ორსულობა მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა ოჯახის ცხოვრებაში. ამიტომ, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ორივე მშობელი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ბავშვის დაგეგმვას.

შეიძლება გსმენიათ, რომ ახლა ახალგაზრდა წყვილებში ძალიან პოპულარულია ორსულობამდე კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება.

იმ ზომების კომპლექსს, რომელსაც ახალგაზრდა ოჯახი იღებს დაგეგმვის ეტაპზე, შეუძლია დაიცვას არა მხოლოდ მომავალი ბავშვი, არამედ მისი დედაც არასასურველი დაავადებებისგან. ამიტომ მშობლებმა სავარაუდო ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე უნდა დაიწყონ ორგანიზმის გამოკვლევა. რითი უნდა დაიწყონ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ ნახავთ. ორსულობის დაგეგმვისას აუცილებელი ანალიზები:

✓ სისხლის საერთო ანალიზი

ანალიზის შედეგებმა შეიძლება გამოავლინოს მშობლების ორგანიზმში ანთებითი პროცესების არსებობა. გარდა ამისა, სწორედ საერთო სისხლის ანალიზი დაგეხმარებათ განსაზღვროთ ახალგაზრდა დედის სისხლის შედედების უნარი.

✓ შარდის საერთო ნალიზი

ამ ანალიზის შედეგებმა შეიძლება აჩვენოს შარდსასქესო სისტემის ინფექციური და ანთებითი პროცესის არსებობა. შარდის საერთო ანალიზის გამოყენებით შეგიძლიათ შეაფასოთ თირკმელებში ფილტრაციის ფუნქცია და მიიღოთ ზოგადი ინფორმაცია მშობლების ორგანიზმში ძირითადი მეტაბოლური პროცესების მდგომარეობის შესახებ.

როდესაც ძირითადი კვლევები ჩატარებულია, თითოეული სპეციალისტი იწყებს მომავალი დედისა და მამის ორგანიზმის მუშაობისა და ფუნქციონირების ცალკეული საკითხების სიღრმისეულ შესწავლას. რადგან ორსულობის დაწყებამდე ანალიზები მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც არ შეიძლება გამოტოვოთ.

✓ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

ეს ანალიზი აუცილებელია ძირითადი შინაგანი ორგანოების – თირკმელების, ღვიძლისა და გულის მუშაობის შესაფასებლად. ანალიზის შედეგებში გადახრები შეიძლება მიუთითებდეს მათ ფუნქციონირებაში შესაძლო პრობლემებზე. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ჩასახვამდე მკურნალობის გავლა, რათა ორსულობის დროს ქალმა თავი კარგად იგრძნოს და ბავშვი პათოლოგიების გარეშე განვითარდეს.

✓ მშობლების სისხლის ჯგუფის და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიზი ბავშვის დაგეგმვისას. ვინაიდან მშობლების იმუნოლოგიური შეუთავსებლობისას, შესაძლებელია რეზუს კონფლიქტის განვითარება, მუცლის მოშლა და ბავშვის ჩასახვისა და გაჩენის სირთულეების წარმოქმნა. დღეს თანამედროვე მედიცინას შეუძლია დაეხმაროს “შეუთავსებელ” მშობლებს, მაგრამ ეს ანალიზი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი შედეგები.

✓ სისხლის ტესტი სიფილისზე (ვასერმანის რეაქცია)

ეს არის ლაბორატორიული გამოკვლევა ფერმკრთალი ტრეპონემის (ინფექციის გამომწვევი აგენტის) მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად. ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტრაუტერიული ინფექციის პროვოცირება, რაც იწვევს ნაყოფის განვითარების პათოლოგიებს ან თუნდაც სპონტანურ აბორტს. თუ დაავადება გამოვლინდა, მომავალი მშობლები გადიან მკურნალობას.

