხოლოდ 4 თვიდან დაიწყეთ მენიუს ძალიან ფრთხილად განზავება უფრო რთული პროდუქტებით.
დრო დაუთმეთ მეუღლეს, თუ ის ამბობს, რომ ზედმეტად ჩაციკლული ხართ ორსულობაზე და არ უთმობთ მას სათანადო დროს, ჩართეთ ის თქვენი დღის გეგმებში! მიეცით საშუალება, რომ თქვენთან ერთად შეადგინოს სწორი მენიუ და დაგეხმაროთ არ დაარღვიოთ სწორი კვება, როდესაც რაღაცა მავნის ჭამა მოგინდებათ. იარეთ სასეირნოთ ერთად და გახსოვდეთ, რომ თქვენი საერთო და მთავარი მიზანი ახლა ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაა!