ორსული ქალების დაბალანსებული კვება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჯანსაღ ორსულობაზე. ჯანსაღი ორსულობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების უმეტესი ნაწილი ქალს შეუძლია მიიღოს საკვებიდან. მაგრამ…
დღეისათვის ლიტერატურაში, ინტერნეტში, სპეციალურ ტრენინგებზე უამრავი განსხვავებული ინფორმაცია არსებობს ორსულთა დიეტის შესახებ. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ რაც გინდათ, ზოგი კი პირიქით, გირჩევთ ოდნავ შეზღუდოთ ჩვეული საკვების სია. იმისთვის, რომ არ იყოთ გაუგებრობაში, უნდა აირჩიოთ ის დიეტა, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ თქვენ. მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან და გახსოვდეთ, რომ თქვენში პატარა სიცოცხლე ვითარდება.
ცხრილში ნაჩვენებია ის ელემენტები, რაც ქალის ორგანიზმს სჭირდება მისი ცხოვრების განსაკუთრებულ პერიოდში.