ჩვენ ხშირად გვესმის რკინის დეფიციტის შედეგების შესახებ, მაგრამ ვიცით თუ არა რა როლი აქვს მას ჩვენს ორგანიზმში? და დარწმუნებული ვართ თუ არა, რომ გაცნობიერეუბლი გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს ამ ელემენტის ნორმის შენარჩუნება?
რკინა (Fe) არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ჟანგბადის გადასატანად ყველა ადამიანის ორგანიზმში (როგორც ჰემოგლობინისა და მიოგლობინის ნაწილი, მას გადააქვს მოლეკულური ჟანგბადი ფილტვებიდან ყველა უჯრედამდე). ჩვენს ორგანიზმში Fe-ის მთლიანი რაოდენობის 3/4-ზე მეტი წარმოიქმნება ერითროციტების დაშლის შედეგად, დანარჩენი კი ჩვენს მიერ მოხმარებული საკვებიდან მოგვეწოდება. ქალები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ორსულობის დროს რკინის დეფიციტის ცნობილი შედეგების მიმართ, რომელსაც რკინადეფიციტური ანემია ეწოდება.
რა არის ანემიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
მეხსიერების პრობლემები, კანისა და ტუჩების ფერმკრთალობა, ზოგადი სისუსტე და იმუნიტეტის დაქვეითება, ასევე ფიზიკური გამძლეობის დაქვეითება და დაღლილობის მომატება. ჭარბი რკინა ძალზე იშვიათია, ხოლო ანემია ქალებში გავრცელებული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზის სისტემატიურად ჩატარება და ექიმთან კონსულტაცია, რადგან ეს საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ ნებისმიერი ცვლილება და მიიღოთ შესაბამისი ზომები. რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს გართულებები, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ ორგანიზმში არსებულ ნებისმიერ ცვლილებაზე.
როგორ ვიღებთ რკინას?
რკინის წყაროს არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი ბიოშეღწევადობა, სუფთა რკინის შემცველობა და გემო. იმის მიხედვით, თუ რა პროდუქტებიდან ხვდება ორგანიზმში რკინა, განისაზღვრება მისი ტიპი.
ჰემის რკინა მოდის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან. შეიცავს ხორცი, სუბპროდუქტები, ფრინველი, თევზი. ეს ტიპი შეიწოვება ყველაზე ეფექტურად (15-დან 35%-მდე).
გახსოვდეთ: რაც უფრო მუქია ხორცი, მით მეტ რკინას შეიცავს იგი.
ჰემის რკინის შემცველობა მილიგრამებში 100 გრამ პროდუქტზე
პროდუქტის დასახელება | რკინის შემცველობა (მგ) |
ღორის ღვიძლი | 20,2 |
ქათმის ღვიძლი | 17,5 |
საქონლის ხორცი | 3,6 |
ცხვრის ხორცი | 3,1 |
ღორის ხორცი | 1,8 |
რკინის უკეთესი ათვისებისთვის ეს პროდუქტები უნდა მიირთვათ ბოსტნეულის კერძებთან ერთად.
არაჰემური რკინა გვხვდება მცენარეულ საკვებში. მაგალითად, პარკოსნებში, ისპანახში, ვაშლში, მარცვლეულში, თხილში, ჩირში. ამ ტიპის რკინა ორგანიზმში ნაკლებად ეფექტურად შეიწოვება (2-დან 20%-მდე).
მცენარეული საკვები რკინის ყველაზე მაღალი შემცველობით
პროდუქტის დასახელება | რკინის შემცველობა (მგ) |
ოსპი | 11,8 |
ხორბლის ქატო | 11,1 |
სოია | 9,7 |
წიწიბურა | 6,7 |
არაქისი | 4,6 |
ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ორსულობის დროს, რაციოში შევიდეს ამ მნიშვნელოვანი ელემენტის საკმარისი და უსაფრთხო რაოდენობის შემცველი დანამატები.
პრეგნა-5-ის 1-ი კაფსულა შეიცავს 30 მგ სპეციალურ რკინას – ფერონილს ТМ, რომელიც შესანიშნავად შეიწოვება და უზრუნველყოფს ქალს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საჭირო რაოდენობის რკინით (დვორეცკი ლ.ი. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის კლინიკური რეკომენდაციები. რუსული სამედიცინო ჟურნალი. 2014).
ასევე უნდა იცოდეთ, რომ რკინა გროვდება არა მხოლოდ განვითარებული ნაყოფის ღვიძლში, არამედ ადრეული ჩვილობის პერიოდშიც, ამიტომ დედის რძესთან ერთად რკინის საკმარისი რაოდენობით მიღება ამცირებს ახალშობილებში ანემიის რისკს.