✓ სისხლის ანალიზები სხვადასხვა ტიპის განსაკუთრებით სახიფათო ინფექციებზე (B და C ჰეპატიტი, აივ ინფექცია, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, წითურა და ციტომეგალოვირუსული ინფექცია)

ამ ინფექციების უმეტესობა სასიკვდილოა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მომავალი დედის ჯანმრთელობასაც. ბავშვის ჩასახვამდე ეს ინფექციები უნდა აღმოიფხვრას ან აღიკვეთოს ისე, რომ მათ არ დააზარალონ არც ბავშვი და არც დედა. ანალიზები ტარდება PCR ან ELISA მეთოდით.

ანალიზისთვის ვენიდან იღებენ სისხლს. გარდა ზემოაღნიშნული ანალიზებისა, მომავალმა მშობლებმა ინდივიდუალურად უნდა გაიარონ მთელი რიგი კვლევები. ახლა ჩვენ დეტალურად გავაანალიზებთ ანალიზების ჩამონათვალს დედისა და მამისთვის ორსულობის დაგეგმვისას.

ანალიზები მომავალი დედისთვის

✓ სისხლის ანალიზი შაქარზე

ამ კვლევის დახმარებით შეიძლება გამოვლინდეს შაქრიანი დიაბეტი და ნახშირწყლოვანი ცვლის სხვა დარღვევები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დაავადებები ადრეულ სტადიაზე არ იჩენს თავს, შემდგომში შეიძლება გავლენა იქონიოს საშვილოსნოში ბავშვის ფორმირებაზე და გამოიწვიოს პათოლოგიების განვითარება. თუ დაგეგმვის ეტაპზე შაქრის დონე მომატებულია, მომავალ დედას შეუძლია გაიაროს მკურნალობა და შეინარჩუნოს გლუკოზის ნორმალური დონე.

✓ კოაგულოგრამა

ამ კვლევის შედეგები აჩვენებს სისხლის შედედების სიჩქარეს. ეს ანალიზი ასევე ითვლება ერთ-ერთ მთავარ ანალიზად. რადგან, მშობიარობა (ბუნებრივი ან საკეისრო კვეთით) სისხლის დაკარგვას გულისხმობს. და თუ მშობიარობის დროს ქალის სისხლს გააჩნია ნელი შედედების უნარი, ეს საფრთხეს უქმნის მომავალი დედის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია კოაგულოგრამის გავლა დაგეგმვის ეტაპზე, როდესაც არის სისხლის შედედების უნარის მომატების თერაპიის გავლის შესაძლებლობა. 

✓ საშოდან ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (ნაცხის ანალიზი ფლორაზე)

ეს ანალიზი იძლევა წარმოდგენას არა მხოლოდ პათოგენური მიკროფლორის არსებობის, არამედ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შესახებ. ძირითადი მაჩვენებლებია ოქროსფერი სტაფილოკოკის, ლეიკოციტების და ბრტყელი ეპითელური უჯრედების არსებობა, გრამდადებითი ღეროების დონე, პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობა.

✓ საშვილოსნოს ყელიდან სკრაპინგის PCR შესწავლა ჰერპესის, ქლამიდიის, ურეაპლაზმოზის, ციტომეგალოვირუსის, მიკოპლაზმოზის არსებობაზე.

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი ღირებულია იმით, რომ ის ეხმარება პათოგენების იდენტიფიცირებას მაშინაც კი, როდესაც მათი შემცველობა ორგანიზმში მინიმალურია. ეს ხელს უწყობს დროულ მკურნალობას და ამცირებს ნაყოფის პათოლოგიების განვითარების რისკს.

✓ საშვილოსნოს ყელის სკრაპინგის ციტოლოგიური გამოკვლევა

ანალიზისთვის იღებენ საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის უჯრედებს, მომავალში ამ უჯრედებს მიკროსკოპით იკვლევენ. ციტოლოგიური კვლევის მთავარი მიზანია ბიომასალაში შეცვლილი უჯრედების არსებობის ან არარსებობის შემოწმება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა სკრაპინგი და ნაცხის გამოკვლევა განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. ანალიზამდე რამდენიმე დღით ადრე საჭიროა თავი შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან, აკრძალულია ტამპონების გამოყენება, შხაპის მიღება ანტიბაქტერიული დასაბანი საშუალებებით და დუშირება.

