Ignorantia non est argumentum (უციდონირობა არ არის არგუმენტი) – თქვა ბენედიქტ სპინოზამ თავის „ტრაქტატში გონების გაუმჯობესების შესახებ“.

დეკრეტულ შვებულებაში გასვლისას ქალები ხშირად ეყრდნობიან ბუღალტერიისა და ექიმების პროფესიონალიზმს (გასაკვირი არ არის, რადგან მათი საზრუნავი სრულიად განსხვავებული ხასიათისაა), მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი.

რა უნდა დაიმახსოვროს მომავალმა დედამ მის „დეკრეტულ უფლებებზე“?

დეკრეტულ შვებულებაში ქალი გადის ექიმის „დანიშნულებით“ – 30-ე კვირის პირველ დღეს. ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებით შვებულება ფორმდება ორი საავადმყოფოს ფურცლით:
1) პირველი საავადმყოფოს ფურცელი ფორმდება მშობიარობის მოსალოდნელ თარიღამდე 70 კალენდარული დღით ადრე;
2) მეორე ფორმდება მშობიარობიდან 56-დან 70 დღემდე ვადით, გარემოებების მიხედვით.

მნიშვნელოვანია ყურადღებით გადაამოწმოთ სამედიცინო ფურცელში მითითებული ორსულობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი იმისთვის, რომ კომპანიის სახელწოდებაში ან პერსონალურ მონაცემებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მერე არ დაკარგოთ დრო ხელახალ გაფორმებაზე.

პრეგნა5, პრეგნა-5, ორსულობა, 40 კვირის ორსულობა, დეკრეტული შვებულებაასევე არ კარგავს აქტუალობას განაცემების ოდენობის საკითხი: ისინი გამოითვლება საშუალო ხელფასის 100%-ის ოდენობით. ანუ აქ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ საშუალო დღიურ ხელფასზე და დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობაზე.

დეკრეტული შვებულება გამოითვლება შემდეგნაირად: გამოყოფილი 126 დღე იყოფა 56 დღეზე მშობიარობამდე და 70 დღეზე მშობიარობის შემდეგ. თუ ქალმა გააჩინა ორი ან მეტი ბავშვი, ან იყო გართულებები მშობიარობის დროს, მაშინ დღეების რაოდენობა იზრდება 140-მდე.

გაითვალისწინეთ ნიუანსი, რომ მშობიარობიდან 56-ე დღეს უნდა აცნობოთ დამსაქმებელს თქვენი გეგმების შესახებ: სამსახურიდან გათავისუფლება, შემდგომი სამსახურში გამოსვლა ან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით შვებულებაში გასვლის შესახებ განაცხადის შედგენა (3 წლამდე). მესამე შემთხვევაში, თქვენ ინარჩუნებთ სამუშაოს (და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაბრუნდეთ სამსახურში დამსაქმებლის შეტყობინებით), მაგრამ განაცემები დამოკიდებულია ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.

თუ ჯერ კიდევ სწავლობთ (ასპირანტები, დოქტორანტები, I-IV დონის აკრედიტაციის უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები) – განაცემები გამოითვლება ერთი თვეში სტიპენდიის ოდენობით. ასევე, მომავალ დედას აქვს არჩევანის უფლება: მიიღოს სტიპენდია ან სოციალური დახმარება.

უმუშევარი ქალები იღებენ დეკრეტულრ შემწეობას, რაც შეადგენს საარსებო მინიმუმის 25%-ს:

გამოქვითვის კოდი 126 – 30.04.2019 წ.-მდე შეადგენს 2017 გრნ, 01.05-30.11.2019წ.-დან – 2107 გრნ, 1.12-31.12.2019წ-დან – 2207.
გამოქვითვის კოდი 140– 30.04.2019წ.-მდე შეადგენს 2241 გრნ, 01.05-30.11.2019წ.-დან – 2341 გრნ, 1.12-31.12.2019წ.-დან – 2452.
გამოქვითვის კოდი 180 – 30.04.2019წ.-მდე შეადგენს 2881 გრნ, 01.05-30.11.2019წ.-დან – 3010 გრნ, 1.12-31.12.2019 წ.-დან- 3153.

წყარო: https://www.lawportal.com.ua/posobie-beremennost-rody.html

2019 წელს უკრაინაში ორსულობისა და მშობიარობისთვის სოციალური დახმარების მიღების პროცედურა იწარმოება ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების საფუძველზე:

зდედის განცხადება
სამედიცინო დაწესებულების ცნობა
შრომის წიგნაკის ასლი
საიდენტიფიკაციო კოდის ასლი
პასპორტის ასლი (1, 2 და რეგისტრაციის გვერდი)
სალიკვიდაციო კომისიის ცნობა
შრომის წიგნაკის ასლი (უმუშევართათვის)
ცნობა სამსახურის ადგილიდან (სამხედრო პერსონალისთვის)
ცნობა დასაქმების ცენტრიდან (უმუშევართათვის)
ცნობა საპენსიო ფონდიდან (მეწარმეებისთვის)
ცნობა სწავლის ადგილიდან და დეკრეტული შვებულების პერიოდში სტიპენდიის არარსებობის შესახებ