✓ სისხლის ტესტი ჰორმონებზე

ეს ანალიზი ტარდება ციკლის 5-7 და 21-23 დღეებში ვენიდან სისხლის აღებით. ტარდება პროლაქტინის, ტესტოსტერონის, პროგესტერონის, DHEA სულფატის ჰორმონების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის გამოკვლევა და ა.შ.

✓ ფოსფოლიპიდების ანტისხეულების ანალიზი

ტარდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამოსავლენად – დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი პათოლოგიები, სპონტარუი აბორტები და ნაყოფის სიკვდილი.

✓ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ანტისხეულების ანალიზი

ეს ანალიზი უმთავრესად ინიშნება ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეების დროს. hCG-ს ანტისხეულები უარყოფენ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. ქორიონული გონადოტროპინის ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში ინიშნება იმუნომოდულატორული თერაპია, რომელიც საშუალებას გაძლევთ წარმატებით გამოზარდოთ და გააჩინოთ ბავშვი.

ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ანალიზები უნდა ჩააბაროს მომავალმა მამამ ორსულობის დაგეგმვისას.

ანალიზები მომავალი მამისთვის

მამაკაცისთვის მთავარია ჩასახვამდე ყველა არსებული ინფექციის იდენტიფიცირება და განკურნება. მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ინფექციური და ანთებითი პროცესები, მაგრამ მიუხედავად ამისა შეუძლებელია ბავშვის ჩასახვა, შესაძლებელია საქმე სპერმატოგენეზის დარღვევაში იყოს.

✓ ურეთრიდან გამონადენის PCR ანალიზი ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის, ქლამიდიის, მიკოპლაზმოზისა და ურეაპლაზმოზის არსებობაზე.

ყველა ეს დაავადება ძალიან საშიშია ორსული ქალებისთვის და ძალიან ადვილად გადამდებია სქესობრივი გზით. თქვენ არ შეგიძლიათ ორსულობის დაგეგმვა სგგდ-ების (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების) განკურნების გარეშე. ეს დაავადებები ხელს არ უშლიან ჩასახვას, მაგრამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ჯანმრთელობაზე.

✓ სპერმოგრამა

ეს კვლევა აჩვენებს სპერმატოზოიდების რაოდენობას და ხარისხს. ინიშნება უნაყოფობის დიაგნოზის დროს.

✓ MAR ტესტი

გამოავლენს ანტისპერმალური ანტისხეულების (იმუნოგლობულინების) არსებობას, რომლებიც თავს ესხმიან საკუთარ სპერმატოზოვას.

✓ სპერმის მორფოლოგიის შესწავლა კრუგერის კრიტერიუმების მიხედვით

ზუსტად განსაზღვრავს ქალში ორსულობის დადგომის ალბათობას. სპეციალისტი აფასებს სპერმატოზოიდის ფორმას. რადგან, ზოგჯერ საკმარისია სპერმატოზოიდები, მაგრამ არასწორი ზომის ან ფორმის გამო, ისინი ვერ ახერხებენ საშვილოსნოში შეღწევას და ჩასახვა არ ხორციელდება.

✓ პროსტატის სეკრეციის გამოკვლევა

ეს ანალიზი შესაძლებელს ხდის ანთების და ინფექციების არსებობის დროულად დიაგნოსტირებას, რაც შეიძლება გახდეს მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი.

ჩასახვის დაგეგმვისადმი შეგნებული და სერიოზული მიდგომა იძლევა საშუალებას თავიდან აცილებული იქნას ის პრობლემების უმეტესობა, რომლებსაც აწყდებიან წყვილები, რომლებიც არ გეგმავდნენ ორსულობას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჩასახვამდე ყველა ანალიზს დასჭირდება 3-დან 6 თვემდე დრო, ზოგჯერ უფრო მეტიც. რადგან დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, საჭირო იქნება მკურნალობა. მაგრამ ბავშვის დაგეგმვა – ეს ის შემთხვევა არ არის, როცა საჭიროა სიჩქარე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი მშობლები ჯანსაღი ორსულობისა და ბედნიერი ბავშვის გარანტიაა!